contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




სომხეთის შესახებ: ქრისტიანობის ციტადელი

სომხეთი გახლავთ უძველესი და ბევრ განცდას გამოვლილი მონასტრების და დიდებული მთების ციტადელი.
სომხეთის მოსაზღვრე ქვეყნებია საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი. მთებს, კლდეებს და ანთიკური ნამოსახლარების შემორჩენილ ნანგრევებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ სომხეთის ისტორიაში. ეს ფაქტი ნათლად ჩანს უხვად წარმოდგენილი ქვიდან გამოთლილი ეგრეთ წოდებული „ხაჩკარების“ სახით. ძირითადათ ხაჩკერებს აშენებდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების ადგილზე. ჯვრები ნაკეთია ქვის ფილების სახით ან ობელისკის სახით, რომლებზედაც აუცილებლად გამოკვეთილია ჯვარი და მრავალფეროვანი ორნამენტი. ორი ერთმანეთის მსგავსი ხაჩკარი არ მოიპოვება მთელ ქვეყანაში. მრავალრიცხოვანი ძეგლები, მთების სუფთა ჰაერი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებულად კი ეკოტურიზმის.

უმეტესობისთვის სომხეთის სავიზიტო ბარათია სომხური კონიაკი.
ბრიტანეთის პრიმიერ-მინისტრი ჩერჩილი მხოლოდ სომხურ კონიაკს შეექცეოდა. გირჩევთ დაესწროთ კონიაკის დეგუსტაციას არარატის კონიაკის წარმოებაში. სომხების განსაკუთრებული სიამაყის საგანია უნიკალური ანბანი. ცნობილი სომეხი პოეტი საიათ-ნოვა, მცხოვრები თბილისში და განწირული ქრისტიანული სარწმუნოებისთვის. დაკრძალულია აგრეთვე თბილისში. მისი სასიყვარულო ლირიკა წარმოდგენილია სამ ენაზე. ლექსების უმეტესობა კი აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი და ინახება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმში. სომხეთი მსოფლიო ლიდერია ტუფის და ფელზიტის საბადოებით. მესროპ მაშტოცს (362-440 წწ.) ეკუთვნის განსაკუთრებული ფურცელი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ყვლილი მოუძღვის ანბანის შექმნაში. წმინდა მაშტოცი დაკრძალულია უძველესი სამლოცველოში.

Armenia country

მაგრამ, მოდით დავიწყოთ უძველესი ქრისტიანული ძეგლებით. ვაგარშაპათიდან 5-ი კილომეტრის მოშორებით განლაგებულია ზვარტნოცის ეკლესიის ნანგრევები, აშენებულია მე-6 საუკუნეში და განადგურებულია X-ე საუკუნეში მიწისძვრის შედეგად. ეკლესია უხვად იყო გაფორმებული ორნამენტებით, რომლის ნიმუშები დღემდე გამოიყენება ხუროთმოძღვრებაში.

ეჩმიადინი – სომხეთის პატრიარქის რეზიდენცია. კომპლექსის ტერიტორიაზეა სასულიერო აკადემია.წმინდა რიფსიმეს ტაძარს უწოდებენ ქალაქის ჭიშკარს. ტაძარი აშენდა 618 წელს წმ. რიფსიმეს ტანჯული სიკვდილის ადგილზე. წმინდანი აქვეა დაკრძალული.

გარნიში წარმოადგენს დღემდე შემორჩენილ მზის ჰვთაებას მიტრას წარმართულ ტაძარს. იგი აშენებულია I-ლ საუკუნეში. ტაძარი ააშენა იმდროინდელმა მეფემ თავისი მეუღლისთვის, რომელის ელოდებოდა მეფეს ხანგრძლივი და ხშირი ლაშქრობების დროს.

ფარნის მახლობლად მონასტერი-გამოქვაბული გეგარდი გახლავთ, რომელიც კლდეშია ნაკვეთი .

ერევნის საკათედრო ტაძარი წმინდა გრიგორი გამანათლებლის სახელს ატარებს და აშენებულია 2001 წ. გრიგორის ტაძარი თბილისის სამების მსგავსად ძალიან თანამედროვედ გამოიყურება, თითქოს მოითხოვს უფრო ხანგრძლივ ისტორიას და მლოცველთა განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

ქრისტიანული ძეგლების ასეთი სერიოზული ექსკურსის შემდგომ გადავინაცვლოთ ერევანში და დავკტბეთ მისი ხედებით და მყუდრო რესტორნებით. სომხური ნაციონალური სამზარეულო ცალკე გვერდს იმსახურებს, ამიტომ დააგემოვნეთ აქაური მზარეულების კერძები. მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა ძალიან მეგობრულია. დედაქალაქში ორი აეროპორტია. ქალაქი სამართლიანად იმსახურებს ევროპული ტიპის წოდებას. ერევნის ძველი ნაწერების ინსტიტუტ-მუზეუმი, ცნობილი მატენადარანი გაგიმხელთ მანუსკრიპტების საიდუმლოს, რომლის რაოდენობა 5000-ს აღმატება.

ტატევის ძველი ეკლესია აშენებულია მე-IX ს., ეკლესიამდე მიგიყვანთ მსოფლიოშიყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომლის სიგრძე 5752 მეტრია. საბაგიროთი მგზავრობას 11 წუთი უნდებით და გზაში შეგიძლიათ დატკბეთ ვოროთანის ხეობის ულამაზესი პეიზაჟებით 360 მეტრის სიმაღლიდან.

ხანგრღლივი ექსკურსიების შემდეგ გირჩევთ დასვენებას ჯერმუკის საკურორტო ზონაში, რომელიც ცნობილია თავის სამკურნალო მინერალური წყლებით .სომხეთი აწარმოებს მინერალურ წყალს ჯერმუკს. აგრეთვე ქალაქთან ლამაზი ჩანცქერია.

ამიერკავკასიის ქვეყნებში ძალიან საინერესო ძველებურ დღსასწაულებს წააწყდებით, ერთ-ერთი მათგანია სომხური თრნდეზი. ეს გახლავთ ნაციონალური დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ 13 თებერვალს. ეს დღესასწაული რუსული მასლენიცას და ევროპული ვალენტინობის ნაზავს წარმოადგენს. დღესასწაულის მთავარი გმირებია შეყვარებული წყვილები და ახლად დაქორწინებულები. ამ დღეს ყველა ეკლესიაში იმართება წყვილების კურთხევის ცერემონია. უწინ ამ დღეს კოცონს ანთებდნენ და შეყვარებულები ხელჩაკიდებულები ახტებოდნენ ცეცხლს. ჩვენ დროს ცეცხლს იშვიათად ანთებენ, ხოლო წყვილები სეირნობენ ხელში ანთებული სანთლებით.

ლურჯთვალება სევანის ტბა ერთერთი ყველაზე მაღალ მთიანი ტბა გახლავთ. აქ მშვენიერი საკურორტო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. ტბის მიდამოებში მოიპოვება მთვარის ქვა. მხოლოდ სევანის წყლებში ბინადრობს ქალმახის ნაირსახეობა-იშხანის სახელით ცნობილი.

არიჩავანქი ერთ ერთ იმ მწირე ძეგლებს განეკუთვნება, რომლებიც შემონახულია დღემდე, (VII – XIII სს.), არიჩავანქი დგას კლდის ნაპირას. „მოძრავი კლდის“ თავზე აგებულია სამლოცველო-ნამდვილი ბუნებრივი საოცრება. აშენებულია VII საუკუნეში. ასეთი უჩვეულო კონსტრუქციის გამო სამლოცველო გადაურჩა უამრავ მიწისძვრას.

არ შეიძლება კარაუნჯის „ძალის ქვების“გამოტოვება. ეს პრეისტორიული მეგალიტური კომპლექსი 1770 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული მდინარე დარის ხეობაში. კარაუნჯის მეგალიტებს ადარებენ ბრიტანულ სთოუნჰენჯს. 2-რ მეტრიანი წვეტიანი ლოდები — მენგირები დიდი ტერიტორიის პერიმეტრზეა განლაგებული, რომლებიც შეადგენენ წრეს, ქვის დოლმენით შუაგულში.

მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით სომხეთის მხარე სამუდამოდ დარჩება თქვენს გულებში და განსაკუთრებულად აქაური სტუმართმოყვარეობა. სომხეთი გეპატიჟებათ, რათა აქ საკუთარი აღმოჩენები გააკეთოთ და შეიყვაროთ ეს მთიანი რეგიონი.