contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დანია – ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში

ოჯახების მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, ერთობლივი პასუხისმგებლობა, და აგრეთვე  ველოსიპედების სიმრავლე და თბილი ურთიერთობა; ამიტომა ქვეყანა, რომელსაც სათავეში უდგას ჰელე ტორნინგ შმიდტთანი, ყველაზე ბედნიერია მსოფლიოში!

ამ ტიტულის მისანიჭებლად, ჩატარდა კვლევა, გაეროს მიერ, 156 ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, დანიამ მოიპოვა შესაშური გამარჯვება, რომელიც უკავშირდება რიგ პარამეტრებს, რომლებიც განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხის.

მაგრამ, როგორ მოახერხა დანიამ ის, რომ გახდა გამორჩეული ყველა განვითარებულ, მდიდარ და დემოკრატიულ ქვეყნას შორის? აი ეს არის პასუხები:

  • მშობლების მხარდაჭერა

დავიწყოთ ოჯახების  მხარდაჭერით  და მშობლის შვებულებით 52 კვირის განმავლობაში. შედარებისთვის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეძლევათ შვებულება 11 კვირის განმავლობაში. შედეგად, 79 პროცენტ დედებს ეძლევათ მეტი საშუალება მშობიარობის შემდეგ გაიარონ სრული რეაბილიტაცია და ამავე დროს შეუძლიათ საკუთარი დასაქმებით ხელი შეუწყონ ოჯახის შემოსავლის შემოდინებას 34-38 პროცენტით.

  • ჯანდაცვის უფლება

როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ჯანმრთელობის დაცვა დანიაში არის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება. განსხვავება ისაა, რომ ურთიერთობა სამედიცინო დაწესებულებებთან და რესურსების მართვა ბევრად უფრო ეფექტურია. ხალხი აკითხავს ექიმს საშუალოდ შვიდჯერ წლის  მანძილზე, რომელიც აგზავნის პაციენტს, რომელიმე სხვა კლინიკურ კვლევაზე. ჯანდაცვის ასეთი მოდელი ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემისაგან. მათ შორის შეერთებულ შტატებისგან, სადაც ჯანდაცვა მიბმულია სადაზღვევო პოლისზე. ადამიანი ექიმთან მხოლოდ ოთხჯერ წელიწადში მიდის, მათ შორის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაშიც.

  • გენდერული თანასწორობა რეალობაა.

აქ გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ოჯახშია,  მშობლებს შორის, არამედ სხვა საზოგადოებრივ სფეროებშიც. ამ თვალსაზრისით, დანია მსოფლიოს ყველაზე გენდერულად თანასწორ ათ ქვეყანას შორის იმყოფება. სკანდინავიურ მეზობლებთან ერთად, გენდერული თანასწორობის საკითხი დანიამ რეალობად აქცია. გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანას ამჟამად ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერი ქალი, 47 წლის სოციალ დემოკრატი ჰელე Thoring შმიდტი.

  • აქ სკოლაში და სამსახურში წასვლა ველოსიპედით ჩვეულებრივი ამბავია

კოპენჰაგენში, ადამიანების 50 პროცენტი სკოლაში ან სამსახურში ველოსიპედით დადის. ორი საბურავი სტანდარტული გადაადგილების საშუალებაა. ფორბსის მაჩვენებლის შესაბამისად, ყოველ კილომეტრზე ველოსიპედი ავტომობილთან შედარებით  აკეთებს 7.8 ცენტის ეკონომიას ისეთ სფეროებში როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, უბედური შემთხვევები, ხმაური და ტექნიკური ინფრასტრუქტურები. ყოველდღიურად  კოპენჰაგენში  ველოსიპედისტები გადიან  დაახლოებით 1,2 მილიონ კილომეტრს, ზოგავენ უამრავ ფულს, და საკუთარ ჯანმრთელობას. საკმარისია ნახევარი საათი ყოველდღე , რომ გაიხანგრძლივო სიცოცხლე რამდენიმე წლით.

  • დანია ებრძვის მძიმე კლიმატურ პირობებს ოპტიმიზმით და სიყვარულით.

ოდესმე გსმენიათ სიტყვა "Hygge?  ეს სიტყვა თითქმის  ურთიერთობას ნიშნავს. სინამდვილეში, გადმოსცემს გაცილებით უფრო ფართო სპექტრს ურთიერთობებში. ეს კონცეფცია ადვილი ასახსნელი არაა – იგი შედგება:  ადამიანების მიერ სითბოს, კომფორტის, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისაგან. ასეთი ეგზისტენციალური განწყობა ჩამოყალიბებულ იქნა  მძიმე კლიმატთან გასამკლავებლად. აქ ხომ სულ რამდენიმე საათია დღეში ნათელი, რის გამოც შესაძლებელია, რომ ადამიანებს მღელვარება და  დეპრესია შეექმნათ. სიყვარული, დიდსულოვნება,  დახმარების სურვილი ამარცხებს  სიბნელეს და ამინდის სიმკაცრეს.

ადამიანები თავს ანგარიშვალდებულად თვლიან ერთმანეთის მიმართ

დანიის მაცხოვრებლებს გააჩნიათ ჭეშმარიტი ორმხრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც, კრავს მოქალაქეებს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ამ ძირითადი გაგების წყალობით  აქტიურია მონაწილეობა მოხალისეობრივ საქმიანობაში. 40 პროცენტზე მეტი მოსახლეობის ნებაყოფლობით უთმობს მრავალ საათს  კულტურულ, სპორტულ, არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯგუფის ადამიანები შეადგენენ დაახლოვებით 101 ათასს 5.5 მილიონი მოსახლეობიდან.