contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბუდაპეშტი – მდიდარი სულისა და მიწის ქვეშა გამოქვაბულების ქალაქი

ეს ჯადოსნური ქალაქი გახლავთ ორი ისტორიული ქალაქის ნაერთი, რომელთაც მდინარე დუნაი ჰყოფს თავისი მძლავრი ტალღებით. თანამედროვე პეშტი მდიდარია მაღაზიებით, ფეშენებლური რესტორნებით, ოტელებით და ღამის კლუბებით, იმ დროს როდესაც ბუდას აქვს უფრო ღრმა ისტორიული რომაული წარმოშობის ფესვები, სადაც  უმეტესად კონცენტრირებულია ქალაქის ყველაზე ცნობილი ძეგლები. პირდაპირ დუნაის ცენტრში განლაგებულია ბუდაპეშტის ულამაზესი მწვანე რაიონი – მარგიტის კუნძული, ოაზისი ყოველ დღიური ვნებებისაგან თავის დასაღწევად.

ბუდაპეშტი გვიპყრობს და გვხიბლავს თავისი ოდნავ მელანქოლიური და ცოტა საზეიმო არქიტექტურით. იმისათვის რომ ქალაქის ატმოსფეროში ადვილად განვიცადოთ აკლიმატიზაცია და დავიწყოთ მისი ძეგლების დათვალიერება, ტური აუცილებლად უნდა დავიწყოთ ქალაქის ცენტრიდან. გავისეირნებთ რა შესანიშნავ ანდაშის ავენიუზე დავინახავთ ნაციონალური ოპერის შენობას, გმირთა მოედანზე მთავარანგელოზ გაბრიელის ძეგლს, მუსიკალურ აკადემიას და ხელოვნების უნივერსიტეტს.

ბუდაპეშტი თავისი მრავალ რიცხოვანი ისტორიული ძეგლებით, შესანიშნავი სასახლეებით და ხალხმრავალი მოედნებით ტურისტებს წარუდგენენ უამრავ სხვადასხვა შესაძლებლობებს.

ის რაც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება შეამჩნიოთ ბუდაპეშტის არქიტექტურაში ეს არის სხვადასხვა სტილის, კულტურის და ეპოქის ელემენტები. ეს ქალაქი ერთერთია იმ ევროპული დედაქალაქებიდან, სადაც იდაელური დასვენებისათვის განასაკუთრებით დაცული ბუნებრივი პარკები და კურორტებია. ამ კულტურულ დინამიურმა და თანამედროვე ქალაქმა სამართლიანად მიიღო აღმოსავლეთის პარიზის სახელწოდება.
შეუდარებელი სილამაზის სამეფო სასახლე Kiralyi Palota, რომელიც განლაგებულია ბუდას სამხრეთით, შემაღლებულ ადგილას, საიდანაც გადაიშლება ქალაქის შეუდარებელი ხედები. დღევანდელ დღეს სასახლის შიგნით განლაგებულია რამდენიმე მუზეუმი.

ბუდაპეშტის სხვადასხვა გასართობთა შორის უნდა აღინიშნოს გასეირნება დუნაიზე, რაც თქვენს დასვენებაში შეიტანს განმტვირთავ და რომანტიულ ელემენტებს, რომლითაც თქვენ შეძლებთ დატკბეთ ხიდების სილამაზით, რომელთა შორის აღსანიშნავია სახელოვანი ჯაჭვის ხიდი, რომელიც აკავშირებს ბუდას და პეშტს. ზუსტად ეს არის ის ძველი ხიდი რომელიც თავისი განათებით აძლევს ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს საღამოს საათებში.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოგზაურობისას არ გაუშვათ ხელიდან ყველა ეს მომხიბვლელი და შესანიშნავი ადგილები!

ბუდაპეშტის პარლამენტის შენობა წარმოადგენს ყველაზე დიდ ნაგებობას უნგრეთში – დუნაის სანაპიროზე პეშტის მხარეს. სხვა საინტერესო ნაგებობათა შორის უნდა აღინიშნოს წმინდა სტეფანეს ბაზილიკა, საიდანაც იშლება ქალაქის თვალწარმტაცი ხედები: სინაგოგა დოჰანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტერბი ვაცის ქუჩაზე და სხვა.

ბუდაპეშტი განთქმულია თავისი ასზე მეტი თერმული წყლებით, რამაც გამოწვია კიდეც ძველი დროიდან აქ კურორტების აგება.

საინტერესო ფაქტია რომ ბუდაპეშტის ქვემოთ გამოქვაბულების საკმაოდ რთული სისტამაა, სადაც 200-ზე მეტი მღვიმეა განლაგებული. ეს მღვიმეები წარმოშობილია იმ თბილი წყაროებისაგან რითაც იკვებება საკურორტო აბანოები. ამ გამოქვაბულების უმრავლესობა აღმოჩენილია XX საუკუნეში. აქედან მხოლოდ ორ გამოქვაბულშია შესაძლებელი ადვილად მოხვედრა, ორივე ბუდას მხარეს მდებარეობს.