contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ქუთაისი – იდუმალი ისტორიის მქონე ანტიკური ქალაქი და ცნობილი ოქროს საწმისის სამშობლო.

ქუთაისი წარმოადგენს ანტიკური პერიოდის გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქს, დღევანდელი იმერეთის რეგიონის ცენტრს და ასევე საქართველოს მასშტაბით არის მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ. ქალაქს უკავია 65 კვ.კმ ფართობი და ითვლის დაახლოებით 186 000 მოსახლეს. ქალაქი განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის  ორივე  სანაპიროზე, დამთვარიელებელთა თვალში ისახება ულამაზესი პეიზაჟები.

ქალაქის დაარსება თარიღდება დაახლოებით 3500 წლის წინ და უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას, როცა  ჩამოვიდნენ იაზონი და არგონავტები სახელოვანი ოქროს საწმისის ძიებაში.

მეათე საუკუნეში გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III,  ქუთაისი გამოაცხადა გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქად და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ააშენა ულამაზესი ბაგრატის  ტაძარი.  რომელიც წამოჭიმულია მთაზე, საიდანაც იშლება ქალაქის ლამაზი ხედები და გვევლინება როგორც ერთერთი წმინდა ადგილი. სამწუხაროდ 2012 წ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ შუა საუკუნეების არქიტექტურიდან ცოტა რამ თუ შემორჩა.

ქუთაისი როგორც გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი 124 წლის განმავლობაში იყო, ვიდრე 1122 წ მეფე დავით აღმაშენებელმა არ გაანთავისუფლა თბილისი არაბი დამპყრობლებისაგან და დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა.
ქუთაისის ღირშესანიშნაობათა შორის აღსანიშნავია პრომეთეს მღვიმე, სადაც ძალიან საინტერესო სანახაობა წარმოგვიდგება. ეს სახელწოდება სათავეს იღებს  ლეგენდიდან, რომლის მიხედვით თითქოს  მითოლოგიურმა ღმერთებმა პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის ქედზე – ხვამლის მთაზე, რადგან პრომეთემ მათ ცეცხლი მოსტაცა და ჩამოუტანა ადამიანებს. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტალაქტიდები და სტალგმიტები, ტბები, წყალქვეშა მდინარეები, ჩანჩქერები და სხვადსხა წარმონაქმნები კლდეზე.
ასევე ქუთაისში მდებარეობს გელათის მონასტერი, რომელიც დაგვაბრუნებს შუა საუკნეების აკადემიის გარემოში. ეს კომპლექსი აგებულია მეფე დავით აღმაშენებლის შეკვეთით, აქ მუშაობდნენ იმ დროის უდიდესი თეოლოგები და ფილოსოფოსები. აქ შეიძლება ნახოთ ძალიან კარგად შემონახული XII –  XVII საუკუნის ფრესკები.

მოწამეთას მონასტერი განლაგებულია ქალაქიდან მოშორებით, წყნარ ადგილას, შესანიშნავ ბუნებაში – მაღალ მთებს შორის. სიდიდთ და შემონახული ფრესკების მიხედვით გელათის კომპლექსს ვერ შეედრება მაგრამ გვხიბლავს თავისი ადგილ მდებარეობით: ჩაფლულია კლდეებსა და თავბრუდამხვევ კანიონებს შორის, ზედ თოვლიანი კავკასიონის პირას.

თავად ქუთაისი მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზათა გადაკვეთაზე და წარმოადგენს სამოგზაუროდ იდეალურ სასტარტო პუნქტს. აქ მოხვედრას აადვილებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ხორციელდება უამრავი საერთაშორისო რეისები.

ცენტრიდან მოშორებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პარლამენტის შენობა, რომელიც გადაწყვეტილია თანამედროვე მოდერნისტულ სტილში, ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ.

ასევე ნახეთ:
ბათუმის შესახებ