contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




საკრამენტო -კალიფორნიის ულამაზესი ქალაქი

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ აშშ-ს ულამაზესი შტატის კალიფორნიის დედაქალაქია ლოს-ანჟელესსა და სან-ფრანცისკოზე მოსახლეობით მცირე ქალაქი საკრამენტო. აქ, როგორც  კალიფორნიის დიდ ნაწილში, ლაპარაკობენ ორ ენაზე, ინგლისურად და ესპანურად. საკრამენტო დაარსა ჯონ სატერ-უმცროსმა 1848 წ-ს, ცნობილ ოქროს ციებ-ცხელების წლებში და ის წარმოადგენდა სამდინარო ტრანსპორტისა და ტრანსკონტინეტალური რკინიგზის საკვანძო პუნქტს  გზათა გადაკვეთის ადგილას.

ქალაქი განლაგებულია ორი მდინარის საკრამენტოს  და ამერიკას  გადაკვეთის ადგილას, საიდანაც არხით შესაძლებელია გასვლა საისანის ყურეში. ქლაქს უკავია დაახლოებით 249 კმ². დღევანდელ დღეს საკრამენტოში ეფექტურად ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც სრულდება მრავალრიცხოვანი რეისები.

ქალაქი მდებარეობს მაღალი სეისმური რისკის ზონაში. კლიმატი აქ ძირითადად ხმელეთ შორის ზღვის, მცირე ნალექიანი, ზომიერი ზამთრით და ცხელი ზაფხულით ხასიათდება. წვიმები ძირითადად დეკემბერ-თებერვალში იცის. ვინც აირჩევს საკრამენტოს და გაითვალისწინებს ამინდის პირობებს, შეუძლიათ აირჩიონ გაზაფხულის სეზონი.

ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ ადგილობრივი ინდიელი ტომები: მივოკი, მაიდუ და შონომეი, რომლებმაც დატოვეს ამის უამრავი ფაქტი.
ქალაქში მისვლისას ამოსავალ წერტილად უმჯობესია ავიღოთ ძველი საკრამენტო, განლაგებული მდინარესა და თანამედროვე ქალაქს შორის, მაასას სანაპიროზე. აქ ყველა კუთხე კუნჭულს შეუძლია მოგიყვეთ თქვენ ქალაქის ისტორიაზე, რამე თუ ირგვლივ განლაგებულია ძველი ეპოქის ხის, ისტორიული ნაგებობები. ეს განსაკუთრებული ატმოსფერო უბრალოდ ხიბლში აგდებს მნახველს, იხსნება რა მათთვის საინტერესო და კურიოზული ფაქტები ქალაქის ისტორიიდან.

ბევრი საინტერესოდან შეიძლება გამოვყოთ საკრამენტოს მუზეუმი. მაგალითად ლოკომოტივებსა და ჩრდილოეთ ამერიკის რკინიგზას მიძღვნილი კალიფორნიის შტატის რეგიონალური მუზეუმი. მუზეუმის ცენტრში შესაძლებელია ძველი მატარებლით გაიაროთ დაახლოებით 10 კმ-იანი მარშრუტი.

ის ვინც დაინტერესებულია ამერიკის ისტორიით, ადგილობრივი ამერიკელების ცხოვრების ქრონიკით, არ გაუშვებენ ხელიდან შანს ეწვიონ California State Indian Museum-ს. მით უმეტეს ხელოვნების მუზეუმ კროკერში წარმოდგენილია მოსამართლე ედვინ ბრაიანტ კროკერის მიერ ევროპაში შეგროვებული შესანიშნავი კოლექცია.

ძალიან საინტერესო ადგილია ძველი სკულჰაუსი, შენობა მხოლოდ ერთი ოთახით, როგორიც იყო XIX ს ბოლო პერიოდის ტიპიური კალიფორნიული სკოლა.

ასევე აუცილებელია ეწვიოთ ისეთ ადგილებს როგორიცაა Eagle Theater და Pony Express, რომელიც წარმოგვიდგენს ფოსტის ისტორიას და 3163 კმ-იან მარშრუტს – საკრამენტოდან შტსტ მისურის ქალაქ  სენტ-ჯოზეფამდე. აქვეა ტრანსკონტინენტალური რკინიგზის დამპროექტებელ ინჟინერ თეოდორ ჯუდის ძეგლი და მისი შესანიშნავი მემორიალური სკულპტურა.