contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




თესალონიკი – ღირსეული დითირამბების ქალაქი.

თესალონიკი ერთი შეხედვით გამოიყურება როგორც ცოტათი დაკარგული და დეკადენტური, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი და სიურპრიზებით სავსე ქალაქია. ტურისტებისათვის უდაოდ  მიმზიდველი პუნქტია, რომელიც გადაგიშლით ქალაქის, რომლის ისტორია ჩამოყალიბდა თავისი გეოგრაფიული მდგომარეობეიდან, ევროპა-აზიის შუა გზიდან,  ყველაზე მოულოდნელ და ცნობისმოყვარე თვისებებს. ეს ძველი მაკედონური ქალაქი სავსეა ძეგლებით, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიო კულტურულ  მემკვიდრეობას. თესალონიკის ისტორია ითვლის 2300 წ-ზე მეტს, რაც თესალონიკის 790 000 მცხოვრებში იწვევს დიდ სიამაყის გრძნობას. პოლიტიკურადაც და მოსახლეობის რაოდენობითაც თესალონიკი ათენის შემდეგ მეორე ქალაქია საბერძნეთში, ტრადიციების თანახმად და ასევე ხალხის გულში, თესალონიკი ყოველთვის აღიქმება როგორც სრულიად მაკედონიის დედა, და ღირსეულადაც უმღერიან დითირამბებს.

ხშირად ხდება რომ მოგზაურები თესალონიკს იყენებენ როგორც სატრანზიტო პუნქტს, საიდანაც მიემგზავრებიან კუნძულებზე ან სხვა კურორტებზე, სულ ერთი დღითაც შეიძლება აქ ნახოთ უმრავლესი საინტერესო რამ და შეიცვალოთ თქვენი წარმოდგენები ამ ქალაქზე.

თქვენი მარშრუტი შეიძლება დაიწყოთ კამარადან, რომელიც აშენებულია 303 წ-ს, სადაც ზეიმობდნენ სპარსეთის არმიაზე გამარჯვების დღეს. მონუმენტი აღჭურვილია მეომართა სტატუებით ბრძოლის პროცესში, ასევე გადმოცემულია გალერიუსის ბრძოლები სპარსელების წინააღმდეგ.

ასევე მიიპყრობს ტურისტების ყურადღებას მასიური აგურის მგვალი ნაგებობა – გალერიის როტონდა, რომელიც ააშენა გალერიის იმპერატორმა, როგორც თავისი მავზოლეუმი. მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ის იქ არ დაასაფლავეს და როტონდა გადაკეთდა როგორც ქალაქის პირველი ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. დღევანდელ დღეს აქ ნახავთ მხოლოდ მინარეთს, რომელიც მიშენებულია მთავარ კორპუსზე, ეს აიხსნება იმით რომ  ოსმანთა იმპერიის დროს ის გადააკეთეს როგორც მეჩეთი.

სეირნობთ რა ძველი ქალაქის მხარეს, შეიძლება გზაში შეხვდეთ სტუდენტებით სავსე ხმაურიან მოედანს. აქ შეიძლება ნახოთ ქალაქის გასტრონომიული მარგალიტები, სახელოვანი ადგილობრივი რესტორნები, სადაც შეიძლება დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები. აუცილებლად გასინჯეთ მელომაკარონა (საშობაო ნამცხვარი) და ორცხობილა koulouraki (კრენდელ).

მიიღეთ ყველა ის სიამოვნება, რასაც გთავაზობთ საბერძნეთის სახელოვანი ქალაქი თესალონიკი!

ძველ ბიზანტიურ ქალაქ თესალონიკს რომ ზემოდან გადავხედოთ, გავემართოთ გორაზე მდებარე ციხე კასტრასაკენ, გზად ისეთ ოსმანური სტილის სახლებს გავივლით და ვერ დავფარავთ ჩვენს გაოცებას. ქალაქის ამ ნაწილს ქვია Ano Poli ანუ ქალაქის ზედა ნაწილი, რომელმაც თითქმის უდანაკარგოთ შესძლო 1917 წ-ის გამანადგურებელი ხანძრიდან თავის დაღწევა. სიმაღლიდან იშლება მთლიანად თესალონიკის და ტერმაიკოს ყურის საოცარი პანორამა.

ასევე საინტერესო სანახობებს შორის ითვლება წმინდა დემეტრეს ბაზილიკა და რომაული ფორუმის ნანგრევები. ასევე შეუძლებელია მხედველობიდან გამოვრჩეს აია სოფიას ტაძარი, რომელიც არის სტამბოლის იგივე სახელწოდების სახელოვანი ტაძრის სრული ანალოგი.