contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ოსტინი – კაპიტოლიუმის და ტეხასის შტატის უნივერსიტეტის ქალაქი

ეწვევით თუ არა ქალაქ ოსტინს, პირველ რიგში იგრძნობთ რომ ქალაქი გადავსებულია ცოცხალი მუსიკით და დიდი დაკვირვება არ უნდა რომ ეს მართლაც ასეა. შეუძლებელია დათვალოთ პაბების რაოდენობა სადაც ცოცხალი მუსიკა და მუსიკალური ჯგუფებია და შეუძლებელია თავით არ გადაეშვათ მე-6-ე ქუჩის მხიარულებაში, რომელიც ფესტივალის დღეებში მთლიანად გადაიქცევა ერთ მთლიან დიდ სცენად ღია ცის ქვეშ. აქ ყველგან შეიძლება ნახოთ ძველებური მაღაზიები, ტატუს სალონები, მუსიკალური სტუდიები და ტაკო-ბარები, რომლებიც ოსტინს წარმოგვიდგენენ როგორც აშშ-ს ერთერთ მხიარულ და უნიკალურ ქალაქად. ჰიპების ჰაერში მოფარფატე სული ასრულებს ჯადოსნურ როლს – თქვენ ყოველგვარი უკუგების გარეშე შეგიყვარდებათ ეს შესანიშნავი და ხმაურიანი ქალაქი!

ოსტინი არის მდინარე კოლორადოზე გაშენებული ტეხასის შტატის დედაქალაქი და არის უდიდესი მსხვილი კომერციული ცენტრი რეგიონში, განვითარებული ტექსტილის სექტორში, კვების და ფეხსაცმელების წარმოებაში. ქალაქი ასევე სავსეა უამრავი ღირსშესანიშნაობებით სხვადასხვა სახეობაში რომელიც არ შეიძლება გაუშვათ მხედველობიდან.
ტურისტების უმრავლესობა პირველ რიგში ცდილობენ ეწვიონ მთავრობის სასახლეს, კაპიტოლიუმს. ეს გიგანტური შენობა აშენებულია იტალიური ეპოქის აღორძინების სტილში 1882 და 1888 წწ შორის. მიმდებარე პარკებში შეძლებთ ისიამოვნოთ ისტორიულ შემოქმედდთა და ცნობილ ბრძოლებში დაღუპულ მამაც ჯარისკაცთა ქანდაკებებით, ხოლო შენობის ზემო ნაწილში მშვიდობის ქალღმერთის ქანდაკებაა. შენობაში შესვლა უფასოა და შეიძლება დაათვალიეროთ  წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ასევე შეიძლება მოხვდეთ მოზაიკურ ტერასაზე, სადაც წარმოდგენილია შტატის ექვსი დროშა. მართლაც შთამბეჭდავია მაღალ სართულებზე მიმავალი დიდი კიბე, სადაც გამოფენილია შტატის ყველა გუბერნატორის პორტრეტი.

ოსტინი ნამდვილად იმსახურებს იყოს ღირსეულად შეფასებული, რადგან ბევრი ტურისტი ითხოვს მანქანის გაქირავების მომსახურეობას ან ველოსიპედების არენდას, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ადგილი და ღირსშესანიშაობა დაათვალიერონ. ასეთ შემთხვევაში შესძლებთ გაემგზავროთ ქალაქის ახლოს ტბაზე, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თავისი ფლორით და ფაუნით. აქ შესაძლებელია კარგად დაისვენოთ, დააკვირდეთ ფრინველებს ან გაისეირნოთ ნავით.

ოსტინში თქვენი მოგზაურობისას დაისვენეთ ბუნების წიაღში და დატკბით მისი ცოცხალი ხმებით!

 აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფანტასტიურ ნაკრძალს – ლედი ბერდ ჯონსონის მინდვრის ყვავილების ცენტრს, სადაც შესაძლებელია დატკბეთ ტიპიური ტეხასური მინდვრის ყვავილების ცქერით, გაისეირნოთ ადგილობრივ  ხელუხლებელ ადგილებში, დაათვალიეროთ ოსტატების მიერ შესრულებულ ფოტო გამოფენები და ყვავილებისა და სხვადასხვა ბალახებისაგან შესრულებულ კომპოზიციები.

სანამ ქალაქს დატოვებთ ნამდვილად ღირს ტეხასის შეიარაღებული ძალების მუზეუმს ეწვიოთ. ეს არს უდიდესი მუზეუმი, რომელიც ტეხასის სამხედრო შეიარაღების ისტორიას გვიყვება 1823 წ-დან დღემდე. სხვადასხვა დარბაზებში შესაძლებელია დაათვალიეროთ ტეხასის ნაციონალური გვარდიის და სამხედრო საჰაერო ძალების მიერ, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ნახმარი შეიარაღების კოლექციები.