contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბალტიმორი – მერილენდის შტატის დამოუკიდებელი ქალაქი

ბევრი მოგზაური, ვინც აშშ-ში გეგმავს მოგზაურობას, ბალტიმორს არ ითვალისწინეს როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს, ძირითადად აქ ჩერდებიან ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის გზაზე მხოლოდ ხანმოკლე ვადით. სინამდვილეში აქ თუ შეჩერდებით რამდენიმე დღით მაინც,  შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ბალტიმორი გთავაზობთ უამრავ საინტერესო ღირსშესანიშნაობას და არ გაგიცრუებთ იმედებს არავის.

ბალტიმორი განლაგებულია მერილენდის შტატის ჩრდილო დასავლეთით და წარმოადგენს მის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, 740 ათასი მოსახლით. გეოგრაფიულად ქალაქი მდებარეობს ჩესაპიკის ყურედან მოშორებით, მდინარე პატაპსკოს ნაპირებთან ახლოს და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ჩარლზ-სტრიტ ღერძულა ქუჩით იკვეთება.

ბალტიმორი ითვლება აშშ-ს უძველეს ქალაქებს შორის, მას ერთერთი გადამწყვეტი როლი უკავია  ქვეყნის ისტორიაში, ასევე ფლობს ძლიერ ლოკალურ მდებარეობას, არსებითად განსხვავდება ბევრი სხვა ამერიკული ქალაქებისაგან. აგრეთვე ამ ზღვასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საპორტო ქალაქში თუ გარკვეული დროით შეჩერდებით, შეძლებთ აღმოაჩინოთ ქალაქის ღია ფერები და ძლიერი კონტრასტები. ამ ქალაქს ასევე მოიხსენიებენ როგორც შარმ-სიტი, მოსახლეების ბუნებრივი მომხიბვლელობის გამო.

ბალტიმორში მოგზაურობისას გაიგეთ მეტი საინტერესო ადგილის შესახებ და ჩაუღრმავდით შარმ-სიტის მომხიბვლელობას!

ვიზიტი ბალტიმორში შეიძლება დაიწყოთ ძველთაგანვე ქალაქის გულად აღიარებულ პორტით, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ სანაპიროზე, დატკბეთ იქვე მდგარი ნავებით, შემდგომ დაისვენოთ და გემრიელად ისადილოთ რესტორანში ზღვის ხედის ფონზე, გაიაროთ მაღაზიებში, სადაც იყიდება ძალზე განსაკუთრებული ნივთები, მაგალითად: მხოლოდ კრაბებთან დაკავშირებული საკვები ან განსაცვიფრებელი ფორმის კანფეტები. უდაოდ ღირს ეწვიოთ Odditorium-ს, რომლის ფასადზე გამოსახულია მწვანე დრაკონი. ეს თავისებურად მუზეუმისა და Freakshow-ის სიმბიოზია, სადაც გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის უსაშინლესი რარიტეტები, როგორებიცაა: გამომხმარი თავები, ადამიანის კანისაგან დამზადებული ნიღბები და სხვა.
აქ გადადგილების ორიგინალურ საშუალებად ითვლება თავისებური საზოგადოებრივი ტრანსპორტი – წყლის ტაქსები, რომლებიც ყველა ტურისტს სიხარულით ესალმებიან და სთავაზობენ ნავით  გასეირნებას და ზღვიდან ქალაქის დათვალიერებას, საკმაოდ ხელსაყრელ  ფასებში. წყლის ტაქსებს აქვს რამდენიმე შიდა გაჩერება ქალაქში, როგორიცაა: Locust Point, კანტონ Waterfront Park და Fells Point.

შარმ-სიტის განსაკუთრებულობად ითვლება  კრაბის კერძები, რომლებიც მზადდება ათეულობით სხვადასხვა რეცეპტით და წარმოდგენილი არის ასობით მაღალი კლასის რესტორნებში, ასევე მათი ათვისება შეიძლება ქუჩის კვების ობიექტებშიც. არსებობს რამდენიმე პოპულარული სახეობის კრაბის კერძი, მაგრამ ტიპიურად ითვლება კრაბის ტორტები და კრაბის ნამცხვრები, რასაც გვთავაზობთ  სწრაფი კვების ობიექტები, ხოლო რესტორნები გთავაზობთ ამათ ყველაზე დახვეწილ ვარიანტებს.