contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლას-ვეგასი – ეს გაცილებით მეტია ვიდრე დიდი სათამაშო მოედანი ზრდასრულთათვის

ლას-ვეგასის ხიბლი ხდება ხშირად მთელი მსოფლიოდან მნახველების მოზიდვის მიზეზი. ღამის ცხოვრების ბრწყინვალება, თამაშებისაგან მიღებული აღგზნებადობა, ყოველი მხრიდან მოდური მაღაზიები, თანამედროვე ბუტიკები და ფეშენებლური სასტუმროები, ასევე მხატვრული გალერიები და ჰაი კლასის კლუბები, ქმნიან თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს.

ამ ქალაქში გიპყრობთ დროის არ არსებობის შეგრძნება, 24 სთ-იანი კაზინოების ღამის ცხოვრების ორომტრიალში, დილამდე შეგიძლიათ ისე გაატაროთ დრო, რომ ვერც კი გაიგოთ დღე არის თუ ღამე. ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ, ბარის მყუდრო ტერასაზე კოქტეილის წრუპვისას ან ქუჩაში სეირნობისას შეიძლება შეხვდეთ ცნობილ ადამიანებს და ყოველდღიური რუტინული ცხოვრებიდან,  წამიერად შეუერთდეთ მსოფლიო კლასის ვარსკვლავების ცხოვრებას.
უნდა ვაღიაროთ რომ ლას-ვეგასი ყველაზე მეტად აღიარებულია როგორც ერთი დიდი სათამაშო მოედანი მილიონერებისათვის, სადაც ჰაი კლასის კაზინოები ღიაა 24 სთ დღეში, მთელი წლის განმავლობაში. ბევრ მათგანში ასევე გთავაზობენ ბლეკ-ჯეკის ან სხვა სამაგიდო თამაშების უფასო გაკვეთილებს. აქ არა მარტო ღამის გასართობებია არამედ მთელი დღის განმავლობაშიც დასვენების  უამრავი საშუალებებია. თქვენ შეგიძლიათ გაიღვიძოთ დილით ან სადილობისას და ბუფეტში მიირთვათ შამპანური, გაირუჯოთ აუზზე ან გაისეირნოთ მომხიბლავ ქალაქში, შეხვიდეთ საინტერესო მუზეუმებსა და სხვა ადგილებში. ერთი სიტყვით ღამის გასართობების გარდა მთელი დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო გელოდებათ, ლას-ვეგასში მოგზაურობით თქვენ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.

 

20-ე საუკუნის შუა წლებიდან როცა მის ქუჩებში დასეირნობდნენ ფრენკ სინატრა, მერლინ მონრო და ელვის პრესლი ლას-ვეგასი გაიზარდა და შეიცვალა. დღევანდელ დღეს ლას-ვეგასი წარმოადგენს იდეალურ ადგილს დასასვენებლად წლის ნებისმიერ დროს, სადაც ყოველ წელს ყველაზე დიდ ღონისძიებად რჩება შობა და ახალი წელი.

 

უნდა აღინიშნოს რომ ქალაქი გთავაზობთ მუზეუმებისა და გალერიების დიდ არჩევანს. ბალაჯიოს სახვითი ხელოვნების გალერია გთავაზობთ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს ყველა დროის გამოჩენილი ოსტატებისას, როგორებიცაა პაბლო პიკასო, ენდი უორჰოლი და სხვა. გამოფენები არის პერიოდული ხასიათის და ხელმისაწვდომია როგორც სხვადასხვა ამერიკული მუზეუმებისათვის ასევე პრესტიჟული საერთაშორისო კოლექციებისათვის.

 

ისტორიულ მუზეუმების დათვალიერებისას თქვენ აღმოჩნდებით იმ ისტორიულ ადგილებში სადაც მაფიოზური სამყაროს ცნობილი განგსტერებია ნამყოფი. ეს უცნაური მუზეუმი ძალიან განსხვავდება სხვა ცნობილი მუზეუმებისაგან და იწვევს სხვა ყველაფრისაგან შეუდარებელ ინტერესს.

ლას-ვეგასის ბუნებისმეტყველების მუზეუმი იდეალური ადგილია მათთვის ვინც დაინტერესებულია ამოხსნას ცხოველთა სამყაროს საიდუმლეობანი, სადაც წარმოდგენილია უკვე ისეთი  გადაშენებული ცხოველები როგორებიცაა დინოზავრები. აქ შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ცხოველების ჩონჩხები და ზუსტი ასლები, ჩაატაროთ თქვენთის მომხიბვლელი მოგზაურობა.

მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმზე არა ნაკლებ მიმზიდველი აღმოჩნდება მუზეუმი, სადაც თქვენ ძალიან ახლოდან ნახავთ ცნობილი სახეების ფიგურებს.