contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დეტროიტი – საავტომობილო ავანგარდის და ამერიკული სოფლის მეურნეობის განვითარების ქალაქი

დეტროიტი – ეს არის მიჩიგანის შტატში განლაგებული დიდი ქალაქი და წარმოადგენს ამერიკული ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოს, რაც დასტურდება სამი უდიდესი სავტომობილო  ქარხნის ისტორიით – General Motors, Chrysler და Ford – რომლებიც გახდნენ ამერიკული ოცნების ისტორიის ნაწილი. ასევე ყველას ახსოვს შავი მუსიკის ხმის ჩამწერი სტუდიები Motown, დეტროიტისათვის დამახასიათებელი კილომეტრობით ტერასული სახლები. რაც დრევანდელ დღეს  იქცა ლეგენდად.

„დეტროიტის რეკვიემი“ – ასეთი დასახელებით იყო წარმოდგენილი ჟულიენ ტემპლის დოკუმენტური ფილმი ტურინში, ფილმი რომელიც ხარკს უხდის უკვე ყოფილ  საავტომობილო მსოფლიო დედაქალაქს. ჰენრი ფორდის გამოშვებული პირველი მოდელი „T“-დან – სუპერ თანამედროვე „ჯიპის“ ბოლო მოდელამდე, დეტროიტმა გამოიარა სხვადასხვა ცვლილებები – საცხოვრებელი თუ ურბანისტული კატაკლიზმები. ბოლო ათწლეულებში ქალაქის მოსახლეობა ორჯერ შემცირდა და დღეს შეადგენს 600 ათასს. ბოლო მონაცემებით ცნობილია რომ 1970 წ-დან 2000 წ-მდე დანგრეული იქნა 161 000 ძველი სახლი, ხოლო დარჩენილათა შორის უმეტესი ნაწილი მოგვაგონებს მხოლოდ ძველის აჩრდილს.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქის გარეუბნებში შეიძლება შეეჩეხოთ მიტოვებულ სახლებს და დაულაგებელ ბაღებს, დეტროიტის ქუჩები მაინც ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების მოწმეა. შავკანიანი მოსახლეობის უფლებიბსათვის დაწყებული ბრძოლით  და ფართომასშტაბიანი გარეუბნების შექმნით დამთავრებული, იმისათვის, რომ მოეზიდათ ქარხნებში მუშები, ხალხს დატოვებინა ქალაქის ცენტრი და ეცხოვრა და ემუშავა კომფორტულ გარემოში, სამუშაოსთან ახლოს.

გაიგეთ მეტი ამერიკული ისტორიის ფორმირებაზე, თქვენი დეტროიტში მოგზაურობის დროს!

მიუხედავად იმისა რომ ქალაქს ქვეყნის ინდრუსტიულ გეგმაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უკავაია, დეტროიტი ასევე მდიდარია ხელოვნებით და კულტურის დარგებით. თქვენი ტური შეგიძლიათ დაიწყოთ ცენტრალური ბიზნეს-ციკლით, სადაც არის People Mover, თავისებური მეტროპოლიტენი ღია ცის ქვეშ. ასევე საინტერესოა ეწვიოთ დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტს, რომელიც მდებარეობს Farnsworth ავენიუსა და კირბი-სტრიტს შორის და ითვლება მსოფლიოში ულამაზეს მუზეუმებს შორის, სადაც შეიძლება დატკბეთ მატისის, რემბრანტის, პიკასოს და ვან გოგის შემოქმედებით. ასევე ნუ გაუშვებთ შანსს არ იხილოთ დიეგო რივერას კედლის მხატვრობა და არ ეწვიოთ The Detroit Industry.

დეტროიტში არსებული უამრავ საინტერესოთა შორის აუცილებელია გამოიყოს მუზეუმი Motown, აშშ-ს ძველი Hitsville, სადაც მაიანა როსმა, გაი და სტივ უანდერებმა ჩაწერეს თავისი პირველი მუსიკალური ნამუშევრები, საიდანაც მიიღეს დიდი აღიარება.

და რა თქმა უნდა როგორც ამერიკის უმრავლეს მსხვილ ქალაქებში, დეტროიტშიც არ იგრძნობა ცათამბრჯენების ნაკლებობა. ალბერტ კანის მიერ 1928 წ-ს დაპროექტებული Fisher Building ითვლება აშშ-ს კომერციულ შენობათ.