contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ერევანი – სომხეთის დამაინტრიგებელი დედაქალაქი.

თქვენ თუ მოხვდებით სომხეთში გვერდს ვერ აუვლით მის საინტერესო დედაქალაქ ერევანს, ერევნის დათვალიერებისას თქვენში პატივისცემის გრძნობა აღიძვრება არა მარტო ამ ქალაქის მიმართ არამედ მთლიანად სომეხი ხალხის მიმართ.  ეს მოხდა არა მარტო იმიტომ რომ გაეცანით უძველეს ისტორიას,  გაიგეთ ამ მიწის სულიერი ტანჯვის შესახებ, არამედ გაეცანით ამ ტანჯული ხალხის ძალას რომელმაც გამოიწვია თქვენში ეს ხიბლი.
დავიწყოთ სომხეთის სიმბოლოდ აღიარებული 5165 მ სიმაღლის მთა არარატით, სადაც გადმოცემის თანახმად მსოფლიო წარღვნის შედეგად გაჩერდა ნოეს კიდობანი. ერევნის ნებისმიერი წერტილიდან ის მკაფიოდ შეგიძლიათ დაინახოთ, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე. დედაქალაქიდან სამხრეთით 30 კმ-ზე შეგიძლიათ ეწვიოთ ხორ-ვირაპის მონასტერს, რომელიც მრავალჯერ არის მოხსენიებული სხვადასხვა წიგნებსა და ანალებში. მონასტრიდან იშლება ვენახების ულამაზესი ხედები და შეგიძლიათ დააკვირდეთ  ყარყატის  უამრავ  ბუდეებს.
ერევანი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია წარსდგეს თავის სტუმრების  წინაშე  ყოველ დღიური დღესასწაულის განცდით, თითქოს და ქალაქში  ყოველი  დღე იყოს დასვენების დღე. ზაფხულის თბილი დღეების განმავლობაში ქალაქის მაცხოვრებლები იკრიბებიან ქალაქის მტავარ პროსპექტებზე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ესეც შეიძლება მოგეჩვენოთ როგორც შოუ – მოდური ტანსაცმლისა და ძვირფასი ავტომობილების გამოფენა. ეს მხოლოდ მისი გარეგნული მხარეა, მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ დედაქალაქს შეუძლია მოგაწოდოთ მდიდარი კულტურული პროგრამა: მრავალ რიცხოვანი თეტრებით, გალერიებით და ასევე ბარებით სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.

ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შეიძლება თავი იგრძნოთ როგორც ერთერთ ევროპულ დედაქალაქში და მისგან მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაბიჯის მანძილზე განლაგეულია ბაზარი – შუკა, სადაც თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და შეიძინოთ პრაქტიკულად ყველაფერი.  გადადიხართ  რა ერთი ფარდულიდან მეორეში თქვენ აქ ნახულობთ: ტანსაცმელს, ინსტრუმენტებს, ხილს, ბოსტნეულს, ყველს, სანელებლებს და ახალ გამომცხვარ პურს. ეს ყველაფერი შეგიძლიათ დააგემოვნოთ და იყიდოთ.

თქვენ უეცრად შეამჩნევთ თუ როგორი სანახაობრივი ატმოსფეროა ერევანში. დავიწყოთ სომხურ ენაზე დაწერილი ტრაფარეტებითა და ტრასფარანტებით,  უჩვეულო სტილის დამწერლობა ევროპელი ყურადღებას იპყრობს.  სომხური ალფავიტი რომელიც შეიცავს 36 ასოს, შექმნა მესროპ მაშტოცმა და შეიცავს გამოთქმების ძალიან ფართო სპექტრს.

ერევანი ასევე ძალიან მომხიბვლელია თავისი ეკლესია-მონასტრებით, რომელთა ნახვით   თქვენ თავს იგრძნობთ  იმ ისტორიის ნაწილად რომელსაც წარმოადგენენ ეს ძველი კედლები.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს  რომ ერევანი მომხიბვლელი და მიმზიდველია თავისი კულტურითა და სტუმართ მოყვარე მაცხოვრებლებით, სადაც თავს შეიგრძნობთ როგორც დიდი და კეთილი ოჯახის წევრად.