contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ლუქსემბურგი – საგადასახადო სამოთხე; ყველაზე პატარა და მდიდარი ქვეყანა ევროპაში

ლუქსემბურგი შეტანილია ევროპის უმდიდრესი  ქვეყნების სიაში. ასევე ცნობილია, როგორც ქვეყანა – საგადასახადო თავშესაფარი.  ბევრი საერთაშორისო მილიარდერი არჩევს ცხოვრებას ამ ქვეყანაში, რათა გათავისუფლდეს გადასახადების ტვირთისგან. შემოსავლის წყაროებს შორის ლუქსემბურგში  შეიძლება დასახელდეს ტელეკომუნიკაცია და ფოლადის ინდუსტრია.

 

ორიოდე სიტყვა ლუქსემბურგის შესახებ:

ეს არის ერთი პატარა ქვეყანა ევროპაში, რომელიც მდებარეობს  გერმანია, საფრანგეთსა და ბელგიის შორის. მისი ფართობია მხოლოდ 2,586 კვადრატული კილომეტრი.

 

მოსახლეობა შეადგენს 465.000 ადამიანს. დედაქალაქი – ლუქსემბურგი, 76,000 მაცხოვრებლით.

ის ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

სახელმწიფო ენებია: ფრანგული და ლუქსემბურგული, გერმანულის დიალექტი ფრანგულის გავლენით. პოლიტიკური სისტემა არის კონსტიტუციური მონარქია, სახელმწიფოს მეთაურები: მეფე და პრემიერ მინისტრი.

ქვეყანას გააჩნია ყველაზე განვითარებული ეკონომიკური სისტემა (მისი მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო მაღალია ვიდრე გერმანია, 30%-თ) ახასიათებს დაბალი ინფლაცია, დაბალი უმუშევრობა და მნიშვნელოვანი სტაბილურობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორია ფოლადის მრეწველობა, მაგრამ დღეს დღეობით დომინირებს  ფინანსური სფერო და საბანკო მომსახურება. დაახლოებით 3000 სააქციო საზოგადოება თავის ფინანსებს მართავს ლუქსემბურგში. გარდა ამისა, მზარდ მნიშვნელობას ტურიზმი იღებს.

დიდი საჰერცოგო სწრაფად განვითარდა საგადასახადო შეღავათების გამო. საბანკო საიდუმლოება კი რჩება, როგორც ერთ-ერთი საფუძველი ეკონომიკისა.

ყველამ იცის, რომ აქ ეკონომიკა გაიზარდა ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე: ქვეყანა, ფაქტობრივად, არის უდავო ლიდერი ევროპის საფინანსო ბაზარზე და იზიდავს ინვესტორებს მთელს მსოფლიოდან.

საბანკო საიდუმლოება? იგი შესანიშნავად მუშაობს.

ისევე როგორც ბელგიასა და ავსტრიაში, ლუქსემბურგშიც  არსებობს აკრძალვა საბანკო მონაცემების იდენტიფიცირებისა  გარე სამყაროსთან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საკითხი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხება.

ლუქსემბურგი, როგორც მცირე დასავლური სახელმწიფო, ყოველთვის იყო ბრძოლის თემა მეზობელ ქვეყნებს. შედეგად რამდენიმე გამარჯვებისა  დამპყრობლებთან და ტერიტორიული დაყოფისა, ლუქსემბურგი 1815 ჩამოყალიბდა, როგორც დიდი საჰერცოგო და 1867 წელს კი მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა.