contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სან-ანტონიო – ტეხასის შტატის განსაკუთრებული შარმის მქონე ქალაქი

აშშ-ში მოგზაურობა ბევრისათვის სანუკვარი ოცნებაა და ამ ოცნების აღსრულებისას უმრავლესობა გეგმავს იმოგზაუროს ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი, ლოს-ანჟელესი, ლას-ვეგასი და სხვა დიდი ქალაქი, მათი მიმზიდველი ფოტოებით ხშირად აჭრელებულია ნიუსები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მოდი ვნახოთ რა არის საინტერესო ტეხასის შტატის ისეთ ქალაქში, როგორიცაა სან-ანტონიო, რომელიც მდებარეობს ბეხარის რაიონში და წარმოადგენს მის მთავარ ქალაქს. 2010 წ-ის აღწერით მისი მოსახლეობა შეადგენს 1.5 მილიონს, რაც იმას ნიშნავს რომ ის შტატის მჭიდროდ დასახლებული მეორე ქალაქია ჰიუსტონის შემდეგ, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ის 7-ე ქალაქია.

ღირსშესანიშნაობათა სანახავად საკმარისია დავიწყოთ სან-ანტონიოს ცენტრიდან, სადაც შესაძლებელია ვნახოთ ბევრისაგან რეკომენდირებული და ყოველთვის უამრავი ადამიანის მიმზიდველი შესანიშნავი ადგილი Majestic თეატრი. ამ თეატრში შეიძლება დატკბეთ ყველაზე ცნობილი და ხშირი სპექტაკლებით. თბილი საღამოებისას, რესტორანში ვახშმად ტიპიური, გემრიელი ტეხასური კერძების მირთმევის შემდეგ შესაძლებელია ფეხით გაისეირნოთ იგივე სახელწოდების მდინარის სანაპიროზე, რომელიც კვეთს ქალაქ სან-ანტონიოს.

როგორც ქალაქში ასევე მის საგარეუბნო ზონაში შესაძლებელია მოიძებნოს ათეულობით საინტერესო ისტორიული მარშრუტი, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს სან-ანტონიოს და სან-ხოსეს ნაციონალურ-ისტორიული პარკები. ორივე პარკში შესვლა თავისუფალია. სან-ანტონიოს ნაციონალური  პარკი მდებარეობს დიდი ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც აგრეთვე შესაძლებელია ქორწილების ორგანიზება. პარკში ფეხით სეირნობისას შესაძლებელია გაიაროთ ვიწრო ქუჩები და ორიგინალური სტილის პატარა შენობები. სან-ხოსეს ნაციონალურ-ისტორიული პარკი უფრო ორიენტირებულია ისტორიაზე და იძლევა ტეხასის შტატის ისტორიის საკამოდ საინტერესო ცოდნას, როგორც ბავშვებისათვის ასევე მოზრდილთათვის.

სან-ანტონიოში მოგზაურობისას ეწვიეთ ისტორიულ ძეგლებს და ტეხასის შტატის ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმებს!

ყველაზე მეტად დათვალიერებად მუზეუმებად შეიძლება აღინიშნოს სან-ანტონიოს ხელოვნებისა და McNay მუზეუმები. McNay მუზეუმში წარმოდგენილია ნორმან როკველის სხვადასხვა ნამუშევრები და განლაგებულია მერიონ კულგერ McNay-ის ქოხში. მიმდებარე ბაღში შესაძლებელია საიამოვნოდ დასვენებაც. ხელოვნების მუზეუმში კი წარმოდგენილია სხვადსხვა ჟანრის ნაწარმოებები.

ძალიან საინტერესოა 17-ე საუკუნის, ესპანელი მკვლევარის ალონსო დე ლეონის მექსიკიდან გახსნილი სან-ანტონიოს ძველი გზა, რომელიც ადგილობრივი ინდიელების ძველი მარშრუტებით ჩადის შტატ ლუიზინიამდე. ამ გზას აქვს ბევრი განტოტება და ალტერნატიული მარშრუტები, მათ შორის თითეული მინიმუმ 5 კმ და შეიქმნა ამერიკელი ინდიელების ევანგელიზაციის მიზნით.