contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ნიუ-იორკი – მინა, ბეტონი და ოცნებისაგან შექმნილი ქალაქი

იმანაც კი იცის ვინც არასოდეს არ ყოფილა ამ ქალაქში, რომ ნიუ-იორკი არის ყველაზე საკვირველი ადგილი ამ ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ყველაფერი. აქ ყოველ მოძრაობაში, ქარის ყოველ ამოსუნთქვაზე იგრძნობა ქალაქის ყოველდღიურობა, უდიდესი ლტოლვა სიცოცხლისათვის. ამ ქალაქს შერქმეული აქვს სხვადასხვა სახელები: საოცრებათა ქალაქი ან ქალაქი რომელსაც არ სძინავს, იმპერია სიტი ან The Big Apple. ასევე კიდევ იძებნება არქივებში, რომ ერთერთი სახელი იყო – ედგარ პოს ზღაპრების ქალაქი, რომელიც აღწერილია 1939 წ ბობო კეინის მიერ მის უკვდავ ბეტმენში.

გრანიტის ფილაზე აგებულ ნიუ-იორკის რვა მილიონიან მოსახლეობას თითქმის ყოველ დღიურად ემატება განუსაზღვრელი რაოდენობა პერსონაჟებისა, რომლებიც ცხოვრობენ ისტორიებში, ლექსებში და რომანებში. ეს ოცნების ქალაქი და მისი ისტორიები ვითარდება თქვენს ფეხქვეშ Brooklyn Heights-დან მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილამდე, ქვემო ისტ-საიდიდან Park Slope-მდე, გრინვიჩ-ვილიჯის და ისტ-ვილიჯის გავლით. აქ იგრძნობა ოკენის, სმოგის და საჭმელის სუნი, გვხვდება ადგილები სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები რომანებიდან და ფილმებიდან.

ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში ნიუ-იორკს შესწევს ძალა გააკვირვოს ის – თავისი ჰორიზონტებით,  ცათამბრჯენებით, Empire State Building-ის აღმაფრთოვანებელი სიდიადით ან მოგცეთ შესაძლებლობა მოუსმინოთ სიჩუმეს – ცენტრალური პარკის გულში. თქვენ შეგიძლიათ ჩაისეირნოთ Park Slope-მდე იმ იმედით რომ შეხვდებით პოლ ოსტერს და ფოერს, მანჰეტენის ცენტრში შეხვიდეთ ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკაში და მთელი დღე მიუძღვნათ ადგილობრივ ლიტერატურულ გმირებს: უოლტ უიტმენს, მორის სენდაკს, მარიან მურს და სხვებს.

 

ნიუ-იორკს უკავია 1214 კმ², აქედან 784 კმ² არის ხმელეთი და 430 მკ² დაფარულია წყლით. ქალაქის ტერიტორია მთლიანად ურბანიზირებულია და უნდა აღინიშნოს რომ მისი „ვერტიკალური“ ზრდა ქმნის მას როგორც ყველაზე მჭიდრო დასახლებად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკი მდებარეობს მდინარე ჰუძონის შესართავთან ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ხშირად ხდება რომ ნიუ-იორკზე მოლაპარაკე ხალხი გულისხმობს მხოლოდ კუნძულ მანჰეტენს, რომელიც თავის თავში პრაქტიკულად  იტევს ყველაფერს რასაც თქვენ ეძებთ ტიპიურ საქალაქო მარშრუტებში. სინამდვილეში კი ნიუ-იუორკი შესდგება ხუთი რაიონისაგან: მანჰეტენი, კვინსი, ბრონქსი, ბრუკლინი და სტეიტენ-აილენდი, რომლებიც თავისთავად დაყოფილი არიან რამდენიმე რაიონებად – თავიანთი უნიკალური ხასიათებისა და თვისებების მიხედვით.

 

შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ვინმე, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეოცნებოს ნიუ-იორკში წასვლაზე, არ წარმოედგინოს როგორ დასეირნობს მის ქუჩებსა და პროსპექტებზე, ასევე თითეულ თქვენგანს აქვს საკუთარი ოცნებები ამ ქალაქში. ვიღაცას უყვარს ის მოუხელთებელი პერპექტივებისათვის, ვიღაცას  ცათამბრჯენებისათვის, რომლებიც მზად არიან შეეხონ ცას, არის კატეგორია რომელთაც აინტერესებთ უდიდესი ავტორების და თანამედროვე მწერლების ისტორიის ნაკვალევი.

არ გაუშვათ შანსი გადაკვეთოთ ბრუკლინის ხიდი და მდინარე ჰუძონის მეორე მხარეს არსებული სადამკვირვებლი მოედნიდან არ დატკბეთ მანჰეტენის ჰორიზონტით. ამავდროულად ბრუკლინი აღიარებულია როგორც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხთა გამაერთიანებელი.