contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მოგზაურობა ქალაქ სან-ხოსეში, ახალი კალიფორნიის აღმოჩენა

კალიფორნია დასასვენებლად შესაფერისია არა მარტო სერფერების, მსახიობების და ღვინის ექსპერტებისათვის,  არამედ ასევე ბევრი საინტერესო ადგილების წყალობით მასობრივი ტურიზმისათვისაც საკმაოდ საინტერესო ადგილია. ამაში დარწმუნდებით თუ ეწვევით სან-ხოსეს. ჩრდილოეთ ამერიკისათვის არც თუ ისე დამახასიათებელია ამ ქალაქის მაგვარი კოსმოპოლიტური ატმოსფერო, თავისი დიდი რაოდენობით სავაჭრო პასაჟების, უნივერმაგების და სწრაფი კვების ქსელებით. ქალაქს შეუძლია თავისებური მუზეუმებით, ტიპიური გამოფენებით და მყუდრო რესტორნებში  კულინარიული თავისებურებებით შემოგთავაზოთ საკმაოდ შემეცნებითი დასვენება.

ქალაქი დაარსდა 1777 წ-ს, როგორც პირველი ესპანური კოლონია ახალი კალიფორნია – Nueva California. რეალურად ქალაქი  სახელწოდებით სან-ხოსე ამ ქვეყნად რამოდენიმეა, მათ რიცხვშია კოსტა-რიკის დედაქალაქიც, მაგრამ ამჯერად ლაპარაკია აშშ-ს ერთერთ უდიდესს ქალაქზე, რომელიც ლოს-ანჟელესის და სან-დიეგოს შემდეგ, თავისი  461 კმ² ტერიტორიით, თითქმის მილიონიანი მოსახლეობით წარმოადგენს კალიფორნიისთვის რიგით მესამე ქალაქს.

აქ მართლაც შესაძლებელია განიცადოთ მასა დადებითი ემოციებისა – ზღვა მხიარულება და მღელვარება სან-ხოსე შარკსის ფონზე HP Pavilion-ში ან დატკბეთ ისეთი ადგილების სიმშვიდით როგორიცაა Лос-Gatos Creek Trail. ერთი სიტყვით აქ შეიძლება განიცადოთ უამრავი მიმზიდველი  ემოცია და შესანიშნავადაც დაისვენოთ.

ქალაქ სან-ხოსეს საინტერესო ადგილებს შორის უნდა აღინიშნოს ინოვაციურ-ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც გვთავაზობს უამრავ გასართობს ყველასათვის. აქ არის უამრავი ფანტასტიური ექსპონატი, ინტერაქტიური გამოფენები, მიძღვნილი მიწისძვრებს – მიწის ვიბრაციის იმიტაციით, რომელიც უეცრად იწყებს ფეხქვეშ მოძრაობას. ეს იმდენად საინტერესო ადგილია რომ თქვენ დაგჭირდებათ დაკარგოთ სულ მცირე ორი საათი, რომ დაიკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი. თქვენ ასევე შესძლებთ დაესწროთ საინტერესო მეცნიერული ფაქტების ინტერაქტიურ სემინარებს და ამ სემინარების საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია ბავშვებისათვის.

სან-ხოსეში მოგზაურობისას შენაიშნავ ადგილებზე ყოფნით გამოსცადეთ მწვავე შეგრძნება და მასა ემოციებისა!  

აქ არ არსებობს სხვადასხვა სახის პარკებისა და დასასვენებელი ადგილების დეფიციტი, რომელთა შორისა 1872 წ-ს დაარსებული Alum Rock Park, კალიფორნიის პარკებს შორის უძველესი. აქ თქვენს განკარგულებაშია 21 კმ ფეხით სასეირნო გზა და სარბენი ბილიკები. გაისეირნებთ მდინარე Penitencia Creek-ის სანაპიროზე ან ნავით მდინარეში, მაგრამ თუ თქვენ გინდათ მწვავე შეგრძნებების მიღება, მაშინ შეარჩიეთ უფრო რთული გზა საუტ-რიმი, რომელსაც გააჩნია ბევრი უფსკრული და მწვერვალი, რომლებიც შეგიძლიათ დაიპყროთ.

დაეშვებით რა ვიწრო ხეობაში, შეიძლება დაინახოთ მუზეუმის ცენტრში არსებული ცხოველების სარებილიტაციო ცენტრი. აქ ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოთ ბუნების წიაღში დასასვენებელი ადგილები და მოაწყოთ პატარა პიკნიკები, დატკბეთ ფრენბურთის თამაშით ან ჰაიკინგით.  მდინარის სანაპიროზე მოსჩანს ულამაზესი აყვავებული მცენარეულობა და ასევე არის მოშიშვლებული ადგილებიც სადაც ხის ჩრდილ ქვეშ  ხეტიალიც  შეიძლება.