contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




კანზას-სიტი – ყველაფერი რაც შეიძლება ინახოს მისურის შტატის დიდ ქალაქში

ამერიკის შტატი მისურის სახელწოდება მოდის სიუს ტომის ინდიელებისაგან, რაც თარგმანში ნიშნავს კანოეს. შტატის ყველაზე მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი კანზას-სიტი 450 ათასი მცხოვრებით, რომლის მოსახლეობა კანზასის შტატში მდებარე ნაწილის ჩათვლით მილიონ ნახევრამდე აღწევს. სინამდვილეში ქალაქს უწოდებენ ორმაგ მეტროპოლიას, რადგან ის იყოფა ორ ქალაქად და მიეკუთვნება ორ სხვადასხვა შტატს, ასევე იყოფა ორი სახელ მოზიარე მდინარეებით მისური და კანზასი.

ქალაქის ისტორია იწყება 18-ე საუკუნის დასაწყისიდან, პირველი ევროპელების – ეტიენ დე ვენიარის და სერ დე ბორგმონტის ამ მიწებზე, მდინარე მისურის ქვემო ნაწილში გამოჩენიდან. წლების შემდეგ, დადებითი იმპულსის დამთავრების და დამოუკიდებლობის მოძრაობაში გაერთიანების შემდეგ, როგორც სხვა ამერიკული ქალაქებისათვს, კანზას-სიტისათვისაც დაიწყო მტკინვეული სამოქალაქო ომის პერიოდი, სისხლიანი ბატალიები და დისკუსიები რიგ კონფედერანტებს შორის. უკვე ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში კანზას-სიტიში დაიწყო ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარება, რამაც ის მიიყვანა ზრდის საკმაო მასშტაბებამდე. ეს პერიოდი დაემთხვა 20-ე საუკუნის დასაწყისს, რაც  ასევე ჯორჯო კესლერის პროექტების წყალობით ქალაქის არქიტექტურულ ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული, რომელმაც შეცვალა ქალაქის ცენტრი, სადაც განალაგა ფართო ბულვარები და საზოგადოებრივი პარკები.

შესანიშნავ ქალაქ კანზას-სიტიში მოგზაურობისას შეისწავლით  შორეული დასავლეთის  კონტრასტებთან და პეიზაჟებთან დაკავშირებულ კავშირებს.

თქვენ არ გჭირდებათ ბევრი ფანტაზია, რომ დაუყონებლივ შეიგრძნოთ და გაიგოთ კანზას-სიტის მუდმივი მიმზიდველობა, რომელსაც თავისი აქტიური ცხოვრებით, შესანიშნავი ინგლისური პარკებით, ბულვარებით, შესანიშნავი მეზეუმებით და დახვეწილი სილამაზის საზოგადოებრივი შენობებით არ შეუძლია რომ არ მოგხიბლოთ.

ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში, რომლებიც გადის მდინარე მისურის სანაპიროზე. შეიძლება ნახოთ დიდი ბაზარი, სადაც წინათ იყო სავაჭრო რაიონი Westport Landing. მაგრამ თუ წინათ აქ იყო აგურის საწყობები, დღეს აქ ვერ ვიტყვით რომ სამოცდათიანი წლების სტილის  მიმზიდველი რესტორნების დეფიციტია, იქ სადაც ოცდათიან წლებში იყო საქალაქო ბაზარი, ახლა გრძელ რიგში წარმოდგენილია მაღაზიები, მრავალფეროვანი ასორტიმენტის კიოსკები.

აქვეა საინტერესო მუზეუმი „არაბული თბომავალი“, რომელიც გაკეთეულია 1865 წ-ს ჩაძირული გემისაგან.

ასევე ღირს ეწვიოთ კანზას-სიტის მუზეუმს, რომელიც 19-ე საუკუნის ვილაში, ქალაქის პრესტიჟულ რაიონშია განლაგებული და აქ 50 დარბაზში, ქალაქის ევოლუციის შესახებ პროცესებზე,  ბეწვის პატრა გადამამუშავებლიდან უდიდესს რკინიგზის და სასოფლო-სამეურნეო ცენტრად გადაქცევამდე საინტერესო გამოფენებს გვთავაზობს.

მნიშვნელოვანი მუზეუმების რიცხვში ღირს ეწვიოთ სათამაშოების ნაციონალურ და მინიატურების მუზეუმებს, რომლებიც განლაგეულია ოუკ-სტრიტისა და 52-ე ქუჩას შორის, სადაც წარმოდგენილია ძველი სათამაშოების საუცხოო კოლექციები.