contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ჰიუსტონი – ჭეშმარიტად დიდი ინტერესების ამერიკული ქალაქი

ჰიუსტონი, განლაგებულია  ჰარისის საგრაფოში და ტეხასის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია  დაახლოებით ორი მილიონი მოსახლით. ქალაქის თანამედროვე ისტორიის თანახმად მისი ორგანიზაცია ეფუძნება მის ეკონომიკურ სიძლიერეს, რაც აისახება ამ სფეროს სწრაფ განვითარებაზეც. ჰიუსტონი იქნა დაარსებული 1836 წ-ს ძმებ ალენების მიერ და მის ძლიერ მხარეებად შეიძლება აღინიშნოს ნავთობის წარმოება, ავია მშენებლობა და ნასა. ასევე ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო პორტს. ყოველწლიურად ქალაქს მილიონობით სტუმარი სტუმრობს, რომელიც დამთვარიელებლებს იზიდავს: მუზეუმების სიმრავლით, მსოფლიოში მოწინავე არქიტექტურული კომპოზიციებით და ტექნოლოგიებით.

თუ თქვენ ჰიუსტონში ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, მაშინ ეფექტური იქნება აიღოთ ჰიუსტონ CityPass, რომლითაც თქვენ მიიღებთ  ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობათა საშვს. ამ გზით თქვენ შესძლებთ დაზოგოთ ტეხასის გასართობებისა და პარკების შესასვლელი ბილეთების ღირებულების 40%.

ასევე თქვენ შესძლებთ კოსმოსურ ცენტრ ნასაში  შეღწევას, ეს არის დედამიწაძზე ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაემგზავროთ კოსმოსში. აქ წარმოდგენილია შემეცნებითი გამოფენები და ღირსშესნიშნაობანი რომლებსაც  როგორც მოზრდილთათვის ინფორმაციული და  ბავშვებისათვის გასართობი სახე აქვს მიცემული.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდში ყოფნის  საინტერესო გამოცდილება და პირადად შეიგრძნოთ და გადაიტანოთ ის ემოციები რაც ხდება ჩაკეტილ კოსმოსურ კაფსულაში. აქვეა გამოფენები და ინტერაქტიური არეალი რომელიც წარმოგიდგენთ  ძალიან მაღალ სიმაღლეზე ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს. ერთი სიტყვით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ჰიუსტონში მოგზაურობისას დაიტვირთეთ ახალი შეგრძნებებით და აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო სამყარო!

აუცილებლად ღირს ეწვიოთ ცენტრალურ აკვარიუმს და საბავშო მუზეუმს ჰიუსტონში. და ვისაც სურს დროის გატარება ღია ცის ქვეშ და სურს უზრუნველყოს გართობით თავისი შვილები, შეუძლიათ გაემგზავრონ Buffalo Bayou Park-ში, სადაც შესძლებთ აღმოაჩინოთ 52 მილი საველოსიპედე გზა ან ნავით გაისეირნოთ პარკში არსებულ მდინარეზე. ერთერთი ყველაზე შესანიშნავი სანახავია 250 ათასი ღამურას აფრენა ხიდ Waugh-დან, რომელსაც ღამურები ტოვებენ შებინდებისას.

 

კულტურის მოყვარულთათვის ჰიუსტონი წარმოადგენს უამრავ მუზეუმებსა და კულტურის ცენტრებს. ამ კუთხით ყველაზე საინტერესოს წარმოადგენს ჰიუსტონის მუზეუმების უბანი, სადაც დღევანდელ დღეს განლაგებულია 18 მუზეუმი. ყველაზე საინტერესოდ ითვლება 1987 წ-ს გახსნილი, პალეოლიტის დასაწყისიდან დღემდე წარმოდგენილი 160 ათასიან რეკვიზიტიანი კოლექცია Menil.

 

Armand Bayou Nature ცენტრი წარმოადგენს უდიდესს ბუნებრივ ნაკრძალს აშშ-ში, სადაც წარმოდგენილია 2500 ჰა დაჭაობებული ტყის მასივები და მინდვრები. აქ შეიძლება დატკბეთ 350 სახეობის ფრინველის, ძუძუმწოვრბის, რეპტილიების და ამფიბიების ნახვით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ობობათა, გველების, შევარდნების და ბიზონების გამოფენები.