contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ზურმუხტოვან ქალაქში ანუ სიეტლში მოგზაურობა!

ქ.სიეტლი მდებარეობს ვაშინგტონის შტატში, არის მისი მთავარი ქალაქი და უკავია არა მარტო სტრატეგიული პოზიცია წყნარი ოკეანის სანაპიროზე, არამედ მთლიანად ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით. ეს ტერიტორია ძირძველი ამერიკელებით დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ 4000 წლის წინ და პირველი ევროპელი ჯორჯ ვანკუვერი აქ 1792 წელს გამოჩენილა. ტერიტორიაზე დასახლება დაწყებულა მხოლოდ 1851 წელს და დღემდე ქალაქის მოსახლეობის ზრდა არ წყდება, დღევანდელი დღისთვის 600 ათასს აჭარბებს. გასული საუკუნის  მეორე ნახევარი ქალაქისთვის გამორჩეულია იმით რომ სიეტლი გახდა Boeing, Microsoft და Amazon-ის შტაბ-ბინა. ყავის მოყვარულთათვის  საყოველთაოდ ცნობილია რომ 70-იან წლებში პირველად სიეტლში გაიხსნა Starbucks, ხოლო მუსიკის მოყვარულებმა კი იციან რომ სიეტლი არის ჯიმი ჰენდრიკსის და სხვა მსოფლიოში ცნობილი ჯგუფების სამშობლო.

ამ მცირე შესავლით შესაძლებელია გავიგოთ თუ რამდენად დინამიური და ცოცხალი ქალაქია სიეტლი, თუ რა საინტერესოდ შეუძლია წარსდგეს მნახველთ წინაშე.

ნებისმიერი, ვინც პირველად ჩავა სიეტლში, აუცილებლად ქალაქის დათვალიერება უნდა დაიწყოს Space Needle-თი. გარდა იმისა რომ ის ქალაქის სიმბოლური ადგილია, შენობის სიმაღლე აღწევს 160 მ-ს და შეგიძლიათ  მთელი ქალაქი 360°-ით განიხილოთ. კოშკში მიმავალ ლიფტში მოსახვედრ 20$-იანი ბილეთის  და გრძელი რიგების კომპენსაციას მოახდენს ზემოდან დანახული ზღაპრული სილამაზე. თუ გაგიმართლებთ და მზიანი დღე იქნება თქვენ დაინახავთ 87 კმ-ში მდებარე მთა რეინერსაც.

სიეტლში მოგზაურობისას ეწვიეთ ყველაზე მიმზიდველ ადგილებს!

ქალაქის გულად ყოველთვის ითვლებოდა Pioneer მოედანი, რომელიც XIX ს გახდა პირველი ევროპელების დასახლების ადგილი და შემდგომ თანდათან გაფართოებით მიაღწია თანამედროვე მასშტაბებს. დღევანდელ დღეს აქ შეიძლება ეწვიოთ ბევრ მხატვრულ გალერიას, რესტორანს და მაღაზიას, ასევე ის გვევლინება როგორც ქალაქის ღამის ცხოვრების ცენტრი.

ასევე ქალაქისათვის ერთერთი  საინტერესო და  დამახასიათებელი ადგილია 1907 წ გახსნილი სახალხო მარკეტი „პაიკ პლეისი“. მრავალრიცხოვან სავაჭრო კიოსკებს შორის შეიძლება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი, დაწყებული ყვავილებით,  ცოცხალი თევზით, ადგილობრივი პროდუქტებით და დამთავრებული სუვენირებით. ამ კიოსკებს შორის მოგზაურობისას დიდი სიამოვნებაა გასინჯოთ Starbucks-ის Frappuccino. ზუსტად აქ Pike Place Market მაღაზიებს შორის 1971 წ-ს გაიხსნა პირველი Starbucks!

კულტურისა და პოპ-მუსიკის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია მუზეუმი ЭМИ, განლაგებული სულ რაღაც რამდენიმე ასულ მეტრზე Space Needle-დან. აქ ხშირად იმართება გამოფენები, ხოლო 2011 წ-ს  გამოფენა მიეძღვნა ფილმს „Avatar“, სადაც გამოფენილი იყო ფილმის  რეკვიზიტები და კოსტიუმები, რომლებიც შესაძლებელი იყო ჩაგეცვათ და როლის იმიტაციაც გაგევლოთ.

სიეტლში ჩამოსვლისას ღირს გაისეირნოთ ბორნით ბრემეტონიდან ან ნებისმიერი სხვა პუნქტიდან  და დატკბეთ ზღვიდან გახსნილი დაუჯერებელი და დაუვიწყარი ჰორიზონტებით და ლანდშაფტებით.