contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბრიუსელი – მომხიბვლელი ქალაქი მრავალ რიცხოვანი მუზეუმებით.

ეს შესანიშნავი და საინტერესო ქალაქი ანდამატივით იზიდავს ურიცხვ მნახველებს, იდელურად შეეფერება სხვადასვა ტიპის დასვენების მსურველთ: ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად ან უბრალოდ საგამანათლებლო ტურების მსურველთ.

ეს მულტიკულტურული, რაღაცით რთული და ცოცხალი ატმოსფერო მნახველებს აძლევს საშუალებას იგრძნონ რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული. აქ მოხვდებით თუ არა მდუღარე ცხობრების რითმში, აგაღფრთოვანებთ XIX ს ან თანამედროვე შესანიშნავი არქიტექტურული კონსტრუქციები, პარკები, მუზეუმები. დიახ ეს ყველაფერი გახლავთ ბრიუსელი.

როგორც ცნობილია ბრიუსელი დაარსებულია ვაჭრების მიერ VII საუკუნეში, საწყლოსნო გზების გადაკვეთაზე. განსაკუთრებით მიმზიდველია შუა საუკუნოვანი ძველი ქალაქი, რომლის გულში მდებარეობს გრანდ-პლაცი, რომელიც თამამად შეიძლება შევიყვანოთ მსოფლიოს უდიდეს და ულამაზეს მოედნებს შორის. ეს მოედანი მთლიანად შედი იუნესკოს დაცულ ტერიტორიების სიაში. აქ შესაძლებელია საუკეთესოდ დაისვენოთ მყუდრო კაფეებსა და ლუდის ბარებში.

ბრიუსელის კიდევ ერთი მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა წმინდა მიხეილის და წმინდა გადულას ტაძარი, რომელიც აშენებულია ამ წმინდანების საპატივცემულოდ გოთურ სტილში. დღევანდელი ეკესია დგას ძველი კაროლინგების სამლოცველოზე.

ყველასათვის ცნობილია რომ ბრიუსელში, ძველ ქალაქში აუცილებელდ უნდა ნახოს ცნობილი შადრევანი, პატარა ბიჭის ბრინჯაოს ფიგურის ფონზე.

ბრიუსელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მუზეუმების ქალაქი, რადგან აქ 90-ზე მეტი მუზეუმი შეიძლება რომ ვნახოთ, რომლებიც მოგვითხრობენ არა მარტო ისტორია-კულტურაზე არამედ ეძღვნება მსოფლიო ხელოვნების გამოფენებს. იგრძნობა რა ბელგიელთა ინტერესი კომიქსების მიმართ, აქ კომიქსებს ეძღვნება მთლიანი მუზეუმები.

დაისვენეთ ბრიუსელში და მიიღეთ სრული, დაუვიწყარი  შთაბეჭდილებები! 

ბელგიის დედაქალაქის შესწავლის შესანიშნავი მეთოდი არსებობს, ისეირნეთ მის ქუჩებში და ყურადღებით დააკვირდით მის უბრალო დეტალებს, რაშიც გამოიხატება ქალაქის ხასიათი. ბრიუსელის ქუჩებში მიმოფანტულია როგორც ისტორიული კაფეები, ასვე თანამედროვე მოდური ბარები, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ სხვადასხვა სახის საუკეთესო ბელგიური ლუდი და ცნობილი შოკოლადები. ხელიდან არ გაუშვათ ბრიუსელის საკათედრო ტაძრის სამეფო სასახლის ნახვა.

თუ ოჯახთან ერთად იმოგზაურებთ, ნამდვილად გაახარებთ თქვენს პატარებს ცნობილი ატრაქციონებითა და გასართობი პარკებით.

ბრიუსელის ძველ ცენტრში შეიძლება დატკბეთ მინერვას შესანიშნავი ფანტანით და ნოტრ-დამ-დე-საბლონის ეკლესიით. ეს გოთიკური ეკლესია ძალიან მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით. ასევე არ გაუშვათ ხელიდან, რომ არ ეწვიოთ ცამეტ ჰა-ზე განლაგებულ პარკ-დე-ბრიუსელს, სადაც წარმოდგენილია ფანტანები სხვადასხვა შოუს ელემენტებით.