contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ფილადელფია – ძმური სიყვარულის ქალაქი!

ფილადელფიას ამერიკის ისტორიაში უკავია ცენტრალური ადგილი, ის ბრიტანული იმპერიის პერიოდიდან  გვევლინება როგორც თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლო, ინტელექტისა და სულიერების უშრეტი წყარო. ზუსტად ფილადელფია გახდა ის ისტორიული ადგილი სადაც 1774 წ-ს მოეწერა ხელი ადამიანის უფლებების დეკლარაციას და 1776 წ-ს გამოცხადდა დამოუკიდებლობა. ის ასევე არის აშშ-ს პირველი დედაქალაქი.

ფილადელფია ცნობილი იმითაც  გახდა რომ ის იყო ამერიკის ქალაქების იმ სიაში რომლებსაც იცავს იუნესკო, ეს გამოწვეულია მისი მდიდარი ისტორიული, კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობით. ეს ყველაფერი დაიწყო იმით რომ 1979 წ-ს იუნესკომ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა და გაემაგრებინა ის ძეგლი სადაც 1776 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი იქნა აშშ-ს კონსტიტუცია. დღევანდელ დღეს ქალაქის ცენტრში გასეირნებისას შეიძლება ეწვიოთ მუზეუმებსა და სასახლეებს, სადაც ყველგან იგრძნობა ისტორიული პრესტიჟის გრძნობა.

ფილადელფია დაარსებული იქნა 1682 წ-ს უილიამ პენის მიერ, დაარსების მთავარი მიზანი იყო საცხოვრებელი ცენტრის ფორმირება, სადაც შეიქმნებოდა კულტურული ღირსშესანიშნაობანი, პარკები და წარმოდგენილი იქნებოდა მდიდარი მხატვრული პროგრამა. პენის ამ ფილოსოფიით არის ქალაქი დღესაც გაჟღენთილი. აქ აუცილებლად შეიგრძნობთ ქარიზმას, თუ როგორ ერწყმის ისტორია და ხელოვნება და  უშუალოდ ვხედავთ თუ როგორ  აერთიანებს პროვინციულ ქალაქს გრანდიოზული მულტიკულტურული მეტროპოლიის ხიბლი.

ფილადელფიაში ჩამოსვლისას და ქუჩებში სეირნობისას დაუყონებლივ დაიტვირთებით ისტორიული ფაქტებით, სადაც ეტაპობრივად არის დაცული ყველა პუნქტი, რამაც აშშ მიყვანა დამოუკიდებლობამდე დიდი ბრიტანეთისაგან. მუზეუმებსა და მხატვრულ გალერიებში ხეტიალის შემდეგ თქვენ შესძლებთ შეიგრძნობთ ისტორია და ხელოვნება. მაგალითად როდენის და ფონდ ბარნეს მუზეუმი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის კოლექციებს. გარდა ამისა, ქალაქი მდიდარია სხვადასხვა თეატრალური და მუსიკალური პროგრამებით და აქტიური ღამის ცხოვრებით, რაც ძალიან ზრდის ქალაქის ვიზიტორების რიცხვს.

ფილადელფიაში მოგზაურობისას ჩაუღრმავდით დიადი ქვეყნის ისტორიას!

ბევრი სახელოვანი პიროვნება ვინაც აქცია ამერიკა დიად ქვეყნად გახლდათ ფილადელფიიდან: უილიამ პენი, ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი და სხვა.

ფილადელფიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა სახის კულინარიულ ღონისძიებებს და შეჯიბრებებს. ზუსტად აქ 1861 წელს დაფუძნდა ამერიკული ნაყინის პირველი წარმოება Bassetts Ice Cream, ასევე აქ შეიქმნა ძმებ პეტ და გარი ოლივერების გამოგონება – ლეგენდარული ბუტერბროდი –  Cheesesteak.

ფილადელფიის კლიმატი იდეალურად მიესადაგება ფეხით სეირნეობას, რომლის პროცესში თქვენ გაეცნობით ქალაქს და დატკბებით ისტორიული შენობების ფასადებით. ზამთარი აქ საკმაოდ ცივი იცის მცირე თოვლით, გაზაფხულზე და შემოდგომაზე შეიძლება ისიამოვნოთ თბილი ამინდით, ხოლო ცხელ ზაფხულში ტემპერატურა 30°C-ს არ აჭარბებს.