contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სან-დიეგო – ძველი ქალაქი და ულამაზესი ადგილი კალიფორნიაში

სან-დიეგოს უწოდებენ „მზიან“ ქალაქს, სადაც ჩასვლიდან პირველივე წუთებში თქვენ გიპყრობთ არაჩვეულებრივად თბილი ატმოსფერო და ეს არა მარტო მზის მიზეზით ხდება, რომელიც წელიწადის უმეტეს ნაწილში ანათებს, არამედ თბილ მზესთან ერთად ამის მიზეზი არის  წყნარი ატმოსფერო.  ეს სითბო იგრძნობა არა მარტო მის ქუჩებში, პარკებში და პლაჟებზე არამედ სადაც არ უნდა მოხვდეთ, ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

ძველი ქალაქი და Presidio ჰილი ითვლება კალიფორნიის დაბადების ადგილად, ზუსტად 1769 წ-ს აქ დაფუძნდა პირველი ესპანური დასახლება მამა ჯუნიპერო სერას ხელმძღვანელობით. თუ გაისეირნებთ ქალაქის ამ ისტორიულ ადგილას თქვენ შესძლებთ დატკბეთ კოლონური სტილის სახლებით, ეწვევით ცენტრალურ მოედანს, ძველი ქალაქის ბაზარს და შესძლებთ შეიძინოთ სუვენირები, ასევე გაივლით ბაზარ დელ მუნდოს, სადაც მექსიკური ატმოსფერო სუფევს.

ქალაქის ისტორიულ კვარტლად ითვლება Gaslamp, რომლის ფორმირება მოხდა 1867 წ-ის შემდეგ, და მის გულად ითვლება მე-5-ე ავენიუ თავისი დიდებული შენობებით, უმაღლესი კლასის რესტორნებით, სადაც სიამოვნებით შეიძლება გაატაროთ დრო.
შესანიშნავად შეიძლება დაისვენოთ და მოიპოვოთ სიმშვიდე უდიდესი ესპანელი ზღვაოსანის ნუნიეს დე ბალბოას სახელობის პარკში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ პარკს ქალაქში. ეს უდიდესი პარკი 4 856 კმ²-ია და დაფარულია შესანიშნავი მწვანე მინდვრებით, სადაც შესძლებთ დასვენებას, გართობას ან გარუჯვას. აქ სხვადასხა მუზეუმებს შორის შეიძლება ეწვიოთ ისტორიის მუზეუმს, სან-დიეგოს Air & Space მუზეუმს და ხელოვნების მუზეუმს, ასევე ზოოპარკს.
ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოპირდაპირე მხარეს, კუნძულ კორონადომდე მიღწევა შეიძლება როგორც ნავით ასევე ხიდის გავლით მანქანით. ამ ადგილს 2012 წ-ს ექსკლუზიურად მიენიჭა აშშ-ს საუკეთესო პლაჟის სახელი თავისი ულამაზესი შენობებით და დიდი პლაჟებით. აქ ნახავთ დელ კორონადოს, რომელიც აშენებულია 1888 წ-ს ვიქტორიანულ სტილში, სადაც გადაღებულია სცენები კინოფილმიდან “Некоторые любят погорячее” – სახელოვანი მენრლინ მონროს მონაწილეობით.

ისიამოვნეთ  სიმშვიდით  და  მზიანი  ატმოსფეროთი    სან-დიეგოში მოგზაურობისას!

1542 წ-ს პირველი ევროპული ექსპედიციის ხელმძღვანელის, პორტუგალიელი მკვლევარის კაბრილიოს პატივსაცემად წოდებული ნაციონალური პარკი „კაბრილიო“ დღეს  არის დაცული ტერიტორია. მონუმენტი გაიხსნა 1913 წ-ს, მაგრამ თანამედროვე ძეგლი,  მოქანდაკე ალვარო დე ბრის შესრულებული, 1939 წ-ს პორტუგალიელების მიერ იქნა ნაჩუქარი.

ვისაც უყვარს სამხედრო ისტორია აუცილებლად უნდა ეწვიონ USS Midway მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია USS Midway-ის ავია მზიდი, რომელიც გამოყენებული იყო 1947 წ-დან 1992 წ-მდე საჰაერო-საზღვაო ფლოტის მიერ სხვადასხვა კომფლიკტებში. დღევანდელ დღეს ის არის თავისებურად მცურავი მუზეუმი, რომელიც მთლიანად ღიაა საზოგადოებისათვის.

სპორტული ცხოვრების თაყვანისცემლებს შეუძლიათ ეწვიონ გიგანტურ საწყლოსნო პარკ Mission Bay და მხიარულად გაატარონ დრო, შეუძლიათ აფროსნობა, სერფინგი და სხვა. ხოლო თემატურ პარკში SeaWorld შეიძლება ნახოთ დელფინების,  ზღვის ლომების და სხვა ზღვის ცხოველების შოუ.