contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლონგ-ბიჩი – ძალიან ცოცხალი და მზიანი პლაჟებით სავსე ქალაქი

ყოველ წლიურად აშშ-ს ურიცხვი რაოდენობის ტურისტები სტუმრობენ, ქვეყანა, რომელიც არის ფიქრისა და ოცნებების მიზეზი და წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნათელ მაგალითს, სადაც შეიძლება ნახოთ ნებისმიერი გემოვნებისათვის ბევრი მიმზიდველი რამ. ზღვის კურორტების, მზისა და თბილი კლიმატის მოყვარულები ერთმნიშვნელოვნად მოინდომებენ ეწვიონ კალიფორნიას. აქ შეიძლება აღმოაჩინოთ ქალაქი ლონგ-ბიჩი ლოს-ანჟელესის ოლქში, მისი სახელწოდება ყველასათვის გასაგებია – ის გვთავაზობს 12 კმ-იან პლაჟს, რაც საკმაოდ ზრდის ქალაქის ტურისტულ პოტენციალს.

ლონგ-ბიჩი შესდგება რამდენიმე რაიონისაგან და კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ ულამაზასი პლაჟებით, არამედ უამრავი გასართობი ადგილებით, მხიარულებით და საზოგადოების მხატვრული ტალანტით. ის მდებარეობს ლოს-ანჟელესსა და Orange County შორის და არის მსხვილი სავჭრო პორტი. ქალაქს განსაკუთრებულ კოლორიტსა და ახალგაზრდულ სულს ჰმატებს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც ქალაქს ჩუქნიან თავის ენერგიას და შემოქმედებით განწყობას.

ტურისტები ძირითადად ინტერესდებიან თანამედროვე ხელოვნებით და ეს სიამოვნება შეუძლიათ მიიღონ ხელოვნების მუზეუმში. ის მნახველთათვის ღიაა 1950 წ-დან და დღევანდელ დღეს მთელი წლის განმავლობაში  გვთავაზობს რიგ ღონისძიებებს, რომელთა შორის საინტერესოა გამოფენები და ინსტალაციები. აქვე მუზეუმში სტუმრებს შეუძლიათ შეისვენონ ულამაზესს რესტორანში წყნარი ოკეანის ხედით. და ვინც გადაწყვეტს შეცუროს ამ შესანიშნავ წყლებში, შეძლებენ 90 წუთიანი კრუიზის მოწყობას.

ცნობილია, რომ წყნარი ოკეანეში, ბუნებრივი გარემოში  შესაძლებელია სხვადასხვა  ზღვის სახეობებთან ურთიერთობა, რომელთა შორის ბევრი საშიშია.  მაგრამ თქვენ შეძლებთ გაექცეთ ნეისმიერ საშიშროებას და დატკბეთ ყველა სახეობების ცქერით ქალაქის აკვარიუმში. ლონგ-ბიჩის ოკეანერიუმში არის უამრავი ზღვის სახეობები, მათ შორის ზვიგენები და დელფინები. აქ შესვლა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში შობის დღის გარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა არის ენთუზიასტების საერთაშორისო ავტორბოლები – ლონგ-ბიჩის გრან-პრი. თუ გინდათ მოხვდეთ ამ სპორტულ ღონისძიებაზე, რომელიც იმართება აპრილის თვეში, რამდენიმე თვით ადრე უნდა გააკეთოთ ბილეთების ბრონირება.

ერთი სითყვით ამ კალიფორნიულ ქალაქს შეუძლია სხვადასხვა გემოვნებისა და სხვადსხვა პარამეტრების მქონე მოგზაურებს  შეთავაზოს უამრავი გასართობი.

სრულად დატკბით  და მიიღეთ  სიამოვნება ლონგ-ბიჩში თქვენი შესანიშნავი მოგზაურობით!

როგორც ქალაქში  ასევე პლაჟებზეც ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ უამრავი გასართობებით და ატრაქციონებით. სანაპიროზე სეირნობისას, პორტში თქვენ აუცილებლად დაინახავთ 1967 წ-დან მდგარ, ისტორიული მნიშვნელობის საოკეანო ლაინერს „კარალევა მარის“. ეს ჭეშმარიტად მცურავი ქალაქია თავისი სასტუმროებით, მაღაზიებითა და რესტორნებით. კიდევ ერთი ადამიანური გენიის მტკიცებულებაა Spruce Goose, 100 მ-იანი ფრთების მქონე შთამბეჭდავი ანთროპოგენური თვითმფრინავი.