contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




გომელი – ხელშეუხებელ ბუნებაში ჩაძირული, ბელორუსიის მარგალიტი.

გომელის ოლქი, განლაგებული ბელორუსიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, იყოფს საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან. ამ რეგიონის ფართობი ითვლის 40400 კვ.კმ-ს, რაც შეადგენს მთელი ტერიტორიის ერთ მეხუთედს. ბოლო მონაცემებით ამ ოლქში ცხოვრობს 1438300 კაცი, აქედან დაახლოებით ნახევარი მილიონი ცხოვრობს მის ადმინისტრატიულ ცენტრ – გომელში.
კლიმატი საკმაოდ კონტინენტურია, აღინიშნება ცხელი ზაფხული და რბილი ზამთარი. რეგიონი იკვეთება რამდენიმე მდინარით, რომელთა შორის აღსანიშნავია სანაოსნო მდინარეები დნეპრი, სოჟი, ბერეზინა და პრიპიატი.
როგორც ბელორუსიის დედაქალაქი და ბევრი სხვა ქალაქი, ასევე გომელიც ძლიერ დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა შეუწყვეტელი დაბომბვების შედეგად განადგურდა ათასობით სამრეწველო დაწესებულება, ელექტრო სადგური და 1000-ზე მეტი სოფელი. ამ გამანადგურებელი შეტვების შედეგად გომელის თითქმის 80% მტლიანად განადგურდა. უდიდესი შრომისა და ქალაქის მოსახლეობის ძალისხმევით, სახელმწიფომ ომის შემდომ პერიოდში, გეგმაზომიერად თითქმის ფერფლიდან აღადგინა ქალაქი.

დღევანდელ დღეს გომელი და მისი ოლქი გვევლინება საინტერესო ადგილად, შესანიშნავი ბუნებითა  და საინტერესო ღირსშესანიშნაობათა ერთობლიობით. აქ არის სამი კულტურისა და დასვენების პარკი, ორი დიდი ზოოპარკი ჟლობინაში, ბევრი ისტორიული და კულტურული ძეგლი, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1360,  მრავალი არქეოლოგიური ძეგლი. რეგიონი არ განიცდის მუზეუმების ნაკლებობასაც, რომელთა შორის აღსანიშნავია გომელის საოლქო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და ორი: ისტორიული და თანამედროვე საოლქო გალერია.

ეწვიეთ  გომელის ბრწყინვალე ღირსშესანიშნაობებს და ბუნებრივ ზონებს და მიიღეთ დაუვიწყარი გამოცდილება!

ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში შენდებოდა შესანიშნავი სასახლე რუმიანცევ – პასკევიჩების მიერ, თავისი ულამაზესი პარკით, სადაც დემონსტრირდება კლასიკური არქიტექტურის შეუდარებელი მაგალითები.

გომელთან ახლოს მდებარეობს ნაციონალური პარკი პრიპიატი,  სადაც აღმოვაჩენთ მართლაც არაორდინალურ ლანდშაფტებს. ეს მართლაც პლანეტაზე უნიკალური ადგილია, სადაც შემორჩენილია პირველყოფილი მუხის ჭალები. პარკს უკავია 75000 ჰა ფართობი და მოითვლის 30-ზე მეტ ტბას, მოედინება პატარა მდინარეები,  დასახლებულია სხვადასხვა ცხოველთა სახეობებით და დიდი რაოდენობით იშვიათი სახეობის ფრინველებით: შავი ყარყატი, ზარნაშო, ნაცრისფერი წერო და სხვა. არის შესაძლებლობა ჩავატაროთ ეკო-ექსკურსიები, პრიპიატში ტურისტების სურვილის მიხედვით შეიძლება ასევე რომანტიული მოგზაურობების მოწყობა.

ამ მხარეში დასვენების მსურველთათვის წარმოდგენილია სამი სანატორიუმი, ბევრი სასტუმრო სახლი და დასვენების ცენტრი, სტუდენტური სანატორიუმები და პროფილაფტორიუმები, ასვე 29 საზაფხულო ბანაკი.

ქალაქში და მთელ რეგიონში კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და სტუმართა განკარგულებაშია სხვადახვა კატეგორიის უამრავი სასტუმრო.