contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დებრეცენი – ქალაქი სადაც მიიღებთ დიდ სიამოვნებას

ბუდაპეშტის შემდეგ უნგრეთში მოსახლეობის რაოდენობით  (207 000 მცხ) და  სიმჭიდროვით  (443 კაცი/კმ²)  მეორე ქალაქია დებრეცენი, განლაგებულია ჰაიდუ-ბიხარის საგრაფოში, რუმინეთის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ზე. ქალაქი საკმაოდ დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს – 1944 წ დაბომბვებისაგან, მაგრამ 100 დღის განმავლობაში იქნა აღდგენილი, სადაც გადაიტანეს ქვეყნის დროებითი მთავრობის შტაბი. დღევანდელ დღეს დებრეცენი წარმოადგენს სამრეწველო და საუნივერსიტეტო ცენტრს, ასევე ის არის უნგრული პროტესტანტიზმის ცენტრი.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს Vörös Hadsereg Utja (წითელ არმიელების) პროსპექტი, რომელიც წარმოადგენს ქალაქის მთავარ ღერძს. აქ განლაგებულია შემდეგი მნიშვნელოვანი შენობები: ძველი პრეფექტურა და საგრაფოს სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები, რომელთა მდიდრული ფასადები გამოირჩევა სანიმუშო მოდერნ სტილის კერამიკული დეკორით.

დებრეცენის სიმბოლოდ აღიქმება Kalvinista Templom – ყველაზე დიდი კალვინისტური ეკლესია მთელს უნგრეთში. ეს შედევრი შენობა უნგრელი ნეოკლასიკოსების მიერ აშენდა 1802 წელს და აქვს ორი 60 მ სიმაღლის გუმბათი. ეკლესიას შეუძლია ერთ დროულად დაიტიოს 3 000 ადამიანი, აქ მთელი წლის განმავლობაში ხშირად იმართება კონცერტები საორღანო მუსიკის თანხლებით.

ქალაქის დათვალიერება შეიძლება გავაგრძელოთ Reformatus Kistemplom – არც თუ ისე დიდი პროტესტანტული ეკლესიით, რომელიც ხისგან იყო აშენებული და  XVIII ს-ში  ხანძრის შედეგად დაიწვა, ამის შემდეგ ადგილობრვი მოსახლეობის შემოწირულობით ის აშენებული იქნა ქვისგან. ხახვის მსგავსი ფორმის გუმბათიანი ეკლესია გავდა ბასტიონს, მაგრამ ბოლო დრონდელი ძლიერი ქარების შედეგად გუმბათი ჩამოვარდა და ნაგებობამ მიიღო „უთავო“ ეკლესიის სახელწოდება.

დებრეცენში  მოგზაურობით  გაიგეთ  ბევრ  საინტერესო  ფაქტს  უნგრეთის  ისტორიიდან.

თეატრალური ხელოვნების მოყვარულები არ უშვებენ შანს დაესწრონ მიხაი ჩოკონაის სახელობის თეატრში –  თეტრალურ წარმოდგენას, 1861 წ-ს აგებულ ეკლექტიკურ შენობაში – მიძღვნილს ადგილობრივ პოეტ მიხაი ჩოკონაის.

დებრეცენში არა მხოლოდ ისტორიული ძეგლები და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობანი არიან მიმზიდველი, ასევე აქ შეიძლება მოიწყოთ შეუდარებელი დასვენება. თუ თქვენ ოცნებობთ რელაქსაციაზე და კარგ ხასიათზე დადგომაზე, თქვენ ვერ იპოვით უკეთეს ადგილს ვიდრე ნაგიერდეის პარკი და მისი აკვარეუმია, რომლებიც განლაგებულია ქალაქიდან ფეხით სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ ეს ცენტრი ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომია: წყვილები თუ მარტოხელები, ოჯახური თუ კორპორატიული, მხიარულების თუ გართობის მსურველთათვის. აქ  ბუნება მართლაც საუცხოოა, ეს ადგილი მდიდარია ძველ და ხშირი ხეებით დაფარული ცხელი წყლებით. აქ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, სპა-ცენტრებით – თავიანთი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურებით. ამ პროცედურების ძირითადი და ფასეული ელემენტია თერმული წყლების ხარისხი, რომლებსაც 65°c  ტემპერატურაზეც აქვთ იოდის და სხვადასხვა მარილების მაღალი შემცველობა.