contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ნეშვილი – დიდებული მუსიკის ქალაქი

ამერიკული შტატ ტენესის დედაქალაქი, ნეშვილი გახლავთ ქანთრი მუსიკის ქალაქი და აგრეთვე იწოდება როგორც – Music City. და ეს არ არის გადაჭარბება, რამდენადაც ნეშვილში ყველაფერი მუსიკის ირგვლივ ტრიალებს. აქ მუსიკა წარმოადგენს არა ოცნებას, არამედ პროფესიას და ნებისმიერისთვის წარმოადგენს ფულის კეთების მეთოდს. ამის გამო არ არის გასაკვირი, რომ ისეთი მუსიკის კორიფეები როგორებიცაა კეში, ტეილორ სვიფტი, შერილ კროი, კიტ ურბანი და სხვები წარმოშობით არიან სწორედ აქედან.

ქალაქის დაარსებასთან ერთად მუსიკა იყო ქალაქის ცხოვრების მთავარი თემა და ქალაქის მოსახლეობის სული და გული. ნეშვილის პირველი მაცხოვრებლები, რომლებიც აქ დაფუძნდნენ 18-ე საუკუნის ბოლოს, უკრავდნენ ვიოლინოზე და ცეკვავდნენ მდინარე კამბერლენდზე დასახლების დროს. ხოლო 19-ე საუკუნეში უკვე  გაფართოებული ნეშვილი გახდა ქვეყანაში მუსიკის მთავარი მწარმოებელი.

თუ ამ შემთხვევაში თქვენი გზა გადის ამერიკულ შტატ ტენესზე, ეწვევით მის ულამაზესს დედაქალაქ ნეშვილს და  თქვენთვის საინტერესო გახდება გაიგოთ არაჩვეულებრივი ქანთრი მუსიკის ფაქტები.

პირველ რიგში მუსიკის მოყვარულები ცდილობენ მოხვდნენ West End-ში, ხმის ჩამწერ კომპანიების, პრომოუტერების, აგენტების და მენეჯერების მუსიკალურ ცენტრ Music Row-ში, სადაც ისინი დაკავებული არიან ქანთრი მუსიკის წარმოებით. ასევე შესაძლებელია ეწვიოთ  Elliston Place, Centennial Park, სადაც არის პართენონის ასლი, ასევე 1833 წ-ს აგებული უნივერსიტეტ ვანდერბილტის კამპუსი და იქ ახლაც 12 ათასი სტუდენტი სწავლობს. ამ მოცემული ტერიტორიისათვის ასევე სახასიათოა უამრავი გამწვანება და ბაღი, რაც გვაძლევს საშუალებას დავისვენოთ სასიამოვნო ატმოსფეროში.

ნეშვილში მოგზაურობისას საოცარად მშვიდ გარემოში გაიგებთ ქანთრი მუსიკის ისტორიას!

ამ ზონაში მოხერხებულად გადაადგილებისათვის თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ნეშვილის ავტო გაქირავებით და ცენტრიდან სულ რაღაც 16 კმ-ში მიაღწევთ Music Valley ღირსშესანიშნაობათა მიმდებარე ტურისტულ ზონაში. Opry Mills Mall-ში არის დიდი კინოთეატრი Imax,  თემატური რესტორნები, Music City – ცვილის ფიგურების მუზეუმი, სადაც თქვენ შესძლებთ აღმოაჩინოთ ქანთრი მუსიკის უამრავი სიმბოლო, გრანდ Ole Opry House Building, სადაც ყოველ პარასკევს და შაბათს ხდება შოუს ორგანიზება. ასევე ძალიან საინტერესოა დაათვალიეროთ ქარხანა, სადაც მზადდება მანდოლინები, ბანჯო და Gibson-ის მარკის ცნობილი გიტარები.

უმრავლესობას უნდა რომ სასწრაფოდ ეწვიონ ნეშვილის საქმიან რაიონს – მეორე ავენიუს, სადაც მდებარეობს უმრავლესი რესტორნები, მაღაზიები,  ღამის კლუბები, დასავლეთით – მხოლოდ ორი კვარტლის მოშორებით შესძლებთ გასეირნებას მდინარე Cucumberland-ის სანაპიროზე და დატკბებით 30-იან წწ რეკონსტრუირებული ფორტ Nashborough-ის ცქერით. ქალაქის მუსიკალური ისტორიის უფრო დაწვრილებით გაგებას შესძლებთ Country Music Hall-ში, სადაც გამოფენილია ისეთი ეკზემპლარები როგორებიცაა პესტი კლაინის კოქტეილ-კაბა, ელვის პრესლის ოქროს კადილაკი, ჯონ კეშის გიტარები და სხვა. მუსიკის ბევრი ცნობილი სახე გამოდიოდა Ryman Auditorium-ში, სადაც დღესაც შეიძლება შესანიშნავი კონცერტებით სიამოვნების მიღება.