contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ჰელსინკი – ქალაქი მსოფლიოში, სადაც ცხოვრება მშვენიერია!

მართლაც ჯობია იცხოვრო ჰელსინკში, ვიდრე  თითქმის მთელ მსოფლიოში სადმე სხვაგან. ეს არ არის ხმაურიანი განცხადება არამედ გამოქვეყნებულია პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალ „მონოკლში“, მსოფლიოს 25 ქალაქის ყოველწლიურ ცხოვრების  დონის რეიტინგში . მას შემდეგ რაც ის რამდენიმე წლის მანძილზე ირიცხებოდა მეხუთე ადგილზე, გააკეთა მნიშვნელოვანი ნახტომი და უკან მოიტოვა ციურიხი და კოპენჰანგენი, დამსახურებულად აღმოჩნდა პირველ ადგილზე ცხოვრების დონის მიხედვით. ამის კვალდაკვალ 2012 წელს ჰელსინკი გახდა დიზაინის ევროპის დედაქალაქი.

ჰელსინკი – ფინეთის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია 600 000 მცხოვრებით. ქალაქი თავის დამთვალიერებლებს სთავაზობს უამრავ ღირსშესანიშნაობებს, რომელთა შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.

ხელოვნების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ ხელოვნების მუზეუმ „ატენეუმს“, რომელიც გახლავთ ფინეთში უმნიშვნელოვანესი მუზეუმი, სადაც გამოფენილია 20 000-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს ისეთი სახელოვანი სახელები როგორებიცაა: აქსელი გალენ-კალელა, ჰუგო სიმბერგი და ალბერტა ედელფელტა ან მუნკი და ვან გოგი.
ტურისტების  განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გროვდება „კაუპპატორის“ ბაზრის მოედანზე, რომელიც ქალაქის სახასიათო ადგილია და შესაძლებელია განსაკუთრებულ ადგილობრივ ატმოსფეროს შეუერთდეთ. აქ არის ბევრი სტენდი და პატარა დახლი, სადაც შესძლებთ ადგილობრივი სამზარეულოს დაჭაშნიკებას. მოედნის ცენტრში კი წამოჭიმულია გრანიტის ობელისკი, რომელიც ეძღვნება მეფე ნიკოლოზ I და დედოფალ ალექსანდრას.

ძალიან საინტერესო და სახასიათოა „ტემპელიაუკიოს“ ეკლესია, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო მისი გუმბათი ეყრდნობა მრავალრიცხოვან ფანჯრებს.

აქ ასევე შეძლებელია ეწვიოთ მიძინების ტაძარს, რომელიც დასავლეთ ევროპაში წარმოადგენს უდიდეს ბიზანტიურ სტილში შექმნილ მართლმადიდებლურ ტაძარს – მშვილდის ფორმის, თოთხმეტი ოქროს გუმბათით.

ეწვიეთ ჰელსინკს და მის კუნძულებს, განიცადეთ ჩრდილოეთის დედაქალაქის გამორჩეული ხიბლი.

რეალურად ჰელსინკში ნამდვილი ტბები არ არსებობს, მაგრამ არის უამრავი დიდი თუ პატარა კუნძული, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით და ბორნებით. ორი ყველაზე დიდი და პოპულარული კუნძულია სუომენლინა და სეურასაარი. ბაზრის მოედნიდან სუომენლინამდე ბორნით შეიძლება 20 წუთში მიხვიდეთ.  ფაქტობრივად ის წარმოადგენდა კუნძულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც იცავდა ქალაქს მტრის შემოსევებისაგან. ციხე სუომენლინა თავის მხრივ შესდგება მრავალ რიცხოვანი პატარა კუნძულებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხედებით და შესაძლებელია ფეხით გასეირნება. კუნძულზე თითქმის არ არის მანქანები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების ავტომანქანას. სუომენლინა არის ფინელი ახალგაზრდების საყვარელი ადგილი, რომლებიც ზაფხულის თბილ დღეებში აქ აწყობენ პიკნიკებს. ზამთარი აქ საკმაოდ ცივია და როცა ზღვა იყინება კუნძულამდე შესაძლებელია ფეხითაც მიხვიდეთ.

ასევე კუნძულ სეურასაარმდეც შესაძლებელია 20 წთ-ში მიხვიდეთ. აქ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის და კუნძული წარმოდგენილია როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც დემონსტრირებულია ფინეთის სხვადახვა მხარეს მოპოვებული სახლები და ნავები.