contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ტირანა – მომავალზე ორიენტირებული ალბანეთის თანამედროვე დედაქალაქი!

მრავალ წლიანი საბჭოთა აპათის შემდეგ, დღევანდელი ტურიზმზე ორიენტირებული ტირანა იღწვის უკეთესი მომავლისათვის, თავისი კულტურული ცხოვრების სწრაფი მოდერნიზაციით. აქტიურად ინერგება ტურისტების მოზიდვის ახალ ახალი  გზები, როგორც ისტორიული ასევე უახლოესი წარსულით, აქვე აღსანიშნავია იონიის ზღვის ულამაზესი სანაპიროს სიახლოვე.

რამდენიმე ათეულ წლიანი კრიზისიდან  ქალაქმა იპოვა ღირსეული გამოსავალი, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ღრმა კრიზისიდან გამოსვლა და ნათელი მომავლისაკენ  წინსვლა, ჩაატარა რა სხვადსხვა სოციალ ეკონომიკური ცვლილებები.

ტირანაში ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობად გვევლინება პრეზიდენტის სასახლე, ქალაქის საბჭოს შენობა, ნაციონალური ბანკი და რამდენიმე სამინისტროს შენობა. არ შეიძლებაარ აღინიშნოს 60-იანი წლების არქიტექტურული იდენტობა, ცენტრალური მოედნის  რეკონსტრუქციით  ქალაქმა დაკარგა თავისი ნამდვილი სახე და მიიღო როგორც ალბანური „წითელი მოედანი“. დღეს აღდგენილია ძველი „სკანდერბეგის მოედანი“.

გაიგეთ  მეტი  ალბანეთის  დედაქალაქ  ტირანაზე  და  იცხოვერეთ  მისი  სავსე  ცხოვრებით!

ტირანა შედარებით ახალი ქალაქია 1614 წ დაარსებულია ოსმაალეთის იმპერიის გენერლის სულეიმან (ბარჯინი) ფაშას მიერ. ქალაქის განვითარება კი  დაიწყო  მხოლოდ XVIII საუკუნიდან. ქალაქი შესდგება რამდენიმე ცენტრალური მუნიციპალიტეტისაგან და თერთმეტი პატარა ადმინისტრაციული რაიონისაგან, რომლებიც გაერთიანებული არიან Njësi Bashkiake სახელით. ქალაქის ერთერთი აქტიური ტრანსფორმაცია დაიწყო მისი ფასადების შეღებვით, სადაც ძირითადად გამოყენებული იქნა ძირითადად ნათელი ფერები. ეს იდეა იქნა მიმართული მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის ასამაღლებლად, რაც საბოლაოდ  დადებითად აისახა ქვეყნის წინსვლა-განვითარებაზე. ალბანეთის დედაქალაქი მონოტონური ნაცრისფერი ქალაქაიდან გადაიქცა ოპტიმისტურად მომართულ დედაქალაქად – ენთუზიაზმის სიმბოლოდ ქცეულ  ფერადი ფასადებით. ასევე განახლებული იქნა გამწვანების ზონები, ასფალტირებული გზები და თითქმის ხელოვნების დონეზე აყვანილი შენობები.

ტურისტების უმრავლესობა თავის მარშრუტს იწყებენ სკანდერეგის მოედნიდან – რომელიც წარმოადგენს უდიდეს ღია სივრცეს ქალაქის ცენტრში. აქვეა 1789  და 1832 წლებს შორის აგებული ეტჰემ ბეის მეჩეთი, თავისი 1830 წელს აშენებული 35 მ სიმაღლის საათით.

ქალაქის სიმბოლო – ისტორიის ეროვნული მუზეუმი, შეგიძლიათ შეამჩნიოთ შორიდანვე ფასადზე არსებული უდიდესი მოზაიკით. აქ არის რვა ოთახი, რომლებიც მიძღვნილია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს, ანტიკური ეპოქიდან აღორძინების ეპოქამდე.

ტირანა თავის სტუმრებს ასევე სთავაზობს უამრავ გასართობებს და ღამის აქტიურ ცხოვრების წესს.