contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55

ნორვეგია – უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში

ფაქტობრივად,  ერის სიმდიდრე არ განისაზღვრება მხოლოდ ეროვნული შიდა პროდუქტის მაჩვენებლის სიდიდით, ამიტომ ნათელია ის გარემოება, თუ რატომ არაა 2010 წლის ლეგატის გამოკვლევის შედეგად  პირველ პოზიციებზე მდიდარი, ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნები. პირველ ადგილზეა, ნორვეგია, მეორეზეა დანია, და მესამე ფინეთის რესპუბლიკა.

ინდექსი ითვალისწინებს არა მხოლოდ ეროვნული შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ქვეყანაში, არამედ მოქალაქეების ცხოვრების დონეს, თავისუფლებას და შესაძლებლობებს ბიზნესის წარმოებისათვის, განათლების და ჯანდაცვის  ხარისხს. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ არითმეტიკული ანგარიში, რათა დადგინდეს, თუ რომელ ქვეყანას მსოფლიოში აქვს მეტი ფული. ხდება უმრავი ფაქტორის და მაჩვენებლის გათვალისწინება.

ნორვეგიის სამეფო ჩამოყალიბდა დასავლეთ და ჩრდილოეთ  სკანდინავიაში და  ჩრდილოეთით მაირნის და სვალბარდის კუნძულებზე.  მოსახლეობის რაოდენობით ევროპაში ოცდამერვე ადგილზე იმყოფება. ძირითადად დასახლებული არის მთავარი სანაპირო ზოლი, რომელიც  20 000 კმ. შეადგენს.

აღმოსავლეთით, ნორვეგიას ესაზღვრება შვედეთი, ფინეთი და რუსეთი. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით – შემდეგი ზღვები: ბარენცის, ნორვეგიის, ჩრდილოეთის.

ნორვეგიის მდინარეები მოკლე და იმპულსურია, შესაბამისად, კარგად გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის.  ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე გლამაა (580 კმ). ასევე არსებობს ბევრი ტბა, მყინვარულ წარმოშობის.

ნორვეგიის მოსახლეობა  თითქმის მთლიანად გერმანული და სკანდინავიური წარმოშობისაა, მისი ტერიტორიის ჩრდილოეთით კი  ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები   ლაპები Lapps (20.000) და ფინელები (12000).

ქვეყანას აქვს ორი ოფიციალური ენა: riksmal – დანიურის მსგავსი და Nynorsk, ნეო ნორვეგიული.

საშუალო დასახლების სიმჭიდროვე ძალიან დაბალია, რადგან რთული კლიმატური პირობებია; დასახლებები კონცენტრირებულია ძირითადად სანაპიროზე და სამხრეთით. ნორვეგიის საზოგადოება სარგებლობს ეფექტური სოციალური სტრუქტურებით და ბრწყინვალედ ორგანიზებული ჯანდაცვის სისტემით; ნორვეგიას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია ევროპაში და უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია.

ნორვეგიის მხოლოდ მცირე   ტერიტორია არის განკუთვნილი სასოფლო და სატყეო მეურნეობისთვის. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სხვადასხვა სახის მინერალები, თევზი, ხის მერქანი და ა.შ. ამ რესურსების გამო, განსაკუთრებით ოფშორულ სექტორში, ნორვეგია იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნათა სიაში. 

ნორვეგიის პატარა სამეფოები იყვნენ  გაერთიანებული ერთ სამეფოდ 885 წელს.  ქრისტიანობა შემოღებული იქნა დაახლოებით 1000 წელს. 1319 წელს ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა  და 1380 გახდა დანიის ნაწილი, რაც ოთხ საუკუნეზე  მეტ ხანს გაგრძელდა. 1814 წელს დანიამ დაუთმო ნორვეგია შვედეთს, როგორც კიელის სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგი . თუმცა, ნორვეგიელებს სურდათ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ და ამიტომ შეიმუშავეს და მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც დღემდე ძალაშია. შვედეთთან კავშირი ოფიციალურად შეწყდა 1905 წელს, თუმცა ამ დროისათვის  ნორვეგია არსებობდა უკვე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.