contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ანდორა ლა ველია – პირენეებში ჩაკარგული პატარა ევროპული დედაქალაქი.

საფრანგეთისა და ესპანეთის გამყოფ მთებს შორის მდებარე, მიკროსკოპული სახელმწიფოს ანდორას დედაქალაქი, სადაც რელაქსაციის ძიებაში მყოფნი უეცრად ხვდებიან ამ ქალაქის ჯადოსნურ ატმოსფეროში. ანდორა ლა ველია – ანდორის სამთავროს დედაქალაქი ძალიან მოქნილი საგადასახადო სისტემის წყალობით გვევლინება როგორც თავშესაფარი. ამ ქალაქს სიყვარულით ეძახიან პირენეების დედაქალაქსაც, სამთო-სათხილამურო კურორტს და ის წარმოადგენს ევროპის დედაქალაქებს შორის   ზღვის დონიდან უამაღლესს და 1023 მ-ზე მდებარეობს.  მოსახლეობა 23500 კაცს შეადგენს, მისი ძირითად შემოსავალსაც ძირითადად ტურიზმი წარმოადგენს.
მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს რომ ანდორა ლა ველია მდებარეობს სამთავროს სამხრეთ დასავეთ ნაწილში – ორი მდინარის გადაკვეთის ადგილას.

ანდორა ლა ველიას მონახულებისას მთავარია არ გამოგრჩეთ მთავარი საინტერესო ადგილები, რომლებსაც მიეკუთვნება კასა-დე-ვალ, ოდეზღაც ყოფილი სამთავროს სასახლე – დღეს წარმოადგენს პარლამენტის რეზიდენციას. ეკლესია სანტა-კოლმა აშენებული ადრეულ რომანულ სტილში, გამოირჩევა სხვადასხვა სტილის ელემენტებით, თავის კედლებში ინახავს XII ს ხვთისმშობლის მოწყალების ხის ხატს.

შეუდარებელი მიზიდულობის ძალა აქვს პირენეების მთების გულში არსებულ  თერმულ კურორტებს, რომლებიც შეიცავენ 6000 მეტრიან როგორც დახურულ ასე ღია აუზებს, აბანოებს და საუნებს.

ანდორა ლა ველიაში საინტერესო მოვლენებისა და ბაზრობების ნახვით მოექცევით უდიდესი შტაბეჭდილებებს  ქვეშ.

ანდორა ლა ველიაში ლიტურგიული კალენდრის მიხედვით შეიძლება გავხდეთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების მოწმე. დედაქალაქი ასევე ხშირად მასპინძლობს კულინარიულ და მუსიკალურ ღონისძიებებს, ტრადიციულ ფესტივალებს და პოპულარულ მოვლენებს. არავის არ გაუცრუებს იმედებს, არც გამოცოცხლებული  ღამის ცხოვრების მსურველთ, რომელიც დუღს პლაცა დელ პობლეზე.
ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩვენ შეგვიძლია ვეწვიოთ რომანული სტილის ეკლესიებს, რომლებიც მდებარეობენ საინტერესო სოფლებში: რანსოლ, ლეს ბონს, ორდინო, ენკამპ პრატს და სხვა. აქ პატარა ქუჩებში სეირნობისას თავს იგრძნობთ შუა საუკუნეების ატმოსფეროში. თვითონ ანდორა დამსწრეთა გასახარად გთავაზობთ შესანიშნავ, ხელუხლებელ და ველურ ბუნებას. მდინარეები, ტბები, ტყეები და ნაკადულები ხელს გიწყობენ დროის უკეთ გასატარებლად, რათა ისეირნოთ ულამაზეს სოფლებში და ეწვიოთ მაღაზიებს და გააკეთოთ არც თუ ისე მცირე ეკონომია, რამე თუ აქ პროდუქტები არ იბეგრება.

უკეთესია ანდორას ეწვიოთ გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა შეიძლება წყნარად ისეირნოთ მთელ ქალაქში და მის შემოგარენში, ხოლო თხილამურების მოყვარულებმა და მთაში დასვენების მსურველებმა ეწვიეთ ზამთარში. წელიწადის ყველა დროში კლიმატი სასიამოვნოა, მხოლოდ იანვარია სხვა თვეებთან შედარებით ცივი.