contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




პორტლენდი – ორეგონის შტატის ჰიპების ქალაქი

ეს ორეგონის შტატში მდებარე ამერიკული ქალაქი თანდათან გადაიქცა ველოსიპედის მოყვარულთა,  ჯანსაღი და ორგანული კვების პროდუქტების მიმდევრათა და ნატურალური ლუდის მოყვარულთა საყვარელ ადგილად. პორტლენდი მოსახლეობით აჭარბებს ორ მილიონ ადამიანს, განლაგებულია შტატის ჩრდილოეთით, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ Willamette Valley რეგიონში. ქალაქი გაყოფილია ორ ნაწილად მდინარე Willamette-თი, რომელიც უერთდება მდინარე კოლუმბიას. ქალაქ პორტლენდის მნახველები, ვინც რამდენიმე დღით მაინც ეწვევა ქალაქს, იხილავს მრავალ ღირსშესანიშნაობას და საინტერესო ადგილებს.

საინტერესო ატრაქციონებს შორის აღსანიშნავია პორტლენდის პარკ ვაშინგტონი, სადაც შესაძლოა ნახოთ International Test Garden, ხუთასი სახეობის ვარდით. ეს ადგილი ჭეშმარიტად ქალაქის ერთერთი სამკაულია. იგივე პარკ ვაშინგტონში შეიძლება ეწვიოთ ალუბლებით აყვავებულ იაპონურ ბაღს და ქვებით გაფორმებულ სხადასხვა  ბაღებს. მუზეუმების მსურველთათვის აღსანიშნავია ორეგონის მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმი, ასევე პორტლენდის ხელოვნების მუზეუმი, რომლის დამტებით ასევე არ შეიძლება ხელიდან გაუშვათ Powell’s City of Books დათვალიერება – მთელს პლანეტაზე უდიდესი ბიბლიოთეკა.

აგრძელებთ რა ქალაქში საინტერესო მოგზაურობას, უნდა მიაკითხოთ 1980 წ-ს აშენებულ პოსტ-თანამედროვე სტილის უზარმაზარ შენობა პორტლენდს. მთავარ შესასვლელში შეიძლება ნახოთ ბიზნესის ქალღმერთის Portlandia-ს ძეგლი. ბევრი მოგზაური საწყისს წერტილად იღებს Pioneer Courthouse Square, მოედანი საიდანაც შეიძლება ადვილად მიხვიდეთ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებამდე. ამ მოედანზე მთელი წლის მანძილზე იმართება სხვადსხვა კონცერტები და ღონისძიებები, რმლებზეც ძირითადად იკრიბებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ქალაქ პორტლენდის ერთერთი მთავარი რაიონია Chinatown. სანტერესო ტურის მოწყობა შეიძლება დიდი ზომის  კლასიკურ ჩინურ ბაღში, რომელიც ჩინეთს გარეთ ითვლება უდიდესად.

ასევე საინტერესოა ეწვიოთ პორტლენდის შაბათის ბაზარს, სადაც უამრავ კიოსკებსა, ქუჩის მრეწველთა და მხატვრებს შორის შეიძლება იყიდოთ ადგილობრივი წარმოების ნამუშევრები და სხვადსხვა კულტურის ნივთები.

პორტლენდში მოგზაურობისას გაიახლეთ ცხოვრება ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ნატურალური პროდუქტებით!

თუ თქვენ ველოსიპედით სეირნობის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ლამაზად დაკომპლექტებულ მაღაზიას ქალაქის ცენტრში, სადაც წარმოდგენილია  ნებისმიერი გემოვნების ველოსიპედების,  ფართო არჩევანი. River City Bicycle მაღზიის სახურავზე წამოჭიმულია უამრავი, გვერდი-გვერდ მდგარი ველოსიპედისტების საოცრი სკულპტურა.

ექსკურსიისა და ველოსიპედით გასეირნების შემდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესით მიმდევარები მოისურვებენ ეწვიონ  ბარ Kure Juice-ს, რომელიც  ეგზოტიკური ინგრედიენტებით და ცხიმებით ნატურალურ წვენებზეა სპეციალიზირებული. ეს ადგილი ასევე იდეალურად ეხამება სპოტსმენებსაც, დამღლელი ვარჯიშის შემდეგ.