contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




საბერძნეთის შესახებ: მითების ქვეყანა

საბერძნეთი მდებარეობს სამხრეთ ევროპაში. იგი დემოკრატიული სახელმწიფოა და მის სათავეში არის პრეზიდენტი, ხოლო მთავრობას კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს გრაიების ტომისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში.
საბერძნეთში მთიანი სისტემაა, უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს ოლომპო. ქვეყანას ესაზვრება ალბანეთი, ბულგარეთი, თურქეთი. მას სამი ზღვა აკრავს გარშემო: ეგეოსი, ხმელთაშუა და იონი. იგი საზღვაო სანაპიროების სიდიდით მეოცე ადგილზეა მსოფლიოში. ცნობილი საკუროროტო ადგილებია: კრეტა, როდოსი, კორფუ, დოდეკანესი, კიკლადი….
თუ ოდესმე გიოცნებიათ მითების ქვეყანაზე, მაშინ გაემგზავრეთ საბერძნეთში. ქვეყანა მდიდარია უძველესი ცივილიზაციით, ულამაზესი სანაპიროებით, ნაციონალური ცეკვებით, სამზარეულოთი……
სირტაკი პოპულარული ბერძნული ცეკვაა, რომელიც 1964 წელს შეიქმნა ფილმისთვის ‘’ გრეკ-ზორბა’’. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ იგი მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული.
მისი დედაქალაქი ათენი მიიჩნევა ცივილიზაციის აკვნად. ქალაქი განათლების ცენტრს წარმოადგენდა, მისი სახელწოდება ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ – ათენასთან არის დაკავშირებული. დედაქალაქში დაახლოებით 3,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სახელმწიფო ენა არის ბერძნული, ხოლო რელიგია მართლმადიდებლობა. ათენში უამრავი უძველესი ნაგებობაა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აკროპოლისის პანთეონი, დახვეწილი და მდიდარი არქიტექტურით გამორჩეული ნაგებობა, რომელიც არავის არ ტოვებს გულგრილს. ასევე უნდა აღინიშნოს დიოგენეს შუქურა, ქარების კოშკი, ადრიანას თაღი, პოსეიდონის ტაძარი…. სიძველე და ძეგლების სიმრავლე უამრავ ადამიანს იზიდავს ამ ქვეყანაში.
სალონიკი სიდიდით, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინდუსტრიული მნიშვნელობით მეორე ადგილზეა საბერძნეთში. წმინდა სოფიას, წმინდა ეკატერინეს და წმინდა გიორგის ტაძრები, ასევე არქეოლოგიური მუზეუმი ამდიდრებს ამ ქალაქის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ათონის მთა, როდოსის კოლოსი, ოლიმპია.
საზღვაო კურორტების სიმრავლე ტურისტებს ჩუქნის მრავალფეროვნებას, მათი დათვალიერება ძალიან მოსახერხებელია გემებით, ხოლო ნავების საშუალებით კი შეგიძლიათ აღმოჩნდეთ დაუსახლებელ კუნძულებზე.
მოინახულეთ საბერძნეთი, გაეცანით მის უძველეს კულტურას, დააგემოვნეთ ბერძნული კერძები, დატკბით მზიანი და ქვიშიანი სანაპიროებით და ეს მოგზაურობა წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.