contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




დანიის შესახებ: სამეფო ქვეყანა

დანია პატარა ლამაზი ღირშესანიშნაობებით სავსე ქვეყანაა. ღამის კლუბებისა და რესტორნების სიმრავლე განაპირობებს აქტიურ ღამის ცხოვრების რითმს, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველს ხდის ამ ქვეყანას.
სიტყვა დანია ამოტვიფრულია ქვის ნანგრევებზე ელინგში, რომლის ისტორიაც გვაბრუნებს ვიკინგების ხანაში და არის პირველი მოხსენიებული სახელწოდება ნაპოვნი დანიაში . XIII – XVII საუკუნეებში აღიარეს დანიის ძალაუფლება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული ქვეყნების გავლენას .
დღევანდელი ქვეყნის ზომები და გავლენა საერთაშორისო არენაზე , არის მიწებზე იძულებითი უარის , თავდასხმების, წაგებული ბრძოლების შედეგი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დანია სხვადასხვა სფეროში მაინც ითვლება ლიდერად. არქიტექტურა, დაგეგმარება, მიწათმოქმედება, ტექნოლოგიები და ფარმაცევტული წარმოება ეს ის დარგებია , სადაც დანია გვევლინება ლიდერად.
დანიის მოსახლეობა აქტიურად იცავს ადგილობრივ ტრადიციებს და აღნიშნავს დღესასწაულებს, თუმცა დიდი ცერემონიების გარეშე. საბავშვო დღესასწაულების უმრავლესობა დაკავშირებულია საეკლესიო კალენდართან. შობა, აღდგომა , როგორც წესი აღინიშნება ოჯახურ წრეში.
ასევე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ახალი წელი, რომელსაც ასევე აღნიშნავენ ოჯახურ ატმოსფეროში, აღნიშნავენ 1 მაისს (საერთაშორისო სამუშაო დღე) , 1 აპრილი -( ტყუილის დღე) ეს არის დღესასწაული, როდესაც ხალხი დასცინის და ატყუებს ერთმანეთს.
დანიელები არამარტო ამაყობენ დედოფლით, უფრო მეტიც, ამაყობენ მთლიანად სამეფოთი. დედოფალმა მარგარიტამ ხალხის სიყვარული დაიმსახურა თავისი ინტელექტით, ხელოვნებათმცოდნეობით, იმუშავა რა ილუსტრატორად თეატრალური დეკორაციების დროს, თარგმნა ფრანგულიდან ლიტერატურული ნამუშევრები.