contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




პრაღა – ქვაში გამოსახული ოცნება

პრაღის შესახებ ხშირად საუბრობენ როგორც ჯადოსნურ ქალაქზე, შეუფასებელი არქიტექტურისა და რომანტიული მოედნების მფარველზე. პრქღა ყოველთვის იყო მთელი მსოფლიოს ხელოვნების მოყვარულთა საყვარელი ადგილი, თავშესაფარი სხვადასხვა ჟანრის მწერლებისა და პოეტებისა რომლებიც ეძებდნენ შთაგონების წყაროს. ქალაქს დომინირებს ისტორიის მრავალ ქარტეხილ გამოვლილი, მრავალ საუკუნოვანი დიდი ციხე-სიმაგრე, ამაყად მოდუდუნე  მდინარე ვლტავა, ულამაზესი ხიდებით, ასე ჩაუვლის ძველ ქალაქს, რომელიც მრავალჯერ აშენდა საუკუნეების მანძილზე.

პრაღის გამორჩეულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს კარლოვის ხიდი, რომელიც გამოსახულია სხვადასხვა ბარათებსა და პლაკატებზე, ის პრაღის თავისებური სავიზიტო ბარათია. შებინდებისას ან ალიონზე სეირნობისას აქ ყოველთვის შეიძლება დაინახოთ ფეხით მოსიარულეთა ჯგუფები, რომლებიც საღამოობით ძირითადად ერთობიან განათების შოუთი. ყოველ დღიურად აქ მოდიან ტურისტები, რათა ბოლომდე შეიგრძნონ ამ ადგილის თავისებურება, მოისმინონ ქუჩის მომრერალთა ჯაზი და შიძინონ სამახსოვრო სუვენირები. ძველ დროში ასევე ეს ხიდი გამოიყენებოდა როგორც დასასჯელი ადგილი. ერთერთი გამორჩეული ნიშანი ამ ხიდისა კიდევ არის – მის ირგვლივ განლაგებული 30 წმინდანის ქანდაკება.

ეწვიეთ  შესანიშნავ  პრაღას,  კარებს  დასავლეთსა  და აღმოსავლეთს  შორის.

 პრაღის არქიტექტურა ატარებს საკმაოდ არაორდინალურ და საინტერესო ხასიათის შტრიხებს: ის ვიბრირებს ბაროკოსა და როკოკოს, მოდერნსა და მოდერნიზმს შორის. გაისეირნებთ რა მდინარე ვლტავის სანაპიროზე თქვენ შეგიპყრობთ შეგრძნება თითქოს ჰაერში იღვრება კლასიკური მუსიკის ჰანგები. და მართლაც პრღის გაზაფხული იწყება კლასიკური მუსიკის ფესტივალის გახსნით, რომელიც იმართება ყოველი წლის 12 მაისს, უდიდესი ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანის გარდაცვალების დღეს.

ზღაპრული და გარკვეულ წილად ჯადოსნური ატმოსფერო შეიძლება შეიგრძნოთ ძველ სამეფო ქალაქში, რომელიც მთელი თავისი მრავალ საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე  მოწმეა მძიმე დღეების.  როგორც ადგილობრივი ჩეხი მმართველების, ფაშისტ დამპყრობლების, საბჭოთა ტანკების რომლებმაც გაიარეს ქალაქი და ბოლოს განთავისუფლების ურთულესი ეტაპების, აღორძინების და მიზანმიმარული მოძრაობის თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფოსთვის, სადაც დიდი ინტერესით დაიძრა ტურისტები და ახალი პერაპექტივები.
ძველი ციხე-სიმაგრე, რომელიც ზემოთ იქნა ნახსენები, ერთი შეხედვით იძლევა იმის საშუალებას თუ რატომ ეწოდა ქალაქს ასი კოშკის ქალაქი. იდეალურად აღდგენილი და ნაწილობრივ გადაკეთებული დრევანდელ დღეს ოფიციალურად წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლს.

ექსკურსიის შემთხვევაში ფეხით შეძლებთ გაიაროთ ის გზა რომელიც გაიარა 1458 წ და ავიდა ტახტზე ჯორჯ პოდებრადა. მან მიიღო ბოჰემიის მეფის წოდება, ის იყო ევროპელი მონარქი რომელმაც პირველად გამოავლინა კათოლიკური ეკლესიის კორუმპირებული მხარეები.

ამ ქუჩიდან შორს არ არის დენთის კოშკი, ის არის ქალაქის სიმბოლური შესასვლელი, 13 კარიბჭიდან ერთერთი რომელიც აკრავს პრაღას.