contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ტარტუ – ცნობილი საუნივერსიტეტო ქალაქი ესტონეთში.

ტარტუ სიდიდით მეორე ქალაქი ესტონეთში, ძირითადად ახალგაზრდული სულისკვეთებით სუნთქავს, რადგანაც აქ მოსახლეობის უდიდესს ნაწილს წარმოადგენს სტუდენტობა.  უნივერსიტეტი 1632 წელს შეიქმნა, ჯერ კიდევ შვედი მეფის გუსტავ ადოლფის დროს, როდესაც მხცოვანმა იოჰან სკიტემ მეფე  დაარწმუნა, თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად ამ მხარეში – დეპრტეში, როგორც იმ დროს იწოდებოდა ტარტუ – გაეხსნა უნივერსიტეტი, გაითვალისწინა რა, 17-ე საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ევროპაში ძალიან ცოტა უმაღლესი სასწავლებლები იყო. ეს ფაქტი პრაქტიკულად გმირობის ტოლფასი გახდა. დღევანდელ დღეს, აქ უნივერსიტეტის არსებობით ტარტუ იზიდავს და ანცვიფრებს მნახველებს უამრავი საინტერესოთი, ახალგაზრდული ღონისძიებებით და სხვადასხვა ატრაქციონებით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტარტუ უწინ იწოდებოდა როგორც დერპტე ან იურიევო, ირგვლივ არსებული ძალიან საინტერესო ადგილებით,  დღეს წარმოგვიდგება როგორც ძალიან მომხიბვლელი ქალაქი. მისი ისტორია 6-ე საუკუნიდან იწყება და განვითარება მიაღწია 1030 წელს. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან 185 კმ-ში. მდინარე ემაიგის სანაპიროზე განლაგება ქალაქს  განსაკუთრებულ შარმს აძლევს.

ძველი ქალაქის არქიტექტურა 18-ე საუკუნის კლასიკურ დიზაინს და მის დიად ისტორიას ინახავს, რომელიც შეუძლებელია დაძველდეს. ტარტუმაც გადაიტანა მკაცრი საბჭოთა პერიოდი, მაგრამ მაინც დარჩა ქვეყნის ინტელექტუალურ დედაქალაქად, სადაც კონცენტრირებულია უამრავი კულტურული ღონისძიებები და შენარჩუნებულია ტიპიური ბოჰემური გარემო.

ტარტუში მოგზაურობა და საუნივერსიტეტო ქალაქის ბრწყინვალების აღმოჩენა.

ეწვევით რა ტარტუს, თქვენ დაუყონებლივ მოისმენთ ტარტუს აჩრდილის ისტორიას, საიდუმლოებით მოცულ არსებაზე, რომელიც თქვენ არ მოგცემთ საშუალებას დატოვოთ ქალაქი და ისევ და ისევ არ დაუბრუნდეთ მას. ფაქტიურად აჩრდილი არავის არ უნახავს მაგრამ ის იგრძნობა ყველგან: ისტორიულ რაიონ სუპილინში სეირნობისას თუ ძველი გორაკის ტოომეს მზერისას, ისვენებთ უნივერსიტეტის მყუდრო კაფეებსა თუ კორიდორებში, ძველი ტაძრების სკამებსა თუ მუზეუმების ბნელ კუთხეებში.

ტრატუს დათვალიერებას უმრავლესობა იწყებს რაუშის მოედნიდან, რომელიც საშობაო დღეებში სადღესასწაულოდ არის მოწყობილი და მის ცენტრში წამოჭიმულია უდიდესი ნაძვის ხე – ირგვლივ ტყის ცხოველებით –  ნატურალურ ზომებში.

მოედნის ზედა მხარეს ღია ვარდისფერ ტონებში დგას მერიის შენობა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს დაინახავთ შადრევანს, სადაც საინტერესო ძეგლიც არის წარმოდგენილი: ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი ქოლგის ქვეშ კოცნიან ერთმანეთს. ამ ძეგლს ეძახიან „სტუდენური კოცნა“.
მოედნის მოპირდაპირე მხარეს შეიძლება დავინახოთ ხიდი მდინარე ემაიგიზე, რომელიც იფარავს საინტერესო ისტორიას, უმჯობესია ითქვას ცრურწმენის რიტუალს: სტუდენტებს რომელთაც უნდათ მიიღონ ხარისხი – უნდა გაიარონ ხიდის ძალიან ვიწრო საფეხურებზე. რა საკვირველია ამ ცრუ რწმენას ქალაქის ხელისუფლება განიხილავს და ცდილობს აღმოფხვრას.

ტარტუს ყველა საუკეთესო ადგილების ჩამოთვლა, სადაც დაფარულია ბევრი მიმზიდველი ისტორია  შორს წაგვიყვანდა. ჯობია ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ.