contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბერლინი – მრავალ წახნაგოვანი, ულამაზესი ევროპული ქალაქი!

ბერლინი წარმოადგენს გერმანიის უდიდესს ქალაქს  და ამავე დროს არის Bundesland ანუ  ქალაქი-სახელმწიფო. ეს ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი, რომელც ასევე მასპინძლობს ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრობებს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 3,5 მილიონია.
პირველი რასაც ცდილობს ბერლინის მნახველები, რა თქმა უნდა ბრანდებურგის კარიბჭეა, 26 მ სიმაღლის და 65 მ სიგანის ნაგებობა, რომლის მშენებლობა დაიწყო 1788 წ-ს და ბულვარ უნტენ-დენ-ლინდენის ბოლოში მდებარე, დღევანდელ დღეს წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს. ეს კარიბჭე ბერლინის სხვადასხვა ისტორიული მომენტების მოწმე გახლავთ და მისი ნახვა ბადებს ღრმა ემოციებს. პროსპექტზე განლაგებულია ქალაქის მნიშვნელოვანი შეობები,   რომელთა შორისაა ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, სახელმწიფო ოპერა, წმინდა ჰედვიგის ტაძარი და სხვა.
ცენტრალურ რაიონ მიტტეში შეიძლება მოხვდეთ სამუზეუმო კუნძულზე, რომელიც მდებარეობს მდინარე შპრეესა და კუპფერგრაბენის არხს შორის. ძველი მუზეუმი, ძველთაგანვე წოდებული როგორც სამეფო მუზეუმი – აშენდა 1822-1830 წწ შორის კარლ ფრიდრიხ შინკელის მიერ. აქ ინახება ძველი კლასიკური კოლექციები, რომელთა შორის როგორც ბერძნული ასევე რომაული არტეფაქტები. ახალი მუზეუმი რომელიც თავიდან აღადგინეს მეორე მსოფლიო ომის ნგრევის შემდეგ – გაიხსნა 2009 წ და ინახება ეგვიპტური და პირველყოფილი ხელოვნების ექსპონატები.

მოგზაურობა ბერლინში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გაეცანით საინტერესო მოვლენებს და მიმზიდველ ადგილებს!

ბერლინს ასევე შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში ყველაზე მოდური ქალაქი, გთავაზობთ რა ნებისმიერი გემოვნების სხვადასხვა გასართობს, ხელოვნებით დაწყებული – მუზეუმებით, ოპერებით, თეატრებით ან მხიარული ღამის ცხოვრებით დამთავრებული. ზაფხულის პერიოდში ქალაქის პარკებში შეიძლება გაატაროთ შესანიშნავი დასვენების საათები, ხოლო ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ ცხოვრება კვლავ თავიდან იწყება განათებულ ღამის რესტორნებში, ბარებში და კლუბებში.
ლუდის მოყვარულები რა თქმა უნდა ხელიდან არ უშვებენ ბერლინის ლუდის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ყოველ წლიურად იმართება და სადაც თითქმის მილიონამდე მონაწილეს შეუძლია დატკბეს 2000-ზე მეტი ლუდის  სახეობით. ფესტივალი  5-დან 7 აგვისტომდე მიმდინარეობს ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ასევე აგვისტოს თვეში მუზეუმებსა და გამოფენებს შეგიძლიათ ეწვიოთ მთელი ღამის განმავლობაში, რომლებიც სხვა დროს საღამოობით უკვე იკეტებიან.

ცეკვის მოყვარულთათვის ბერლინის კლუბები შუა ღამის შემდეგ იღება და როგორც წესი დილამდე არ იკეტება. ასევე შესაძლებელია ისეირნოთ მოედნებზე, პროსპექტებზე და ქალაქის შესანიშნავ ქუჩებში. საერთოდ როგორც არ უნდა გინდოდეთ დროის გატარება, ბერლინი ყველას აძლევს საშუალებას გაატაროს დრო თავისი გემოვნების მიხედვით: ან კოქტეილით ბარში, ან მეგობრებთან ლუდის ბარში ან იცეკვოთ ნონ-სტოპი გათენებამდე.