contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




შოტლანდია: ვისკის ქვეყანა

შოტლანდია მდებარეობს ბრიტანეთის ჩრდილოეთით, მას ესაზღვრება ინგლისი, აღმოსავლეთით ჩრდილოეთის ზღვა, აღმოსავლეთით ატლანტიის ოკეანე და შოტლანდიის ზღვა. შოტლანდია არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა,თუმცა მას საკუთარი პარლამენტი ყავს, მოსახლეობის უმრავლესობა დღესაც ოცნებობს სრულ დამოუკიდებლობაზე. შოტლანდია დამოუკიდებლობისთვის ძირითადად ებრძოდა ინგლისს. ეს ომები არც თუ იშვიათ ხასიათს ატარებდა და ხალხისთვის იყო ძალიან მძიმე. ბრძოლის ძირითად იარაღს წარმოადგენდა მშვილდ-ისარი. ქვეყნის ოფიციალური ენა არის ინგლისური. ასევე აქვთ შოტლანდიური ენაც, რაც ძალიამ ჰგავს ინგლისურს.
შოტლანდია ვისკის ქვეყანა
ვისკი შოტლანდიელების ნაციონალური სიამაყეა. შოტლანდია ცნობილია, როგორც ვისკის ქვეყანა. ვისკის წარმოების მთავარი რეგიონებია: ჰაილენდსი, სპეისაიდი, ლოულენდსი, აილეი. შოტლანდიაში ვისკს ძირითადად ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩი ქვია. უნდა ავღნიშნოთ ვისკის სამი სახეობა : blend, pure malt და single malt. როგორც ცნობილია კლასიკური ვისკი არის single malt. როგორც უკვე ავღნიშნეთ, single malt ვისკებში ითვლება მეფედ, რაგდან მას მხოლოდ ქერისგან ამზადებენ .
Blend არის შერეული ვისკი და იგი ღვინის ქარხნებში მზადდება. ვისკის სპეციალისტები ხშირად ამბობენ , რომ ვისკის გამოხდა არის მეცნიერება, ხოლო კუპაჟირება- ხელოვნება. მეცხრამეტე საუკუნეში ენდრიუ იუშერმა ჩაუყარა საფუძველი ვისკების ერთმანეთში შერევას და ამით ვისკის ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი. ბლენდი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვისკია. ასევე არსებობს ძალიან ძვირადღირებული, საკოლექციო ვისკებიც. შოტლანდიური ვისკის დაგემოვნებისას ადამიანი ხვდება აბსოლიტურად სხვა სამყაროში და იგი ალკოჰოლთან ერთად განიცდის მოგონებების, ოცნებებისა და ფიქრების მოჭარბებას.
შოტლანდია ვისკითა და კილტით ცნობილია მთელ მსოფლიოში, შოტლანდიური სამოსი- კილტი დღევანდელ დღესაც აქტუალურია, 2010 წელს შონ კონერი ამ ტანისამოსში გამოწყობილი მოგვევლინა მოდების ჩვენებაზე. ეს არის დიდი ზომის ნაჭერი, რომელიც წელზე ქონდათ მამაკაცებს შემოხვეული და დიდი ღილით ქონდათ დამაგრებული და ასევე საფულეც ქონდათ ჩამოკიდებული. შოტლანდია არის ქვეყანა სადაც დადებითი ემოცია აჭარბებს ყველანაირ მოლოდინს.
გაემგზავრეთ შოტლანდიაში, დატკბით უძველესი ტრადიციებით, დააგემოვნეთ მსოფლიოში განთქმული ვისკი და ეს მოგონება არასოდეს დატოვებს თქვნს გულსა და გონებას.