contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




თბილისი – იდეალური ქალაქი, რომელიც მდებარეობს ევროპა-აზიის გზა გასაყარზე.

თბილისი, რომელიც მდებარეობს ევროპა-აზიის გზა  გასაყარზე – მიესალმება თავის სტუმრებს, როგორც კეთილი და ყურადღებიანი მასპინძელი, რაც ქმნის ქალაქის ხასიათის ორიგინალურ კომბინაციებს მის მომხიბვლელ და მიმზიდველ თვისებებთან ერთად. საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში,  მდინარე მტკვრის სანაპიროზე, არის რამდენიმე დონეზე განლაგებული ერთგვარი ამფითეატრი, რომელიც  სამი მხრიდან დაცულია მთებით.

ტერიტორია, რომელიც მეხუთე საუკუნეში დააარსა დიდმა მეფემ  ვახტანგ გორგასლმა, მდიდარია ცხელი გოგირდოვანი წყლებით, რის გამოც მას ეწოდა თბილისი, რაც ქართულად ნიშნავს თბილს. თავის ხანგრძლივ და პრობლემურ ისტორიაში, ქალაქმა არაერთხელ დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა უამრავ დამპყრობლებთა  წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთაც ძირითადად იზიდავდა  მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა – ევროპასა და აზიას  შორის მდებარე  ძირითადი სავაჭრო მარშრუტების გზაჯვარედინი.

 

ისტორიულ ქალაქის ცენტრში შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურას, რაც ასახავს იმ  ადამიანების კულტურას, რომლებაც თავის მრავალ საუკუნოვან დედაქალაქში,  წარსულში განვლილი სასტიკი ომებისა და ბრძოლებისაგან დაიცვა და დღემდე მოიტანა თავისი ქალაქის თვითმყობადობა. ქალაქის ყველაზე ძველ უბნებში იგრძნობა აღმოსავლური ელემენტებით გამდიდრებული ქართული არქიტექტურული სტილი. გაისეირნებთ რა ამ ვიწრო და დაკლაკნილ ქუჩებში,  ყველგან შეხვდებით სახლებს მოჩუქურთმებული  ხის აივნებით. აქვე  მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს სიონის საკათედრო ტაძარი, სადაც პირველი ტაძარი აშენდა  მეექვსე და მეშვიდე საუკუნებს შორის, მაგრამ ამჟამად იქ არსებული ტაძარი დათარიღებულია მეცამეტე საუკუნით. ამ ტაძრის მნიშვნელობა უდიდესია ქართულ მართმადიდებლურ სამყაროში, რამე თუ იქ ინახება წმინდა ნინოს ჯვარი – ანუ ვინაც ლეგენდის თანახმად ქრისტიანობა იქადაგა ამ ქვეყანაში.

ეწვიეთ ამ დიდებულ ქალაქს და თქვენ  ჩაეფლობით როგორც  მის  თანამედროვე ხიბლში ასევე  მის ღრმა ისტორიაში.

ამავდროულად მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საითაც უძველესი დროიდან ავლაბარში გადადის მეტეხის ხიდი, მდებარეობს მეტეხის ეკლესია, რომელიც აშენებულია 1278 – 89 წლებში. აქვეა აბანოთუბანიც, სადაც შეგიძლიათ ეწვიოთ უძველეს გოგირდის აბანოებს, რომელთა სტუმრებს შორის თავის დროზე ყოფილა ბევრი სახელოვანი ადამიანები: ალექსანდრე დიუმა (უფროსი),  ჟან შარდენი,  ალექსანდრე პუშკინი და სხვა.
ქალაქის თავზე წამოჭიმულია ოცი მეტრის სიმაღლის ქართვლის დედის მონუმენტი, რომლის დანახვაც პრაქტიკულად  შესაძლებელია ქალაქის თითქმის ნებისმიერი ადგილიდან. ამ საინტერესო და უჩვეულო იმიჯის ქალს, რომელიც წარმოდგენილია  ტრადიციულ  ტანსაცმელში, ერთ ხელში ხმალი  და მეორეში  ღვინის სასმისი უჭირავს, ანუ სახეზე ღიმილით და კეთილი განწყობით ხვდება სტუმრებს და ასევე გვაჩვენებს სრულ მზადყოფნას შეხვდეს მტერს მახვილით ხელში. ასევე შესანიშნავი ხედები იშლება ციხე-სიმაგრე ნარიყალადან, რომლის წარმოშობა ცოტათი წინ უსწრებს თბილისის დაარსებას.

ქალაქიში არსებულ  უამრავ მუზეუმებს შორის თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ეთნოგრაფიული გამოფენა და ბრწყინვალე, ანტიკვარული ლითონის ნაკეთობათა კოლექციები, ასევე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია სპარსული, ქართული და დასავლური ხელოვნების ნიმუშები.

ასევე ნახეთ:
ქუთაისის შესახებ
ბათუმის შესახებ