contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სან-ფრანცისკო – ყველაზე ლამაზი ქალაქი აშშ-ს ქალაქებს შორის

18-ე საუკუნის ბოლოს დაარსებული სან-ფრანცისკო დღესდღეობით არის სიდიდით შტატის მეოთხე ქალაქი და სიმჭიდროვით კი მთელ აშშ-ში მეორე, ჩამორჩება მხოლოდ ნიუ-იორკს.

ის მნიშვნელოვნად გამოირჩევა კალიფორნიის სხვა ქალაქებისაგან თავისი არქიტექტურული სტილით, სადაც მკვეთრად ჩანს ვიქტორიანული და თანამედროვე სტილი, რაც მას გვაჩვენებს ყველაზე „ევროპულ ქალაქად“ დასავლეთ სანაპიროზე.

სან-ფრანცისკოში მოგზაურობისას, პეიზაჟები, რომელთაც თქვენ აკვირდებით ავტომანქანიდან არის  უბრალოდ შესანიშნავი და უსიტყვოდ კალიფორნიულია. ეს არის პრაქტიკულად უწყვეტი მწვანე მინდვრები, ფორთოხლისა და ატმის ნარგავები, გორაკები და ფერმები ცხენების სადგომებით.

უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი. თქვენ ალბათ გახსოვთ Windows screensaver  სადაც გამოსახული იყო ორი მწვანე გორაკი ხეებთან ერთად. აი ეს პეიზაჟი ნამდვილად არსებობს და განლაგებულია ზუსტად ამ გზაზე, რის შემჩნევასაც თქვენ შესძლებთ!

რა თქმა უნდა სან-ფრანცისკო არის ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი ქალაქი კალიფორნიაში.
რადგან სან-ფრანცისკოს სასტუმროებში ცხოვრება საკმაოდ ძვირია, შეიძლება მოეწყოთ ქალაქ ოკლენდში, რომელიც მდებარეობს ბეი ბრიჯის მოპირდაპირე მხარეს, სულ 10 წთ სავალზე სან-ფრანცისკოდან და სასტუმროს ფასები გაცილებით იაფია. განსაკუთრებით თუ თქვენ აპირებთ ავტო არენდას, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება.

 

სან-ფრანცისკო განლაგებულია იგივე სახელწოდების ნახევარ კუნძულზე, გადაჰყურებს წყნარ ოკეანეს და მატერიკს უკავშირდება ორი ხიდით, რომელთა შორის უფრო ცნობილია ხიდი სახელწოდებით ოქროს ჭიშკარი.

სან-ფრანცისკოში ტურის დაწყება შეიძლება კლასიკური ღირსშესანიშნაობებით, რაც დატანილია ნებისმიერ ტურისტულ გზამკვლევზე: ლომბარდ-სტრიტი, Painted ladies, ვიქტორიანული სახლები ალამოს მოედანზე, ასევე Downtown, რაც გვევლინება ქალაქის სავაჭრო-საქმიანი ნაწილად.
ხიდი ოქროს ჭიშკარს ყოველ წლიურად ღებავენ სახასიათო ფორთოხლის ფერად, რომ ის სქელი ნისლის შემთხვევაშიც კი იყოს კარგად შესამჩნევი. სინამდვილეში, ეს ულამაზესი,  თანამედროვე ტექნიკის საოცრება, როცა აშენდა იმ პერიოდისათვის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი სიგრძით 2,7 კმ.

 

შემდეგ ღირს ეწვიოთ იგივე სახელწოდების პარკს, რომელიც მდებარეობს ხიდის მახლობლად, სულ რამდენიმე კმ-ში. პარკი ოქროს ჭიშკარი არის მეგაპოლისის მწვანე ოაზისი და ის უფრო დიდია ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი. ის მთელ აშშ-ში ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი პარკია, იქ დაცულია რამდენიმე თემატური პარკი და უამრავი ნაგებობა, ასევე 10 კმ საველოსიპედო ბილიკი და 1მლნ ხე. შემჭიდროებულ დროში ყველაფრის ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ გამოვყოფთ შესანიშნავ იაპონურ პარკს და კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ფუტურისტულ შენობას.