contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




საფრანგეთის შესახებ: სიყვარულის ქვეყანა

საფრანგეთი არის მუზა უამრავი პოეტისა და მწერლისთვის. ადგილი სადაც, შეიძლება აიხდინოთ ნებისმიერი თქვენი კაპრიზი.
პარიზი არის საფრანგეთის დედაქალაქი, აქ შეგიძლიათ დატკბეთ ელისეის მინდვრებზე სეირნობით, სადაც უამრავი კაფე, რესტორანი, ფეშენებელური მაღაზია, თეატრი და მუზეუმია. ნახოთ ეიფელის კოშკი, რომელიც ცნობილია მთელს მსოფლიოში, დააგემოვნოთ ყავა და ფრანგული კრუასანი. პარიზში ყოფნისას შეუძლებელია არ ნახოთ ლუვრი, ყოფილი მეფის სასახლე, სადაც თავმოყრილია შუდარებელი ნამუშევრები, სწორედ ლუვრშია მონა ლიზა ჯოკონდას პორტრეტი. გაისეირნეთ მონმარტზე, მის ვიწრო და უძველეს ქუჩებზე, ნახეთ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ნაპოლეონის ბრძანებით აშენდა, მისი ჟარის გამარჯვების აღსანიშნავად. მოინახულეთ გოტიკურ სტილში ნაშენები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
საფრანგეთში სხვადასხვა კლიმატური პირობებია, რაც განაპირობებს ტურისტების მხრიდან დიდ ინტერესს წლის ნებისმიერ პერიოდში.
საფრანგეთის ყველაზე სასურველი კურორტები:
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს უამრავი ფეშენებელური კურორტი, ნიცა, კანი, მონაკო, ზაფხულობით ტურისტების სიმრავლის გამო, შეიძლება გაგიჭირდეთ ადგილის პოვნა სანაპიროზე. ნიცაში კანთან შედარებით გაცილებით მეტი კაფე და სასტუმროა, აქ ყველაფერია, რომ დამსვენებელმა შეძლოს მოდუნება და სრულფასოვანი დასვენება. კანი იმდენად პატარაა, რომ შეგიძლიათ ველოსიპედით ან სულაც ფეხით გადაადგილდეთ, აქ იმართება საოცარი საღამოები ღია ცის ქვეშ. იმ ხალხისთვის კი , რომელთაც უყვართ უფრო მშვიდი გარემო, უმჯობესია აირჩიონ სხვა კურორტები: ვანსი, გრასი…., სწორედ ამ უკანასკნელში მდებარეობს ყველაზე მაშტაბური პარფუმერიის მუზეუმი, აქვე მზადდება უმრავლესობა პარფუმერული ნაწარმი.
საფრანგეთის კურორტებს ყოველწლიურად ემატება ტურისტების რაოდენობა, როგორც ევროპიდან ასევე აზიიდან.
რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, როგორებიცაა: კურშაველი, შამონი, მონბლანი, ასევე გადატვირთულია სათხილამურო სეზონზე. საფრანგეთში ერთერთი საუკეთესო სათხილამურო ტრასებია.
გაემგზავრეთ საფრანგეთში და იგრძენით თავი სამოთხეში.