contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლოს-ანჟელესი – ვარსკვლავების ქალაქი და ამერიკული ოცნების ახდენა.

გსურთ ცოცხლად იხილოთ ცნობილი პერსონები მალიბუს პლაჟზე, დატკბეთ ტერასაზე კოქტეილით და მზის ჩასვლით, შეიძინოთ ექსკლუზიურ ბუტიკებში სხვადასხვა დიზაინის ფეხსაცმელები, მზეზე მოისვენოთ ფეშენებლური სასტუმროების პლაჟებზე, გაატაროთ დრო თემატურ პარკებში, ეწვიოთ მსოფლიო დონის მუზეუმებს ან დილამდე გაერთოდ საინტერესოდ ღამის კლუბებში? ამ ყველაფერს გთავაზობთ კალიფორნია, ამერიკაში გართობის ცენტრად აღიარებული!

ამ შტატის მთავარი ცენტრია ქ.ლოს-ანჟელესი, ჩრდილო დასავლეთით მდებარე ჰოლივუდით, აღმოსავლეთით სან-ფერნანდოს ველი – სანტა-მონიკასა და მალიბუს მყუდრო პლაჟებით.

ლოს-ანჟელესი თქვენ არა მარტო თავისი გასართობებით გაგაკვირვებთ არამედ სხვადასხვა წარმოუდგენელი ისტორიებით, რომლებიც კავშირშია არა მარტო ფილმებთან და ფანტასტიკასთან არამედ რეალურ ცხოვრებასთან. ისტორიები რომელიც შეიძლება მოხდეს მხოლოდ ლოს-ანჟელესში. აქ თქვენ შეგიძლიათ ახლო მანძილიდან დატკბეთ დელფინების ცქერით, შემთხვევით შეხვდეთ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს ან კინო ვარსკვლავებს, მიირთვათ პირდაპირ ავტომატიდან ნაყიდი ნამცხვარი, ერთი სიტყვით ისიამოვნოთ ცხოვრების ყოველი წუთით.

 

გაგაოცებთ ლოს-ანჟელესის ცენტრის თანამედროვე და ისტორიული შერწყმა, სადაც შეიძლება ნახოთ დიდი ქალაქების ტიპიური ღირსშესანიშნაობანი, რესტორნები, დაესწროთ უმაღლესს დონეზე მოწყობილ  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მოსახლეობის შემადგენლობის მუდმივმა განახლებამ და ახალი მოსახლეების მოსვლამ მისცა სტიმული აქ ცენტრის აღორძინებას და მის მუდმივ მხიარულებით აღსავსე ცხოვრებას. განახლდა გრანდ-პარკი, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისით წარმოადგენს საქალაქო ოაზისს, სადაც შეიძლება მოინახულოთ მუსიკალურ ცენტრი და უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზი, ასევე City Hall. განახლდა 1917 წ გახსნილი Grand Central Market, სადაც ახლაც შეიძლება შეიძინოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტები ისეთი დილერებისაგანაც კი როგორებიცაა დეილი ბეკსლერი. განახლებულია ასევე ისეთი ისტორიული შენობები, როგორიცაა სასახლე United Artists, სადაც ახლა შეიძლება ნახოთ Ace Hotel Downtown Los Angeles და რესტორანი კლასიკური სტრუქტურით.

ამავდროულად საინტერესო სპორტული და გასართობი ღონისძიებების დასაწრებად ღირს ეწვიოთ რაიონებს – Staples Center და Live.  აქ შეიძლება იხილოთ მუსიკასთან დაკავშირებული ყოველგვარი მოვლენა: როგორც ელვის პრესლის მელოდიები ასევე მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი, ან დაესწროთ კონცერტებს Nokia თეატრში.

ქალაქის კულტურის ცენტრად ითვლება გრანდ ავენიუ, სადაც მდებარეობს უოლტ დისნეის სახელობის გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი, ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით და ბრწყინვალე ქვიშის ფასადის მქონე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით.

 

ლოს-ანჟელესში დასვენების თავისუფალი სტილი მოგიტანთ შეუდარებელ სიამოვნებას და მოგონებათა სრულ სერიას მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუ თქვენ ოჯახთან ერთად გეგმავთ ზღვაზე დასვენებას, არ გაუშვათ შანსი ისიამოვნოთ კალიფორნიული მზით, ისეთ პოპულარულ პლაჟებზე როგორებიცაა State Beach და Venice Beach, ან უფრო წყნარი ატმოსფეროს სურვილის შემთხვევაში კი შეარჩიეთ ისეთი პლაჟები როგორებიცაა რედონდო ბიჩ პირი ან სხვა.