contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ბელორუსიის ლეგენდარული ქალაქი – მოგილევი.

მოგილევის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე განსხვავებული ლეგენდა და გადმოცემა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული უკავშირდება თავად ლევ მოგიას, რომელმაც 1267 წ მდ დუბრავინკასა და დნეპრის შესართავთან ააშენა ციხე-სიმაგრე. კიდევ ერთი ლეგენდა მოგვითხრობს აქვე დასაფლავებულ ერთ ძლიერ კაცზე – რომელსაც ერქვა მაშეკი,  მის საფლავზე იყო დიდი ყორღანი, რომელსაც ეწოდა ლომის საფლავი (Могилы льва).

წერილობით წყაროებში მოგილევი პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში, რუსული ქალაქები ჩამონათვალში.

მოგილევის ოლქი მდიდარია მუზეუმებით, სადაც წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი საინტერესო ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიის, კულტურისა და ცხოვრების წესის შესახებ. აქ ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა საგამოფენო დარბაზები,  სადაც დემონსტრირდება როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მხატვრების შედევრები, იშვიათი ხელნაწერები, არქეოლოგიური აღმოჩენები და მრავალი სხვა რაც ასე იზიდავს მრავალრიცხოვან ტურისტებს ყველა კონტინენტიდან.
ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლებს, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რის შემადგენლობაშიც შედის XVI ს პირველი ნახევრის  წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. სამწუხარო ფაქტია რომ XVII ს-ში ეკლესია გადაწვეს და მოგვიანებით დაიწყო მისი აღდგენა. მხოლოდ ოთხი ათეული წლის შემდეგ დასრულდა ბაროკოს სტილში ეკლესიის აღდგენა. აქ შემორჩენილია კედლის მხატვრობა, რომელთა შორის უძველესისა გუმბათის ქვემოთ, ასევე შემორჩენილია მოჩუქურთმებული ხის კანკელი.

კიდევ ერთი ძვირფასი ნაგებობაა წმინდა სტანისლავის ეკლესია, რომელიც იზიდავს არა მარტო რელიგიურ კონტიგენტს. აქ მართება ყოველწლიური მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი Магутна Божа, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა გაერთიანებას. თავდაპირველად 1155 წ-დან აქ იყო კარმელიტების ორდენის მონასტერი, რომელმაც გააერთიანა ჯვაროსნების მონაწილე ღარიბი ბერები. იმ დროისათვის იყო ხის ნაგებობა, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. შემდეგ პეტრე პირველის ბრძანებით ქვისგან აშენდა ეკლესია. დღევანდელ დღეს, ბიბლიურ  თემებზე აქ შემორჩენილი ფრესკები წარმოადგენენ დიდ მხატვრულ ღირებულებას.

შეიტყვეთ უფრო მეტი საინტერესო ისტორია სახელოვან ქალაქ მოგილევის შესახებ.

მოგილევის ისტორიულ  და არქიტექტურულ  ძეგლებს შორის შეიძლება გამოვყოთ, თავისი დროის აქტიური მოღვაწის, არქიეპისკოპოს გეორგი კონისკის სასახლე, რომელიც იბრძოდა მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდისათვის. მთლიანი სასახლის კომპლექსიდან  დღევანდელ დღემდე მოაღწია მხოლოდ ერთმა მრავალ სართულიანმა შენობამ, სადაც განთავსებულია მოგილევის მუზეუმი. შენობის ფასადზე ნათლად გამოირჩევა ბაროკოს სტილის ელემენტები.

კიდევ ერთი რაც არქიტექტურულად გამოირჩევა 1578 წ აშენებული ქალაქის მერიის შენობა, როგორც ქალაქის თვითმართველობის სიმბოლო. თავიდან რატუშა იყო ხის, შემდეგ რამდენჯერმე გადააკეთეს.