contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლარნაკა – ბუნებრივი სილამაზის, კრისტალურად სუფთა ზღვის და მომხიბვლელი ისტორიის მქონე ქალაქი

კუნძულ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე განლაგებული ლარნაკა გვევლინება, როგორც ტურისტული მიმართულებით ძალზე მოთხოვნადი და აქტუალური პატარა ქალაქი,  ის დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს სთავაზობს შესანიშნავ პლაჟებს,  ზღვისა და სპორტის საწყლოსნო სახეობათა მოყვარულებს აქვთ გართობისა და დასვენების შესანიშნავი პირობები. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 145 000 მცხოვრებია. ლარნაკას ქონება მარტო ზღვით არ შემოიფარგლება,  ასევე ულამაზესი ბუნება და საინტერესო ღირსშესანიშნაობანი, რამე თუ აქ იყო შეხამებული ძველი ისტორია და კულტურა. ქალაქის მახლობლად არის პატარა ტბა, სადაც იზამთრებენ გადამფრენი ფრინველების სხვადასხვა სახეობები და ზაფხულის პერიოდში ის იფარება მზეზე ბრწყინვალე მარილის ულამაზესი თეთრი ქერქით.

ასწლეულების მანძილზე ლარნაკამ უამრავი ნგრევა და ომი გადაიტანა. ქალაქმა დღევანდელი სახელწოდება მიიღო ბიზანტიის  დომინირების პერიოდში. ლარნაკას აქტიური განვითარება დაიწყო 1373 წლიდან, როცა ქალაქი დაპყრობილი იქნა გენუელების მიერ. მაშინ იქნა აგებული ქალაქის პორტი სკალა, რომელიც დღევანდელ დღეს წარმოადგენს ქალაქის სიმბოლოს, რომელიც გარშემორტყმულია პალმების ხეივნით და თანამედროვე კაფე – რესტორნების ხაზით.
ლარნაკას შეუძლია თავის დამთვარილებლებს შესთავაზოს ბევრი რამ. აქ შეიძლება უბრალოდ ისეირნოთ პატარა,  დაკლაკნილ ქუჩებში და აღმოაჩინოთ დიდი რაოდენობით ხელით ნაკეთობათა სახელოსნოები, მოგეჩვენებათ თითქოს და მათთვის დრო შეჩერებულია. ცენტრთან ახლოს შეგიძლიათ ნახოთ შესანიშნავი ეკლესია სან-ლაზარო, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ააშენა და ის ამ მომენტისათვის ბიზანტიური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშია მთელ კვიპროსზე.

ტბის მახლობლად აღმართულია მეჩეთი „ხალა სულთან ტაკკე“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია მუსულმანური მოსახლეობისათვის. აქ არის უმმ ჰარამის საფლავი, რომელიც ლეგენდის თანახმად წინასწარმეტყველ მუხამედის მამიდას ეკუთვნის.

დაისვენეთ  ლარნაკაში – ზღვის, ხელოვნებისა და ისტორიის ჰარმონიაში!

ლარნაკას ხიბლი მართლაც უდიდესია, აქ მიღებული რელაქსაცია შეუძლებელია შეადაროთ რაიმე სხვას. სხვადასხვა კვარტლებში მიმავალი თვალწარმტაცი ქუჩები მიგიყვანთ ადგილობრივ ტავერნებთან, სადაც შეიძლება დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს ტიპიური კერძები, ფეხით მოსიარულენი კი აქ უამრავ საინტერესოს აღმოაჩენენ.

პალმებით აღჭურვილი ბულვარი მიუყვება სანაპიროს და აქცენტირებულია ტურისტებსა და იახტსმენებზე, ერთი სიტყვით ეს არის ქალაქის ყველაზე ცოცხალი და მხიარული ადგილი.

მაგრამ აქვე შეგიძლიათ შეარჩიოთ მშვიდი და მყუდრო ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება ხმელთაშუა ზღვის პეიზაჟებით.

ტურისტებისათვის საინტერესო ინფორმაცია შეიძლება იყოს ლარნაკას სასტუმროების საუკეთესო კომფორტი და მომსახურეობის უმაღლესი დონე. როგორც წესი პლაჟები მთელს კუნძულზე საერთო-სახალხოა. აქ შეიძლება დაკავდეთ საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობებით, პირდაპირ პლაჟზე მდებარეობს დაივინგ – კლუბები.

აღსანიშნავია რომ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები შაბათს, დღის მეორე ნახევარში და კვირას ისვენებენ.