contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მემფისი – მოგზაურობა ქალაქში Graceland-დან ბილ-სტრიტამდე

მემფისი 677 ათასი მცხოვრებით, განლაგებულია ტენესის შტატის სამხრეთ-დასავლეთით, შელბის ოლქში და წარმოადგენს მის ცენტრს. ქალაქმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა როგორც სხვადსხვა მუსიკალური ჟანრის სამშობლომ, დაწყებული სასულიერო ქრისტიანული მუსიკით და ბლუზით – დამთავრებული როკ-ენ-როლით. აქ ნამყოფია მუსიკის ისტორიაში ისეთი სახელოვანი მომღერლები როგორებიცაა არეტა ფრანკლინი, ჯონ კეში და ელვის პრესლი, რომლის საფლავიც მემფისში მდებარეობს.

დღევანდელი მემფისის ტერიტორია ათასწლეულობით დასახლებული იყო ინდიელი ცივილიზაციებით, ხოლო პირველი კოლონიზაციის არტეფაქტები დათარირებულია 1739 წ-ით, როცა ფრანგებმა თავისი სამდინარო ვაჭრობის დაცვის მიზნით ააშენეს ფორტ  Assumption. როცა აშშ-მ დაიწყო ტერიტორიის კონტროლირება, 1818 წ-ს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, გაგრძელდა საზღვარი ადგილობრივი ინდიელებიდან – ჩიკასოს ტომი – დასავლეთ ტენესამდე და პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ხელშეწყობით  პირველმა დასახლებამ დაიწყო განვითარება. ქალაქი ძირითადად განვითარდა  ბამბის ბაზრის წყალობით, მაგრამ სამოქალაქო ომის დასაწყისში Yankee ოკუპაციით განიცადა ჩავარდნა და ომის დამთავრების შემდეგ ბამბის ბაზრის კრახი  ფატალური აღმოჩნდა ქალაქის ეკონომიკისათვის. შემდგომ 1878 წ-ს ყვითელი ცხელების სასტიკმა ეპიდემიამ იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და უმარავმა თეთრკანიანმა მოსახლეობამაც დატოვა ქალაქი მემფისი. მოგვიანებით, ყოფილი მონის რობერტ ჩარჩის თაოსნობით დაფუძნდა შავკანიანთა თანამეგობრობა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ცხოვრების აღორძინებას, ხოლო 20-ე საუკუნეში მემფისი უკვე გახდა შტატის სოციალური და სამოქალაქო აქტივობის ცენტრი. მემფისი იყო შტატების ცენტრებს შორის  ერთერთი პირველი სადაც გავრცელდა ბლუზი, ხოლო 50-იან წწ უკვე ადგილობრივმა მარკამ Sun Records-მა დაიწყო ბლუზის, სოულის, R&B და rockabilly  სიმღერების ჩაწერა

ქალაქის უმთავრეს ღირსშესანიშნაობათა შორისაა და უმრავლესობა არ უშვებს შანსს ეწვიოს მემფისის „გრეისლენდს“, სადაც 5.5 ჰა მიწის ნაკვეთზე  წამოჭიმულია სახლი, რომელიც შესყიდული იქნა 1957 წ-ს ელვის პრესლის მიერ. სახელოვანი როკ-ვარსკვლავი აქ ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე და 1977 წ-ს იქვე იქნა ის დასაფლავებული, აუზის ახლოს, სადაც ძირითად  ატარებადა დროს სიცოცხლის პერიოდში.

მისი ყოფილი ცოლი პრისცილა პრესლიმ 1982 წ-ს გადაწყვიტა გაეხსნა „გრეისლენდი“ მნახველებისათვის, რასაც მოჰყვა ათი ათასობით მსურველეთა უდიდესი ნაკადი, ვისაც სურდათ პატივი მიეგოთ როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე საოცარი პერსონისათვის. თვითონ ელვისის მიერ გარემონტებული სახლი ყვითელი კედლებით, მწვანე ვინილინის საფარიანი ჭერით და ხელოვნური ჩანჩქერით წარმოადგენს 70-იანი წლების ჭეშმარიტ მანიფესტს.

მემფისში მოგზაურობისას ეწვიეთ ქალაქის ცნობილ  ღირსშესანიშნაობებს და გაიგეთ მეტი მუსიკალურ მიმდინარეობათა შესახებ!

აუცილებლად უნდა ეწვიოთ შესანიშნავ რაიონს ბილ-სტრიტზე, სადაც შესაძლებელია ნახოთ ბარების, რესტორნების, სუვენირების მაღაზიების და სხვა  ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია აღიქვათ როგორც ბლუზის სტილის თემატური პარკი.

მთავარ ტურისტულ ობიექტებს შორის უნდა აღინიშნოს ორფეოსის თეატრი და მისი დიდების მუზეუმი, სამ სართულიანი ორიგინალური გალანტერია Schwab-ში, სადაც გასაყიდად გამოტანილია უნიკალური სამკურნალო ფხვნილები, ჰალსტუხები და საყელოები. მემფისის როკის და სოულის მუზეუმში შესაძლებელია გაეცნოთ სოციალური და კულტურული ისტორიის ფაქტებს, რამლებმაც შვა მისისიპის დელტის მუსიკა.