contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ფრანკფურტი – ევროპული ფინანსების დედაქალაქი.

გერმანია ყოველ წლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს, ქალაქებს რომელთა შორის ჭარბობს მნახველები აღნიშვნის ღირსია ქალაქი ფრანქფურტი, განლაგებული მდინარე მაინზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, საიდანაც მიიღო კიდეც ქალაქმა სახელწოდება. ფრანქფურტს, შეიძლება ითქვას რომ აქვს ყველა ის თვისება რომელიც ახასიათებს ეკონომიკურად მაღალ განვითარებულ ქალაქებს და აქვე ეს ყოველივე ფანტასტიურ რეალობაში შეთავსებულია შუა საუკუნეების არქიტექტურა-კულტურა-ტრადიციებთან.

მაინის ფრანკფურტი ანუ როგორც გერმანელები ირონიულად ბანკფურტსაც კი ეძახიან წარმოადგენს ევროპული ფინანსების დედაქალაქს, სადაც განლაგებულია გერმანიისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მნიშვნელოვანი საფონდო ბირჟები.

ის ცათამბრჯენებით გადატვირთული, ერთი შეხედვით კოსმოპოლიტური მეგაპოლისია, სადაც ცხოვრობს 180 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი და უცხოელი მოქალაქეები შეადგენენ ქალაქის 25%-ს. უფრო დაწვრილებით შესწავლის შემთხვევაში, აქ შეიძლება დაინახოთ ძველსა და ახალს შორის  დიდი კონტრასტები, მაგრამ ამ ყველაფრის ერთ მთლიანში შერწყმა ხდის მას უფრო უნიკალურს. ფრანქფურტი ასევე გახლავთ გოეთეს სამშობლო და კულტურის წინაშე აქვს დიდი ვალდებულება, რაც გამოიხატება კიდეც მრავალ რიცხოვან მუზეუმებში. როგორც გერმანიის უმრავლეს ქალაქებმა ასევე ფრანქფურტმაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიიღო უდიდესი დანაკლისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალაქმა შესძლო ისევ აღდგენა და შემოინახა თავისი ისტორიული უნიკალური ხიბლი.

ქალაქის ღირსშესანიშნაობათა სიას სათავეში უდგას შესანიშნავად შემონახული ალშტადტი ანუ ძველი ქალაქი. დაიწყეთ რომერბერგის ტაძრით, რომელსაც ჟამთა სვლამაც კი ვერაფერი დააკლო და  შემდეგ კი გაემართეთ  ამ მომხიბლავი რაიონის უფრო დაწვრილებით გამოსაკვლევად. ფრანქფურტი ცნობილია თავისი მუზეუმებით, რომელთა უმრავლესობა განლაგებულია მდინარე მაინის გასწვრივ. ბიზნეს ლანდშაფტის სწრაფ  განვითარებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ფრანქფურტში მთელი წლის განმავლობაში, წელიწადის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება მოიძიოთ საინტერესო კულტურული ღონისძიებები.

დაუბრუნდით რეალობას და შეისწავლეთ ულამაზესი ქალაქის, ევროპის ფინანსური დედაქალაქის – მაინის ფრანქფურტის საინტერესო წახნაგები!

თუ ექსკურსიას დაყოფთ სამ ეტაპად, შეიძლება პირეველი ეტაპი იყოს უბანი,  რომელიც 70 სართულიანი ცათამრჯენებით არის გადატვირთული, ყველაზე მაღალი წერტილიდან შეიძლება დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით. აქვე არის განლაგებული ეგრთ წოდებული ცაილი, სადაც კონცენტრირებულია ძირითადი სავაჭრო ცენტერბი, რაც ამ შუშისა და ლითონის ცათამბრჯენებს ანიჭებს განსაკუთრებულ სიდიადეს.

მოგზაურობის მეორე ეტაპი იქნება ქალაქის მუზეუმების ნახვა, რომელთა უმეტესი ნაწილი განლაგებულია მდინარე მაინის სანაპიროზე, რამაც მისცა კიდეც სახელწოდება – მუზეუმების სანაპირო. ეს ბრძნული გადაწყვეტილებაა, სამუზეუმო სივრცის ასეთი მოწყობა – მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

და ბოლოს ვიზიტის დამამთავრებელ ფაზაში ეწვიეთ ქალაქის ღამის გასართობებს, რომლებიც საკმაოდ მდიდრულად წარმოადგენს ქალაქს. მდინარე მაინის სანაპიროზე უამრავი ღამის ბარები და რესტორნებია, სადაც ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მხიარულად გაატაროს დრო და დააგემოვნოს უგემრიელესი გერმანული ლუდი.