contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დენვერი – კოლორადოს შტატის საოცარი Mile High City

ჩვენ მივეჩვიეთ რომ ამერიკა – ეს უპირველეს ყოვლისა არის განათებული ნეონის ნათურები, მდიდრული ავტომანქანები, ცად აზიდული ცათამბჯენები და კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები. მაგრამ არის მეორე ამერიკაც, სადაც გარე სამყარო არის მთლიანად სხვა, სადაც ამერიკული ქალაქები გვეგებებიან თავისი მტვრიანი ქუჩებით, უსასრულო ტერიტორიებით და თვალწარმტაცი ხედებით. კოლორადოს შტატის ქალაქი დენვერი არის მათ შორის ერთერთი ასეთი შესანიშნავი ადგილი, სადაც თქვენ შესძლებთ აღმოაჩინოთ განსხვავება ჩვეულებრივი სტერეოტიპიური ამერიკული ქალაქებისაგნ,  შესძლოთ სანიმუშო დასვენება და იპოვოთ ბევრი საინტერესო. ქალაქი  დენვერი განლაგებულია ზ.დ. 1600 მ-ზე და ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია ულამაზესი მთებით და ლამაზი პლატოთი, ერთმანეთის მონაცვლე კანიონებით და უმართავ-უსწრაფესი ნაკადებით. ყველაფერ ამის პარალელურად ის რჩება თანამედროვე ქალაქად თავისი განსაკუთრებული შარმით და სტილით, როგორც განსხვავებული ქალაქი ჩრდილოთ ამერიკის  სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით.

თქვენ იმყოფებით თანამედროვე კლასიკური სტილის, სიახლეებით სავსე ამერიკულ ქალაქში, რომლის ცენტრში, ლამაზი კლდოვანი მთების ფონზე წარმოდგენილია ცათამბრჯენების შთამბეჭდავი კოლექციები და  Front Range.

კოლორადოს შტატის1858 წ-ს დაარსებული დედაქალაქი  დენვერი თავისი რკინიგზის ხაზით, ტრადიციულად დაკავშირებულია შორეული დასავლეთის ისტორიასთან და მითოლოგიასთან. ტურიზმის კუთხით დენვერი ხშირად განიხილება როგორც კოლორადოს შტატის შემსწავლელი ექსკურსიების გამანაწილებელი პუნქტი. Front Range-ის  და კლდოვანი მთების კვეთა მთელ კოლორადოს შტატში იმდენად გრანდიოზული სანახაობაა, რომ ალპები მასთან შედარებით  როგორც პატარა პირამიდები ისე ჩანს. ყველაზე მაღალი პიკი აქ 4400 მ-ს აჭარბებს. კლდოვანი მთების მიმზიდველი ხედი იძლევა შეგრძნებას თუ როგორი აუთვისებელია ბუნება და იძლევა რაღაც დიდთან გაერთიანების შესანიშნავ გრძნობას.

ჩაუღრმავდით ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა ბრწყინვალებას და შეიგრძენით დენვერში მოგზაურობის გრანდიოზულობა!

არ გაუშვათ შანსი ეწვიოთ ნაციონალურ პარკ „კლდოვანი მთები“. სადაც შეძლებთ ისიამოვოთ კრისტალურად სუფთა ტბის სილამაზით, ირმებით, ლოსებით და მელიებით მდიდარი ფაუნით, ფიჭვისა და არყის ხეებით დამშვენებული მცენარეული საფარით. აქვე შეიძლება მიიღოთ სიამოვნება და დატკბეთ სამთო კურორტებით,  გაზაფხულის თბილი დღეების შემთხვევაშიც კი.

აუცილებლად უნდა ეწვიოთ უდიდეს გამწვანების ზონას „ჩიზმენ პარკს“, დატკბეთ ყვავილებით, მოაწყოთ პიკნიკი და გაატაროთ დაუვიწყარი დღე ოჯახთან ერთად. აქ ასევე არის პეპლების პავილიონი, სადაც წარმოდგენილია სამი ათასზე მეტი პეპლის საოცარი ნიმუშები.

ქალაქის მრავალ რესტორანში პრაქტიკულად შესაძლებელია დააგემოვნოთ მთელი მსოფლიოს სამზარეულო და კოლორადოს საუკეთესო ღვინოები. საღამოს საათებში კი შესაძლებელია დრო გაატაროთ მყუდრო ბარებში ან ცნობილ სტარბაკსებში, შეარჩიოთ ცხელი სასმელი მრავალრიცხოვან  სასმელებს შორის, დატკბეთ ათასობით ცეცხლოვანი განათებებით.