contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ოკლაჰომა-სიტი – ერთერთი ფურცელი ამერიკის ისტორიიდან

ოკლაჰომას შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ოკლაჰომა-სიტი თავისი 540 ათასი მცხოვრებით და ასევე დედაქალაქის მთლიანი ოლქის, ოკლაჰომა-სიტი-შონის ჩათვლით აღწევს 1,3 მილიონ ადამიანს. ქალაქი მდებარეობს შტატ ოკლაჰომას გულში, დიდი ვაკის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან კოსმოსურ და ნავთობქიმიურ მრეწველობის ინდუსტრიულ ცენტრს.

ქალაქი დაფუძნებულია 1889 წ-ს, ზუსტად იმ დღეს როცა დაიწყო ამ რეგიონის  Land Run-ის სახელით ცნობილი  მიწების დაკავების ციებ-ცხელება ანუ ვინც პირველი მოასწრებდა რაიმეს აშენებას ან დათესვას. შედეგად მოხდა ის რომ პრაქტიკულად ქალაქი დაფუძნდა ექვს საათში, ამ ექვსი საათის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასამდე მოსახლემ წამოიწყო მშენებლობა და მიიღო მიწის საკუთრების უფლება. ამის შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპის შეჩერება შეუძლებელი გახდა და უკვე 1904 წ-ს ქალაქს უკვე ჰქონდა საკუთარი უნივერსიტეტი, 1907 წ-ს სხვა ქალაქებთან ერთად შევიდა ოკლაჰომას კავშირში. ქალაქის ზრდა-განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იყო ამ რეგიონში პირველადი ნავთობის ტრანსპორტირების დასაჩქარებლად გადაჭრილი  რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზება,  რამაც გამოიწვია  უამრავი საცხოვრებელი ადგილების გაჩენა.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ 70-იან 80-იან წლებში, როგორც ამერიკის უმრავლეს ქალაქებში, ასევე ოკლაჰომა-სიტიშიც საკმაოდ შემცირდა მოსახლეობა, როცა ასობით ოჯახები ტოვებდნენ ძველ საცხოვრებელ ადგილებს და გადადიოდნენ პერიფერიულ ზონებში, ინდუსტრიული ობიექტებისაგან მოშორებით. ამ ტენდენციის საწინააღმდეგოდ, მომდევნო წლებში ქალაქის ადმინისტრაციამ გამოაჩინა საკმაო ძალისხმევა ქალაქის რეკონსტრუქციისათვის: პროსპექტების მოდერნიზაცია, დიდი პარკების და საზოგადოებრივი შენობების შექმნა. მაგრამ 1995 წ-ს მოხდა ტრაგიკული ამბავი, როცა დაზვერვის ფედერალური ბიუროს 12 სართულიანი შენობა მართვადი ასაფეთქებელი საშუალებით  მთლიანად იქნა  განადგურებული.

ოკლაჰომა-სიტიში მოგზაურობისას მიუძღვენით თქვენი დასვენების დღეები ამერიკის ისტორიის შესწავლას!

ძალიან საინტერესო სანახობას შეიძლება დააკვირდეთ ყოველი კვირის ორშაბათ და სამშაბათ დღეს ქალაქის   ცენტრალურ მოედანზე, სადაც  იმართება მსოფლიოში უდიდესი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარი-აუქციუნი.

ქალაქის ცენტრიდან ცოტა ქვემოთ განლაგებულია მეტრო კონკორსი, რომელიც წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მსხვილ მიწისქვეშა ფეხით მოსიარულეთა ზონას აშშ-ში. აქ განლაგებულია ქალაქის მაღაზიების, ოფისების და რესტორნების უმრავლესობა.

ამავ დროულად Music Hall წარმოადგენს შესანიშნავ არტ-დეკოს არქიტექტურულ მაგალითს, სადაც ხშირად იმართება სხვადასხვა კონცერტები და მიუზიკლები.

თუ გნებავთ ჩაერთოთ ხელოვნების თემაში, უნდა ეწვიოთ ათობით მუზეუმს, მათ შორის უდაოდ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ოკლაჰომა-სიტის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ხელოვნების ნიმუშთა კოლექციის გარდა არის პატარა თეატრი და რესტორანი. მეცნიერების მუზეუმში ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა გამოფენები მეცნიერების, ფოტოგრაფიის, ავიაციის და თეატრის თემებზე.

ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პისტოლეტებისა და ხმლების საოცარი კოლექციები, რომელიც ეკუთვნის უდიდესს მსახიობ  ჯონ უეინს, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს.