contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ნიქოზია – კვიპროსის მრავალსაუკუნოვანი და მომხიბვლელი დედაქალაქი

ნიქოზია ანუ როგორც ბერძნულად ეძახიან ლეფკოს, წარმოადგენს გამოზომილი რიტმით მცხოვრებ ქალაქს, სადაც მკვეთრად გამოიხატება როგორც აზიური ისე ევროპული ხასიათები. სინამდვილეში კი დღევანდელ დღეს  ნიქოზია წარმოადგენს ერთადერთ ქალაქს  რომელიც მწვანე ზოლით გაყოფილია ბერძნულ და თურქულ მხარეებად.

რომ შევისწავლოთ ეს მომხიბვლელი ქალაქი, პირველ რიგში უნდა დავათვალიეროთ ის,  რა თქმა უნდა  კულტურული თვალსაზრისით. ქალაქის ცენტრი დღევანდელ დღეს შემორაგვულია ძველი ვენეციური კედლით და ლეფკოს დამცავი თხრილით. ეს კედელი დაპროექტებული იქნა ვენეციელი არქიტექტორის ჯულიო სავორნიანოს მიერ 1567 და 1570 წლებს შორის და დღევანდელ დღეს გვევლინება დედაქალაქის ყველაზე სანახაობრივ  ღირსშესანიშნაობად. კედლის პერიმეტრი 4,5კმ-ია, აქვს გულის მომხიბვლელი ფორმა და აღჭურვილია თერთმეტი ბასტიონით და სამი კარიბჭით.

ჩრდილოეთ მხრიდან ქალაქის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია კირენიის კარიბჭით, დასავლეთიდან კი პაფოსის  კარიბჭით. აღმოსავლეთით კი მდებარეობს იულიანეს კარიბჭე – ეგრეთ წოდებული ფამაგუსტას კარიბჭე – თავისი შესანიშნავი ფასადით და დიდი არკით.

აღსანიშნავ თავისებურებას ფლობს ბასტიონი როკკასი, რამე თუ აქედან ორივე ეროვნებას თურქებსაც და ბერძნებსაც შეუძლია დააკვირდნენ კუნძულს, რადგან აქ გადის კუნძულის ორივე ნაწილის საზღვარი.

შეისწავლეთ ნიქოზიის შესახებ საინტერესო ფაქტები და მომხიბლელი ისტორია, რაც პირდაპირ კავშირშია ამ მიწასთან.

დედაქალაქის ათას წლოვანი ისტორია სათევეს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ირებს. ძველად ის იწოდებოდა როგორც ლედრა და ეს სახელწოდება დღემდე შემორჩა ქალაქის ერთერთ მთავარ ქუჩას. დაწყებული 7-ე საუკუნიდან ნიქოზია უკვე იყო ძველი კუნძულოვანი სამეფოს ცენტრი.

მით უმეტეს სახელწოდება ნიქოზია, რომელსაც დღეს იყენებენ ევროპელები – მოდის ფრანგული Nicosie-დან და გამოიყენებოდა ლუზინიენის მმართველობის დროს.
ღრმა ისტორიული ფესვების მიუხედავად, ქალაქი თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრებით დუღს. კედლებით შემოსაზღვრულ გეიტონიას რაიონში შეგიძლიათ ნახოთ შესანიშნავად რესტავრირებული ძველი სახლები, ტავერნები და პატარა მაღაზიები, ხოლო თუ ვიწრო ქუჩებში გაისეირნებთ შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი რკინის ბალკონებით, სამრეწველო სახელოსნოებით, რაც ერთად აღებული ქმნის წარსულის მომაჯადოებელ ატმოსფეროს.

ხელოვნების და ფოლკლორის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო იქნება კვიპროსის ეთნოგრაფიული მუზეუმის ნახვა, ასევე საიუველირო ნაკეთობათა მოყვარულები არ გაუშვებენ ხელიდან Jewelers მუზეუმის ნახვის შანსს.

უნდა აღინიშნოს რომ ქალაქში შეიძლება მოიძებნოს ბევრი ტურისტული სააგენტოები, რომლებიც შემოგთავაზებენ საუკეთესო მომსახურეობას, გიდთან ერთად თქვენ შესძლებთ მოინახულოთ თქვენთვის საინტერესო ობიექტები და მიიღოთ თემატური ექსკურსიები.

მანქანით თქვენ შეძლებთ წახვიდეთ ძველ ქალაქ-სახელმწიფო Idalio-ს, სადაც აფროდიტეზე შეყვარებული ადონისი შეხვდა თავის სიკვდილს, 12-ე საუკუნის მონასტერი მახაირასი, ანუ  იგივე ძველი  სოფელი Fikardou  წარმოადგენს ანტიკურ ძეგლს – თავისი ხალხური არქიტექტურით.