contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ჯექსონვილი – ფლორიდის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი

ჯექსონვილი გახლავთ ფლორიდის შტატის, დიუვალის მხარის დედაქალაქი და შტატის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 800 ათასი მოსახლით. ატლანტის ოკეანიდან  განლაგებულია სულ რაღაც რამდენიმე კმ-ში, ქალაქის გარეუბნები ემიჯნება აყვავებული მცენარეებით, მასიურ სიმწვანეში ჩაფლულ ჯექსონვილ-ბიჩს, რომელიც ქალაქს ყოველ დღიურად უზრუნველყოფს სუფთა ჰაერით, რაც ქალაქს ქმნის ტურიზმისათვის იდეალურ ადგილად, როგორც ისტორიული ასევე რეკრიაციული დასვენების თვალსაზრისით.

ქალაქიდან სულ რაღაც რამდენიმე კმ-ში შესაძლებელია მოხვდეთ ზოოპარკში და ისტორიულ ძეგლებში, ისიამოვნოთ მიმდებარე პლაჟებით და შეიგრძნოთ ესპანური, ფრანგული და ამერიკული სტილის შენობების თავისებური ატმოსფერო. ქალაქს კვეთს მდინარე წმინდა იოანე, რომლის ორივე მხარეს შეიძლება მოიძიოთ ისეთი ადგილები როგორებიცაა Cummer ხელოვნების მუზეუმი და სანაპიროს გასწვრივ, პირდაპირ რივერსაიდ ავენიუზე მდებარე ბაღები.

ქალაქის ექსკურსიის დროს ღირს მიაქციოთ ყურადღება Kingsley Plantation-ს ფორტ-ჯორჯში, სადაც შემონახულია 1600 წ-ის ბოლოთი დათარიღებული ნაგებობები. აქ არის პლანტაციებში განლაგებული ფერმები, რომლებიც ითვლება ქვეყანაში ყველაზე ძველებად, ასევე შესანიშნავ მდგომარეობაშია შემონახული მონების ნახმარი უამრავი ფაცხა. ამავდროულად ისტორიული პარკი „პაბლო“ ეძღვნება რეგიონის კოლონიზაციის დროს გამოყენებული რკინიგზის ისტორიას. აქ შესაძლებელია აგრეთვე ნახოთ ისეთი ორიგინალური კონსტრუქციები, როგორებიცაა რკინიგზელთა სახლები და ველური დასავლეთის ეპოქის საფოსტო განყოფილება, ხოლო Railroad Memorabilia მუზეუმში შემონახულია 1911 წ-ს შექმნილი ლოკომოტივის ძრავა.

ჯექსონვილში მოგზაურობისას აღმოაჩენთ ამერიკის ისტორიიდან ბევრ საინტერესო ფაქტს!

ჯექსონვილში შეიძლება ეწვიოთ სხვადასხვა ბუნებრივ ზონას და ზოოპარკს, სადაც წარმოდგენილია 1000-ზე მეტი იშვიათი და ეგზოტიკური ცხოველი. მაგალითად ზოოპარკ „პკვი“-ში  წარმოდგენილია ინტერაქტიური ექსკურსიების უნიკალური შესაძლებლობა ცხოველების სიახლოვეს და პრიმატებზე და ტიპიურად ამ რეგიონის ცხოველებზე მიძღვნილი თემატური განყოფილებები. Catty Shack არის Starratt-როუდის ნაკრძალი, რომელიც  მთლიანად ეძღვნება დიდ კატებს, სადაც შესაძლებელია კვალში მივყვეთ ამ უნიკალური ცხოველების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს – მათი კნუტების ძუძუთი კვებამდე.

ლუდის მოყვარულები არ გაუშვებენ ჯექსონვილის Brewery ტურის შანსს, სადაც შესაძლებელია დააკვირდეთ სახელოვანი Budweiser ლუდის წარმოების სხვადასხვა პროცესებს, ნედლეულიდან დაწყებული დუღილის პროცესამდე და ბოთლებში ჩამოსხმის მომენტამდე. წარმოების პროცესის დაკვირვების შემდეგ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ კიდეც გემრიელი ლუდი.

სპორტის მოყვარულები კი გაიხარებენ ეწვიონ ქალაქის უზარმაზარ სტადიონს და მიიღონ დიდი სიამოვნება ამერიკულ ფეხბურთში „ჯექსონვილელი იაგუარების“ თამაშით. ამ უზარმაზარი სტადიონის სტრუქტურა რეკონსტრუირებული იქნა 1993 წელს და დღევანდელ დღეს 70 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.