contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მოგზაურობა ბელორუსიის დაუვიწყარ დედაქალაქ მინსკში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ბელორუსიის დედაქალაქი – მინსკი დღევანდელ დღეს, აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთ ყველაზე უფრო მიმზიდველ ქალაქს  მიეკუთვნება. აქ სხვადასხვა შტაბეჭდილებების ქვეშ მოექცევით, დაწყებული უჩვეულო ისტორიის მქონე, საბჭოთა სტილში გადაწყვეტილ მასიური არქიტექტურიდან, დამთავრებული გამწვანებული პარკებით და ექსცენტრული ადგილობრივი მოსახლოებით. ერთი სიტყვით მინსკი არის უბრალოდ დაუვიწყარი ქალაქი. ქალაქის ფართობი 308 კვ კმ-ია და მოსახლეობა 1900000 მოსახლეს შეადგენს.
აქ კლიმატი საკმაოდ ცივია, მაგრამ შესაძლებელია ეწვიოთ  მინსკს  ყველაზე შესაფერის სეზონზე და დაათვალიეროთ უამრავი მუზეუმი, ძეგლები და ეკლესიები, ასევე აქ არის ცნობილი უნივერსიტეტი, თავისი 12 ფაკულტეტით.

ქალაქის სახელწოდება ბელორუსულიდან თარგმანში  გაცვლას (ბარტერს)  ნიშნავს, 1067 წ დაარსებული ქალაქი ვაჭრობასა და კომერციულ საკითხებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს იჭერდა.

მინსკს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი აკითხავს, რომლებსაც აქ ძირითადად იზიდავს საინტერესო ისტორია, რომლის განმავლობაში ქალაქმა გადაიტანა უცხოელ დამპყრობთა სხვადასხვა ეტაპები, დანაკარგები და ნგრევა, ომი და ბევრი სხვა.

იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ყველაზე მიმზიდველი ღისშესანიშნაობანი, ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილება იქნება თან იქონიოთ მინსკის რუქა, რომელზეც დაწვრილებით არის დატანილი საინტერესო ობიექტები. ასეთი რუქები შეგიძლიათ შეიძინოთ ტურისტულ სააგენტოებში და წიგნის პატარა მაღაზიებში.

დაათვალიერეთ მინსკი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ადვილად გაერკვევით ნებისმიერ მარშრუტში!

უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ  მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ დაზარალდა მინსკის ისტორიული ცენტრი, როცა პრაქტიკულად მთელი ქალაქი განადგურდა და ფაქტიურად ფერფლიდან იქნა აღდგენილი. ქალაქის მთავარი ქუჩა ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურით და სტალინის დროინდელი უნიკალური შენობებით. აღსანიშნავი და აუცილებელი სანახავია წმინდა სიმეონესა და წმინდა ელენეს ეკლესიები, რომელთაც ხშირად ახსენებენ როგორც წითელ ეკლესიებს.
მინსკის სიახლოვეს ბევრი ულამაზესი ადგილები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. მაგალითად ხალხური არქიტექტურისა და ყოფის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სოფლებს ოსერძო და სტროციტსი  შორის, სადაც შეიძლება მიიღოთ რეალური განცდა თუ როგორი იყო ბელორუსი ხალხის ყოფა წინა საუკუნეებში.
მინსკიდან მხოლოდ 27 კმ-ში არის არც ისე დიდი ქალაქი ზასლავლე, მინსკის თანამგზავრი ქალაქი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიულ-კულტურული მუზეუმი და ნაციონალური პარკი ზასლავლე. პარკში მდებარეობს ზასლავლეს ციხე და ორი ეკლესია: ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ფერიცვალების. აქვე გახსნილია სამუზეუმო-საგამოფენო კომპლექსი და ეთნოგრაფიული ეკსპოზიცია  „მლინ“ (წისქვილი).

ასევე მინსკის ოლქში შეიძლება დაათვალიეროთ რაძივილების სასახლე და პარკი, დაარსებული 1583 წ თავად რაძივილ ნესვიჟსკის ბრძანებით. არსებობის რამდენიმე საუკუნის მანძილზე  ეს კომპლექსი არა ერთხელ იქნა რეკონსტრურებული და წარმოგვიდგება როგორც რამდნიმე სტილის სიმბიოზი: რენესანსი, ბაროკო და როკოკო, ასევე აღენიშნება ნეო-გოთიკური სტილიც.