contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბოსტონი – კულტურითა და ისტორიით აღსავსე შესანიშნავი მეგაპოლისი

თუ თქვენ ნებისმიერ ამერიკელს კითხავთ, ამერიკის ქალაქებიდან რომელია კულტურული და სამეცნიერო დედაქალაქი, ყველა დაუფიქრებლად გიპასუხებთ – ბოსტონი.

როგორც ეკონომიკური და კომერციული ათვლის წერტილი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,  ბოსტონი არის ნამდვილი ლაბორატორია, სადაც ხდება პლანეტის საუკეთესო გონებათა ფორმირება და განვითარება. შეიძლება ბევრმა არც იცოდეს რომ აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული უნივერსიტეტები მდებარეობენ ბოსტონში – მათ შორის ჰარვარდი და MIT, ამიტომ მთელი რეგიონის ტერიტორია სარგებლობს შეუდარებელი კულტურული სიმდიდრით. ასევე დამატებით უნდა ითქვას რომ  ზუსტად ეს მხარეა დასახლებული საშუალოდ ყველაზე მდიდარი მაცხოვრებლებით და არის მესამე ამერიკული ქალაქი ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. განვითარებული და კონსოლიდირებული ფინანსური მოღვაწეობა მიმართული ძირითადად ჯანმრთელობის კველვებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ბოსტონი ითვლება ერთერთ მნიშვნელოვან და მდიდარ ქალაქად მსოფლიოში.

 

ბოსტონის ნახვა ნამდვილად არავის არ გააწბილებს, აქ ყველა შესძლებს გართობას თავისი ინტერესის მიხედვით. ახალგაზრდებისათვის ვინც ეძებს გართობას და მხიარულებას აქ არის სრული სივრცე, უამრავი ლუდის ბარები, პაბები და ადგილები სადაც შეიძლება მოისმინოთ ბლუზი, როკი და ჯაზი, ასევე დაესწროთ დიდ კონცერთებს საერთაშორისო აღიარების არტისტების მონაწილეობით.

ბოსტონელებისათვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია სპორტი, ძირითადად კალათბურთი, რაც გამოწვეულია ადგოლობრივი სახელოვანი საკალათბურთო გუნდის „ბოსტონ სელტიკსისაგან“, რომელმაც აღიარება მოიპოვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წწ უდიდესი ტალანტის ლარი ბერდის წყალობით, ასევე ყველასათვის დასამახსოვრებელ მეჯიკ ჯონსონის პრობლემით. რაც შეეხება ლარი ბერდს, მის საპატივცემულოდ ჩამოსხმულია მისი საკალათბურთო ფეხსაცმლის ნატურალური ზომის ბრინჯაო.

გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით ბოსტონი განლაგებულია ძალიან სტრატეგიულ ადგილას, რაც ხელს უწყობს მის აქტიურ კავშირებს ევროპასთან.

 

აქ ჩამოსული ტურისტები რა თქმა უნდა შანს არ უშვებენ გაიარონ „მშვიდობის გზა“, სიგრძით დაახლოებით 3 მილი, რაც დაახლოებით 4 კმ-ია. ამ გზაზე შეიძლება ნახოთ ქალაქის ძირითადი ისტორიული ადგილები, ხოლო თვით გზა გამოკვეთილია წითელი აგურით ან გამოყოფილია წითელი ხაზით, რომელიც მიყვება გზას.

 

ბოსტონის ატმოსფეროში უკვე იგრძნობა დიდი იმედი 2024 წ ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. აშშ-ში უკვე ოფიციალურად არის აღიარებული, რომ ეს საუნივერსიტეტო ქალაქი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ზაფხულის ოლიმპადას.

ბოსტონმა შესძლო და უკან ჩამოიტოვა  ისეთი ძლიერი კონკურენტი როგორიცაა ლოს-ანჟელესი, რომელიც უკვე ორჯერ მასპინძლობდა ოლიმპიადას. ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა აქ სპორტით გატაცება და ყველა სულმოუთქმელად ელოდება ამ უდიდესს მსოფლიო მარათონს.